კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ბრძოლის ყიჟინა მოგვესმა…“

გაპარულან ვირები?!    

 ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თურქეთმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, შეგვაგონეს, რომ ამ დიად დაპირისპირებაში სასწრაფოდ თურქეთის მხარე აშკარად და საჯაროდ უნდა დაეჭირა ყველა ჭეშმარიტ ქართველს, თითქოს გეოპოლიტიკა მარადიული სიყვარულის თეზას ემორჩილებოდეს ან, მეტიც, რუსეთსა და თურქეთს ამ ასიოდე წლის წინათ ტორტის ნაჭერივით არ გავენაწილებინეთ.
ასეა თუ ისე, მას შემდეგ, რაც, მოგვიანებით, თურქეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას საბოდიშო შეუთვალა და შიგა ბუნტიც ჩაახშო, ერდოღან-პუტინის სიყვარულის ბუშტიც გასკდა.
იმდენადაც კი, რომ გასულ კვირას თურქეთის პირველი პირი დედარუსეთში ეწვია რუსეთისვე პირველ პირს და ლამის საჯაროდ შეჰფიცეს სიყვარული (ლამისაა პათოსით: ჩვენ ერთურთს ვერ გაგვყრიანო).
სიყვარულს ვინღა ჩივის, რფ-თურქეთმა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრიც შექმნეს, რომ ანკარამ და მოსკოვმა შეთანხმებულად იმოქმედონ სირიის ტერიტორიაზე; მეტიც, ბ-ნ ერდოღანს პრ. პუტინისთვის სახალიფოს წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლაც შეუთავაზებია. თუმცა ჯერჯერობით მოსკოვის პასუხი უცნობიაო. მაგრამ ცნობილია, რომ რფ-მ 2016 წლის თებერვალში სირიელი ქურთებისთვის მოსკოვშივე გახსნილი წარმომადგენლობა დაუხურა (სავსებით ცხადია თურქეთის საამებლად).
თუ ისტორიას გადავხედავთ, ნათელია, რომ ამ სიყვარულს მარადიულობა არ უწერია, ოღონდ მისი ძალა (ამ ორთა სიყვარულისა) სავსებით საკმარისია, რომ ჩვენ კვლავ გავხდეთ მათ შორის დავის გადამწყვეტელი ხურდის ნაცვალი.
აქედან გამომდინარე კი, ისმის კითხვათა კითხვა: თურქეთის უპირობო ფანები სად გაუჩინარდნენ?! ნუთუ – გაპარულან ვირები?! –

скачать dle 11.3