კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პატარა გორი ისევ დიდია?!

ანუ ორივე ნამინისტრალი და ორივე თავდაცვის

 რაკი ბუდიდან უკვე ამოფრინდნენ: ზოგი – უფრო ადრე, ზოგიც – მოგვიანებით, აწ დამოუკიდებლად მოუწევთ სკამების მოსაპოვებლად ოფლის ღვრა; თუმცა დამოუკიდებლობაც ფრიად პირობითი ნათქვამია, იმიტომ რომ აღებ-მიცემობა პოლიტიკაში რომაა, ისეთი ქარვასლაში არც კი დასიზმრებიათ.
ჰოდა, რაკი არ დასიზმრებიათ, პოლიტპარტიები ტაქტიკურ მანევრებს მიმართავენ. მაგრამ ყველაზე რთულად მაინც პარტიულ ლიდერთა საქმეა.
რთულადაა, ვინაიდან, თუ ლიდერი ხარ, სულ მცირე, მაჟორიტარული არჩევნები მაინც უნდა მოიგო.
სავარაუდოდ, ამ გათვლით, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა საკუთარი პერსონა გორის მაჟორიტარად დაასახელა (სავარაუდოდ, იმედით, რომ თავდაცვის ნამინისტრალობა წაადგება), ოღონდ გაირკვა, რომ გორში საკუთარი პოლიტიკური ძალების მოსინჯვას ირაკლი ოქრუაშვილიც აპირებს.
ამ ფაქტში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი მაგრამ: ორივე ნამინისტრალია და ორივე – თავდაცვის.
ჰოდა, რაკი არიან, იბადება რიტორიკული კითხვა: ვითომ სკამის გამოსახსნელად ფიცხელ ბრძოლაში უნდა გავარჯიშდნენ, რომ მერე მტერსაც შეუტიონ მიწის გამოსახსნელად?! –

скачать dle 11.3