კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ქონება აქვს პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს და რა თანამდებობები გამოიცვალა თინათინ მჟავანაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

საქართველოს პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი თინათინ მჟავანაძე 1976 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში მიიღო (დაამთავრა 1997 წელს) და სპეციალობით ტელერადიოგადაცემის წამყვან-ჟურნალისტია. მისი შრომითი საქმიანობა 1999 წელს დაიწყო ტელეკომპანია „იბერვიზიის“ საინფორმაციო სამსახურში. 2004 წელს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ახლების“ პრესმდივანი გახლდათ, 2004-2006 წლებში კი – საპარლამენტო ფრაქციის, „ახალი მემარჯვენეების“ პრესსამსახურის უფროსი; 2006-2007 წლებში რადიო „უცნობში“ გადაინაცვლა ტელერადიოგადაცემების პროდიუსერად; 2007-2008 წლებში ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის საორგანიზაციო და საკომუნიკაციო სამსახურის ხელმძღვანელად დასაქმდა, 2008-2009 წლებში კი – იურიდიული კომპანიის, „კობალაძე კონსალტინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. 2010-2012 წლებში იყო საზოგადოებრივი მოძრაობის, „დაიცავი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი; 2012-2013 წლებში იყო საქართველოს მთავრობის  კანცელარიაში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის პირველი კატეგორიის მრჩეველი, იმავდროულად კი, 2013 წელს – სარეკლამო და შემოქმედებითი სტუდიის მთავარი პროდიუსერი. 2013 წლის 20 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, 2013 წლის 20 დეკემბრიდან – საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსად, 2015 წლის 1 მარტიდან დღემდე კი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსია.
შესაბამისად, თინათინ მჟავანაძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2014 წლით თარიღდება, რომელიც მან პრეზიდენტის სპეცსამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა დედა – 1961 წელს დაბადებული თამარ ქოქრაშვილი და შვილი – 1994 წელს დაბადებული ნიკოლოზ გოგოლაძე. ოჯახის უძრავი ქონება – საცხოვრებელი სახლი თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში (86 კვ. მ.) და იმავე მისამართზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართი (120 კვ. მ.), თამარ ქოქრაშვილს ეკუთვნის.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში თინათინ მჟავანაძემ, როგორც საქართველოს მთავრობის კანცელარიის პირველი რანგის მრჩეველმა, 22 500 ლარი აიღო, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა – 5 250 ლარი, 3 000 ლარი კი შვილის სწავლაში გადაიხადა.
ბოლო დეკლარაცია ქ-ნმა მჟავანაძემ 2016-ში შეავსო, როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა. უცვლელია მისი ოჯახის წევრების ოდენობა. უძრავ ქონებად მითითებულია თამარ ქოქრაშვილის კუთვნილი ბინა-სახელოსნო თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში (84 კვ. მ.).
2015 წლის განმავლობაში თინათინ მჟავანაძემ, როგორც საქართველოს პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა, 63 500 ლარი მიიღო. შვილის სწავლის საფასურად კი 2 500 ლარი გადაიხადა. იმავე წელს მან 42 000 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აიღო, რომლის მომსახურებაც 3 059 ლარი დაუჯდა.
2014 წლის განმავლობაში თინათინ მჟავანაძემ, როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა, 60 785 ლარი მიიღო, ხოლო შვილის განათლება 2 500 ლარი დაუჯდა. ასევე, 2014 წელს თინათინ მჟავანაძემ 20 000 და 10 000 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხები აიღო, რომელთა მომსახურება 2014-ში 3 700 ლარი დაუჯდა.

скачать dle 11.3