კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედადავიწყებულები

ანუ ვინ არის მანქურთი?!

 სავსებით ბუნებრივია, რომ რიოს ოლიმპიადას გულისფანცქალით ველოდით, რადგან ამ ჩვენი მოჭიდავეების იმედი გვქონდა (გვქონდა რა – გვაქვს). ჰოდა, არც ისაა დასამალი, რომ სპორტის ძალისმიერ სახეობებში მოქმედი და წინანდელი ოკუპანტების ფალავნების დამარცხება განსაკუთრებულად გვსიამოვნებს.
ან კი როგორ არ გვესიამოვნება, როდესაც ამ ემოციის მექანიზმი მარტივია: ერთი ერთსა და თანაბარ პირობებში მათზე გამარჯვება მალამოდ ედება ჩვენს შელახულ ღირსება-თავმოყვარეობას, ვინაიდან ნათელი დასტურია იმისა, რომ ვაგებთ არა იმიტომ, რომ სუსტები და მშიშრები ვართ, არამედ ერთადერთი მიზეზით – მოწინააღმდეგე ჩვენზე გაცილებით მრავალრიცხოვანია და სწორედ ამ მრავალრიცხოვნობამ მოხნა არაერთხელ ეს ჩვენი აღმართები.
შესაბამისად, ამ ჩვენი ოქრო-ბიჭი შავდათუაშვილის მიერ რუსი ფალავნის დამარცხებაც გადამეტებულადაც კი გაგვიხარდა, მით უფრო, 8 აგვისტოს და ის ჟესტი მოვუწონეთ, საქართველოს დროშა რომ დაანახვა რუმბივით გაგორებულ მოწინააღმდეგეს.
მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ამ ჟესტს არათუ არმომწონებლები, დამგმობები გამოუჩნდნენ – ჰოი, საკვირველებავ და, ჩვენს თანამემამულეთა შორის! მეტიც, გორში, 2016 წლის ოლიმპიადის მონაწილეების ბილბორდს საღებავიც შეასხეს. უფრო ზუსტად, ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა შავდათუაშვილის, გამოსახულებას.
დამგმობ-შემსხმელთა დიაგნოზს დიდი კვლევა არ სჭირდება, თუმცა მაინც იბადება საბედისწერო კითხვა: რა უნდა დაგეშავებინა გამჩენისთვის, რომ საკუთარი სისხლი და ხორცი ასე შეგძულებოდა?! ჰოდა, ვისაც გვიხარია, გაგვატარეთ. –

скачать dle 11.3