კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ეგონა თავი ყველაზე უბედური ადამიანი დედამიწაზე ვასო გოძიაშვილს

კინტო, ყარაჩოხელი, „უსტაბაში” – სწორედ ასეთი პერსონაჟების განსახიერების დროს იყო თავისუფალი ვასო გოძიაშვილი. ყველაზე დიდ წარმატებას მან მიაღწია მიხეილ ჭიაურელის ფილმში „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”. გოძიაშვილმა შექმნა სახე, რომელსაც არც ასაკი აქვს, არც პროფესია. 1968 წელს კი, მარჯანიშვილის თეატრში მისი სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. „ძველი ვოდევილები” იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ სპექტაკლი ვასო გოძიაშვილის გარდაცვალებამდე მთელი 8 წლის განმავლობაში ანშლაგით იდგმებოდა. ტიგრან ოფოფიანცი, არშაკა და მოხუცი მსახიობი – სამი განსხვავებული როლი ქმნიდა ვასო გოძიაშვილის ბენეფისს, რომლის სანახავად მაყურებელი წარმოდგენამდე დიდი ხნით ადრე ყიდულობდა ბილეთებს. ამბობენ, რომ ამ წარმოდგენას იგი ყოველთვის განსხვავებულად თამაშობდა. მისი ყველა დღიურიც, რომლებიც აქამდე წარმოგიდგინეთ, განსხვვებულია და  მსახიობის ბუნებას სხვადასხვანაირად წარმოაჩენს.     
„...ვასო გოძიაშვილი 1905 წელს თბილისში ანჩისხატის უბანში დაიბადა. მამა – დავით გოძიაშვილი სირაჯი – ღვინისა და არყის გამყიდველი ვაჭარი გახლდათ. ორწლინახევრის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. დაქვრივებულმა დედამ დაუღალავი შრომით გაზარდა მამით დაობლებული ექვსი და-ძმა. ხელმოკლეობის გამო საცხოვრებლად განაპირა უბანში, კუკიაზე საზოგადო მოღვაწე ზაქარია ჭიჭინაძის ბინაში ქირით გადავიდნენ.  ვასო გოძიაშვილი პატარა ასაკშივე მიაბარეს საზეინკლო სახელოსნოში, ვინმე ოსტატ გოცირიძესთან, სადაც მძიმე სამუშაოზე დიდხანს ვერ გაძლო და მეზობლების რჩევითა და დახმარებით ცოდნის დასაუფლებლად თბილისის საქალაქო სასწავლებელში შეიყვანეს... მოგვიანებით კი ზაქარია ჭიჭინაძის პროტექციით საშუალო განათლების მიღება თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში განაგრძო. დამამთავრებელი კლასიდან კი გადაწყვიტა სწავლა შეეწყვიტა და გამოცდები ჩაებარებინა სამხედრო კურსანტთა სკოლაში, რომელიც იმ დროს ვაჟთა პირველი გიმნაზიის შენობაში იყო განთავსებული. სამხედრო კურსანტთა სკოლაში ოთხთვიანი სწავლების შემდეგ გადააგზავნეს პირველ ქართულ ლეგიონში, სადაც მოხალისე ინსტრუქტორად, თითქმის ორნახევარი წელიწადი მსახურობდა. მიუხედავად სამხედრო კურსანტთა სასწავლებლით გატაცებისა, ვასო გოძიაშვილს ბავშვობიდანვე ხიბლავდა მოხეტიალე ტიკინის თეატრები, ჯამბაზები, მსახიობები არღნისა და გარმონის აკომპანემენტით. მათ მიერ შესრულებულ მელოდიებს უნებურად ითვისებდა, სწავლობდა და აღტაცებაში მოჰყავდა მეზობლის გოგო-ბიჭები შესწავლილი ფოკუზებითა და სასწაულქმედებით. იგი თავის მოგონებებში წერდა: „ჯერ კიდევ ყრმა ვიყავ და შემთხვევით მოვხვდი დეზერტირების ბაზარზე, „დეზერტირკა” (ახლანდელი პირველი მაისის რაიონის საკოლმეურნეო ბაზარი) და აი სწორედ ამ „დეზერტირკაზე” გამართულ ბალაგანში ამოვყავ თავი, რომლის პატრონი გახლდათ ვინმე დიდწვეროსანი ტკაჩოვი. თურმე ოქტომბრის რევოლუციას გამოექცა, თბილისს შეაფარა თავი და აქიდან აპირებდა გადასვლას ირანშიო”. 1919 წელს სწორედ ტკაჩოვის ცირკში საცირკო ნომრების შესრულებით დაიწყო ვასო გოძიაშვილმა მსახიობობა. მოგვიანებით უკვე სერიოზულად მოეკიდა მისთვის ჯერ კიდევ სახალისო საქმეს და აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში მოსწავლედ ჩაირიცხა, რომელიც 1924 წელს სახალხო არტისტ ალ. სუმბათაშვილ-იუჟინის სტიპენდიით დაამთავრა და შ. რუსთაველის სახელობის თეატრში მსახიობად დაიწყო მუშაობა... ერთ-ერთ თავის მოგონებაში იხსენებს: „კოტე მარჯანიშვილმა გადაწყვიტა, დაედგა შექსპირის „მეფე ლირი”. ჩვენთვის ყველასთვის ცხადი იყო, რომ ლირის როლს მარჯანიშვილი აკაკი ხორავას მიანდობდა. და, აი ერთ მშვენიერ დღეს (ჩემთვის ეს დღე განსაკუთრებით ღირსშესანიშნავია), სპექტაკლის დროს, ანტრაქტში ხელმძღვანელის სამუშაო ოთახში მიხმეს. ავღელდი. ალბათ რაღაც დავაშავე, თორემ რისთვის მეძახიან ასე მოულოდნელად? თავდახრილმა მორიდებით შევაღე კოტე მარჯანიშვილის ოთახის კარი. უმალვე კოტეს ბრაზით ანთებულ თვალებს წავაწყდი, მაგრამ მრავალთა შორის ოთახში სანდრო ახმეტელიც შევამჩნიე და ცოტა დავწყნარდი. ვიცოდი, საჭირო მომენტში სანდრო დამიცავდა. სეტყვისებურად დამატყდა თავს მარჯანიშვილის რისხვით სავსე სიტყვები. გახევებული ვიდექ და თვალებიდან ცრემლები მცვიოდა. იმ წამს დედამიწაზე ჩემზე უბედური ადამიანი არ იყო. სასოწარკვეთილი და გაუბედურებული სახე მქონდა. უცებ კოტეს ჩურჩული მესმის: „დიახ, ის შესძლებს, შესძლებს”, მეორე დღეს კი ვასო გოძიაშვილს ყველა ულოცავდა სახალხო მსახიობ ნიკო გოცირიძესთან ერთად მასხარას როლზე დანიშვნას. ახალგაზრდა მსახიობს კოტე მარჯანიშვილმა შექსპირის ტრაგედიაში „მეფე ლირი” ერთ-ერთი ყველაზე ძნელი – მასხარას როლი ანდო, თუმცა, საუბედუროდ, კოტე მარჯანიშვილმა ეს დადგმა საბოლოოდ ვერ განახორციელა. ვასო გოძიაშვილმა 1930 წლის პირველი ნახევარი რუსთაველის თეატრში გაატარა, მეორე ნახევრიდან კი მარჯანიშვილის თეატრში გადავიდა მსახიობად და გარდაცვალებამდე ამავე თეატრის მსახიობად ირიცხებოდა... (გ. ციციშვილი – „ვასო გოძიაშვილი”. 1964 წ.)
ერთხელ ქართული თეატრის ლეგენდა ვასო გოძიაშვილი ერეკლე მეფის როლს თამაშობდა. სპექტაკლში იყო ასეთი სცენა: ერეკლე ამბობს: „ღმერთმა ხომ იცის, რომ...” ამ დროს მაღლა იყურება და ხელებს ცისკენ აღაპყრობს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იცოდა ჟორა შავგულიძემ, რომელიც სპექტაკლში საიათნოვას როლს ასრულებდა, მაგრამ იმ მომენტში თავისუფალი იყო და კულისებში იდგა. სცენის თავზე, მემანქანეებთან ავიდა, ჩაიხადა შარვალი და ზედ ვასოს თავზე ჩაიცუცქა. „ღმერთმა ხომ იცის, – დაიწყო ვასომ, მაღლა აიხედა და დაიწყო, რაც უნდა ეთქვა. – ვა, ტრაკი? გაოცებულმა პაატა ბატონიშვილმა მაღლა აიხედა და... – კი, ტრაკი, ეს ვისია?“ დარბაზში ყველა სიცილთ იხოცებოდა, ყურთასმენა აღარ იყო. მსახიობები კი შავგულიძის ხუმრობის წყალობით საკმაოდ დააჯარიმეს.

скачать dle 11.3