კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აფერხებს ბავშვებში გავრცელებული მავნე ჩვევები მათ ყბა-კბილთა სისტემის განვითარებას და რა იწვევს ჩვილებში სახის ასიმეტრიას

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ  კბილებზე ზრუნვა ჯერ კიდევ ნაყოფის მუცლადყოფნის დროს იწყება, რადგან სხვადასხვა პათოლოგიები შეიძლება, სწორედ ამ პერიოდში განვითარდეს. მშობლის უყურადღებობის ან დაგვიანების  შემთხვევაში კი, შეიძლება, მდგომარეობა გართულდეს, რის გამოსწორებასაც ზოგჯერ მთელი ცხოვრება სჭირდება. როგორ ვიზრუნოთ ბავშვების ყბა-კბილთა სისტემის სწორად განვითარებაზე ჯერ კიდევ მუცლადყოფნის, ჩვილობის ასაკიდან და როგორ ავიცილოთ თავიდან სხვადასხვა სახის პათოლოგიები, ამის შესახებ გვესაუბრება „ნინო ქარდავას სტომატოლოგიური კლინიკის“ ექიმი-ორთოდონტი, მარიამ სიჭინავა:
– კბილებზე ზრუნვა ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდიდან იწყება. სასურველია, ორსულმა გინეკოლოგთან ერთად, სტომატოლოგთანაც გაიაროს კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს ყბა-კბილთა სისტემის განვითარების ხელის შემშლელი მიზეზები. მაგალითად, სანაყოფე წყლების არათანაბარი გადანაწილება, რაც ხშირად იწვევს ჩვილის სახის ასიმეტრიას, მუცლადყოფნის პერიოდში ასევე ჩვილის მუშტის ამოდება ლოყის ქვეშ. გარდა ამისა, ორსულები ხშირად დიეტას თვითნებურად იცავენ, რაც ცუდ ზეგავლენას ახდენს ნაყოფის ყბა-კბილთა სისტემისა და მინანქრის განვითარებაზე. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი და ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება, განსაკუთრებით: რძის პროდუქტების, ხაჭოს, ახალი უმარილო ყველის, თევზის, ხილისა და ბოსტნეულის. ორსულობის პირველ ტრიმესტრში თავი უნდა შეიკავონ მოწევისა და მწეველების გარემოცვაში ყოფნისგან, რადგან ასეთ დროს ნაყოფს ჟანგბადი ნაკლებად მიეწოდება და ამან შეიძლება გამოიწვიოს ზედა ტუჩისა და სასის ნაპრალის ჩამოყალიბება.  
– რამდენად მნიშვნელოვანია თანკბილვის  სწორად ჩამოყალიბებისთვის ძუძუს წოვა?
– ძალიან მნიშვნელოვანია ძუძუს წოვა ჩვილის სახის კუნთებისა და ყბა-კბილთა სისტემის ჩამოყალიბებისთვის. მთავარია, წოვის აქტი ხორციელდებოდეს სწორად. ბავშვი არ უნდა აწკლაპუნებდეს ენას, რადგან ამის მიზეზი შეიძლება იყოს ენის მოკლე ლაგამი. აღსანიშნავია ის, რომ ყველა ბავშვი ქვედა ყბის უკან გადანაცვლებით იბადება, სწორედ ძუძუს წოვის აქტი ასრულებს მნიშვნელოვან როლს ქვედა ყბის ზრდის განვითარებაში. თუმცა, ძუძუსა და საწოვარას გახანგრძლივებულმა წოვამ (არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს) შეიძლება ზედა ყბის მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს. ასევე, მავნე ჩვევები – ლოყის, მუშტის წოვა, არღვევენ ყბა-კბილთა სისტემის განვითრებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვის კბეჩის, ღეჭვის, მეტყველებისა და ყლაპვის ფუნქციებს. ყბა-კბილთა სისტემის განვითარებისთვის  უმნიშვნელოვანესია კბეჩისა და ღეჭვის ფუნქცია, რაშიც მაგარი საკვები გვეხმარება (მაგალითად, ვაშლი, სტაფილო, კიტრი და სხვა). ბავშვი საკვებს უნდა კბეჩდეს წინა კბილებით, ღეჭავდეს თანაბრად ორივე მხარეს საღეჭი კბილებით. თუ ცალ მხარეს ხშირად ღეჭავს, იმ მხარეს უფრო მეტად ვითარდება კუნთი, ხოლო მეორე ჩამორჩება, რამაც შეიძლება, სახის ცალმხრივი ასიმეტრიაც გამოიწვიოს. ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა ისეთი საკითხისადმი, როგორიც არის პირღიაობა, ღია პირით ძილი. ჩვილებმა, რომლებსაც 5-6 თვის ასაკში აღენიშნებათ პირღიაობა აუცილებელია, კონსულტაცია გაიარონ პედიატრთან და ბავშვთა ნევროლოგთან, რათა გამოირიცხოს ჰიპოქსია და ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია, რადგან სამომავლოდ მოდუნებულმა ენამ არ გამოიწვიოს ყბა-კბილთა სისტემის ანომალიები, კბილთა ამოჭრის დარღვევები. გარდა ამისა, პირღიაობა უმეტესად ახასიათებს ზედა სასუნთქი გზების პათოლოგიებს, რაც ზეგავლენას ახდენს ბავშვის გონებრივ, მხედველობის, სმენის განვითარებაზე. პირღიაობისას ენა მოდუნებულია, პირის ღრუს ფსკერზე დევს (ენა ზედა ყბის წინა კბილების უკან უნდა მდებარეობდეს), ამ დროს ირღვევა პირშიგნითა და პირგარეთა კუნთების წონასწორობა, ლოყები (საღეჭი კუნთები) აწვებიან ზედა ყბას და აფერხებენ ზრდას. ქვედა ყბის რკალი კი ზოგჯერ მკვეთრად იზრდება, რასაც ხშირ შემთხვევაში თან ახლავს ზედა ტუჩის დამოკლება, რომლის დაგრძელება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ასეთ დროს პირს ქვედა ტუჩის ხარჯზე ხურავენ, რაც აუხეშებს სახეს. იმ ბავშვებშიც, რომლებსაც ნორმაზე მეტი წონა აქვთ და აღენიშნებათ პირღიაობაც, ლოყის საღეჭი კუნთები უფრო მეტად აწვებიან ზედა და ქვედა ყბებს და ავიწროვებენ.
– რა ასაკში უნდა ამოეჭრას ბავშვს კბილები და როგორ უნდა ვიზრუნოთ მათი სიჯანსაღის შენარჩუნებაზე?
– პირველი კბილი 6-დან 8 თვის ასაკში უნდა ამოიჭრას. თუ უფრო გვიან ამოდის კბილები, მაშინ უნდა გამოვრიცხოთ ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები, ასევე, კალცის ნაკლებობა. პედიატრთან ვიზიტი ასეთ დროს აუცილებელია. ზოგჯერ ბავშვი იბადება ქვედა ყბაზე საჭრელი კბილით, რასაც ძველად ზებუნებრივ ძალებს მიაწერდნენ. დღეს დადგენილია, რომ ეს დაკავშირებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციასთან. ადრე, როგორც კი ჩვილს კბილები ამოეჭრებოდა, დედა თითზე იხვევდა მარლას და ასუფთავებდა ბავშვის ღრძილებს რძიანებისგან. დღეს უკვე არსებობს თითზე წამოსაცმელი სილიკონის მასაჟორი, რომელსაც ღრძილების გასუფთავების ფუნქციაც აკისრია. დაახლოებით წლინახევრის ბავშვი უნდა მივაჩვიოთ კბილის ჯაგრისის გამოყენებას კბილის პასტის გარეშე, რათა ჩვევად ექცეს.  3 წლის ასაკიდან კი უკვე შეიძლება, ამ ასაკისთვის განკუთვნილი პასტის გამოყენება. ყველა კბილს ამოჭრისა და მოცვლის თავისი პერიოდი აქვს, რისი დაცვაც სწორი თანკბილვის ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად მშობლები უგულვებელყოფენ ბავშვებში სარძევე კბილების დაბჟენას და ნაადრევად უღებენ. თუ მშობელიც და პედიატრიც თვლიან, რომ ბავშვს ყბა-კბილთა სისტემის პათოლოგია არ აღენიშნება, სასურველია ორთოდონტთან ვიზიტი 6 წლის ასაკიდან, როდესაც ამოიჭრება  თანკბილვის გასაღებად მიჩნეული პირველი მუდმივი მეექვსე კბილი, ორთოდონტი კი საზღვრავს, როგორ მიმდინარეობს კბილთა ცვეთა. მაგალითად: როდესაც ვერ ხდება ქვედა ყბის ეშვების სრულფასოვანი ცვეთა, ისინი ბლოკავენ  ზედა ყბას, რაც დროთა განმავლობაში იწვევს ყბის ზრდის შეფერხებას. ორთოდონტი ორთოპანტომოგრამის (ზედა და ქვედა ყბის კბილთა რკალების რენდგენული სურათი) მიხედვით გეგმავს, თუ როდისაა შესაძლებელი სარძევე (მოსაცვლელი) კბილების ამოღება. ხშირად მშობლები გამოსავალს ბავშვის ნაადრევად დაზიანებული კბილის ამოღებაში ხედავენ. ასეთ დროს მეზობელი  კბილები ინაცვლებენ თავისუფალი ადგილისკენ. შესაბამისად, მუდმივ, ამომავალ კბილს რკალში ადგილი აღარ ჰყოფნის და იჭრება რკალგარეთ. შეიძლება, მოსაცვლელი კბილი ზოგჯერ  ნაადრევად ირყეოდეს, მაგრამ  შესაძლებელი იყოს მისი გამყარება. ორთოდონტთან დროული კონსულტაციები ყბა-კბილთა სწორ ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ, რაც სამომავლოდ კბილების  გასწორებას აგარიდებთ თავიდან.
– რა ასაკიდანაა რეკომენდებული ბრეკეტსისტემის გაკეთება?
– ეს დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. მე მყავს 55 წლის პაციენტი და ყველაზე პატარა – 9 წლის. ბრეკეტსისტემით გასწორება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, თუ პირის ღრუ ამის საშუალებას იძლევა. ბრეკეტსისტემის გაკეთება ზოგს ძალიან ახარებს, თუმცა სრულფასოვანი მოვლა ეზარებათ. ექიმის მითითებული ჰიგიენის დაუცველობა იწვევს არა მხოლოდ მინანქარზე ლაქების გაჩენას, არამედ ღრძილების შეშუპებას, ანთებას, განსაკუთრებით გოგონებში. ბრეისების გასაწმენდად არსებობს სპეციალური ჯაგრისები, რომლის საშუალებით ბრეისების ოთხივე ფრთა იწმინდება და ამის გაკეთება აუცილებელია.
– ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა მერვე კბილებია – „სიბრძნის კბილები“, რომლებიც ძალიან ბევრ სირთულეს უქმნის ადამიანს.
– ბოლო პერიოდში ადამიანების გარკვეულ ნაწილს მერვე კბილები აღარ ამოსდით, ჩანასახებიც კი აღარ აქვთ. ამ კბილებს კბილთა რკალში ამოსაჭრელად, უმეტესწილად, ადგილი არ ჰყოფნით, აწვებიან მეშვიდე, მეექვსე კბილებს, მათ ვერაფერს აკლებენ სიდიდისა და სიმყარის გამო და საბოლოოდ, იჭყლიტება სუსტი, წინა კბილები, რაც იწვევს ქვედა ყბის კბილთა მჭიდრო დგომის განვითარებას. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში, სასურველია მერვე კბილების ამოღება ჩანასახშივე, სანამ არევს ქვედა ყბის წინა კბილებს.
– წელიწადში რამდენჯერ უნდა გავიწმინოდთ კბილები?
– სასურველია, წელიწადში ორჯერ გაწმენდა. მათ კი, ვინც ვერ ახერხებს, პირის ღრუს სრულფასოვან მოვლას, შეუძლიათ, იყიდონ „ირიგატორი“, რომელიც ღრძილებს ანთებისგან იცავს. მასში ისხმევა წყალი ან სადეზინფექციო სავლები (სავლების ხშირი გამოყენება არ არის სასურველი), წყლის ჭავლი 45 გრადუსი დახრილობით უნდა შემოვატაროთ ღრძილის კიდეს. სასურველია, ეს პროცედურა ჩაიტაროთ კვირაში ორჯერ.

скачать dle 11.3