კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„გლობალმედის“ საუნივერსიტეტო კლინიკა – გერმანული სტანდარტები საქართველოში

დიახ, ეს კლინიკა საქართველოშია, თბილისში, ქალაქის ცენტრში, ყიფშიძის ქუჩა ¹3 ბ-ში.
ამ კლინიკაში ყველაზე მნიშვნელოვანია პაციენტი და ეს კი ერთ-ერთი დასტური ამისა: პაციენტების კომენტარები,   რომელიც „გლობალმედის” პედიატრიული კლინიკის „ფეისბუქ-გვერდზე” უხვადაა და, შეგიძლიათ წაიკითხოთ,  როგორ შეფასებას აძლევენ ისინი:
S. K.  21 June, at 23:59. ამ ცოტა ხნის წინ მოვხვდით „გლობალმედში” – ბავშვს გამონაყარი ჰქონდა. გამაკვირვა მედპერსონალის წესიერმა და ღიმილიანმა მომსახურებამ, ანუ, მაშინვე რომ ხვდები, არავინ მოტყუებას რომ არ ცდილობს. გამაკვირვა სისუფთავემ. როცა დამლაგებელს ვუთხარი: ქალბატონო, რას ხვეტავთ ამდენს, მტვერსასრუტით მოაგვარეთ ეგ საკითხი-მეთქი, მიპასუხა: არა, მტვერსასრუტი მტვერს აფრქვევსო. რაც შეეხება ბავშვთა განყოფილებაში დაგებულ მეტლახს, იყო ღია სპილოს ძვლის ფერი და ესეც სპეციალურად იმიტომ, რომ ჭუჭყი მაშინვე გამოჩნდეს და სწრაფად გაიწმენდოს ან მე ვარ გოიმი და არ მინახავს მსგავსი, ან რაღაცაშია საქმე, თუმცა გერმანიაში, მალიორკასა და შვეიცარიაში ვყოფილვარ, მაგრამ, თბილისში მართლა არ მინახავს. ჰო, მართლა, ბავშვს გადასხმები, გასინჯვები, სისხლის ანალიზი და ასე შემდეგ – უფასოდ გაუკეთეს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მშვიდად, მხიარულად და კარგი განწყობის ფონზე გაკეთდა. დიდი მადლობა ყველას და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდი მადლობა დავით ფერაძეს.
N.M. 10 June, at 13:02, ჩვენ უკვე ვისარგებლეთ თქვენი მომსახურებით და დიიიიიდი მადლობა. საუკეთესო ექიმი, მედდა და, სიწყნარე და სისუფთავე.
N. Q. 26 June, at 23:07. დროული და აუცილებელი მკურნალობა, თანაც ისეთი პროფესიონალი ქალბატონის ხელმძღვანელობით, როგორიც ქეთი ნემსაძეა, ბედნიერებაა. მივესალმები და ვუსურვებ, დიდხანს იდგეს ჩვენი პატარების ჯანმრთელობის სადარაჯოზე.
T. A. 16 June at 08:12  ხშირად გვიწევს კლინიკებში სიარული. ჩვენი ბავშვი ხშირად ავადმყოფობს და ყველა კლინიკა მაქვს მოვლილი. ვწვალობდით – უყურადღებობა, არაპროფესიონალიზმი და, რა ვიცი, მილიონი რამ. არ ვიცოდი, თბილისში ასეთი კლინიკა რომ არსებობდა. აბსოლუტურად სხვა გარემოში მოვხვდით. სისუფთავე, ყურადღებიანი პერსონალი, საუკეთესო ექიმები, მხოლოდ ევროპული წამლები, საკუთარი სასწრაფო... მადლობა პროფესორ ქეთი ნემსაძეს, დიდი მადლობა! ყველას გირჩევთ „გლობალმედს.” ახლოსაც არ მივა სხვა კლინიკები ამ კლინიკასთან!
C. B.  17 June, at 00:37. დაილოცოს მაქაურობა, კმაყოფილები ვართ ძალიან.
N. P. ამ შემთხვევაში არ ვიტყოდი – ერთ-ერთს-მეთქი, ვიტყოდი – მთელ საქართველოში ერთადერთსა და განუმეორებელ კლინიკას, უმაღლესი დონის პროფესიონალი ექიმებითა და საოცრად თბილი გარემოთი.
„გლობალმედის” კლინიკის შესახებ ინტერესი საკმაოდ დიდია და მზარდი ტენდენციაც შეიმჩნევა, ამიტომ კლინიკის შესახებ მოკლე ინფორმაციის მიწოდება მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ეკა ცინცაძეს ვთხოვეთ:
– ქალბატონო ეკა, რა განყოფილებები გაქვთ პედიატრიულ კლინიკაში?
– ჩვენი კლინიკა მრავალპროფილური სტაციონარია; აქვს ქირურგიული, რეანიმაციული, თერაპიული, ყელ-ყურის, ტრავმატოლოგიური განყოფილებები; ოფთალმოლოგია, „ემერჯენსი” და ამბულატორია, ვაქცინაცია, საკუთარი ბავშვთა სასწრაფო – „ბეიბიექსპრესი“. კლინიკა მუშაობს 24 საათის განმავლობაში, ყოველდღე.
– ანუ, შეიძლება ითქვას, რომ იღებთ ბავშვებს ნებისმიერი დაავადებით?
– დიახ, თითქმის. ჩვენ ვუწევთ სამედიცინო დახმარებას ბავშვებს 18 წლამდე, გარდა ნეიროქირურგიისა და პოლიტრავმისა.
– კლინიკა პრესტიჟულად ითვლება, მაგრამ,  არის თქვენი მომსახურება ხელმისაწვდომი ყველასთვის?  ფასები როგორი გაქვთ?
– რა თქმა უნდა. გადაუდებელი დახმარება უფასოა, სტაციონარში საწოლდღის ღირებულება მხოლოდ 44 ლარია, უმწეოთათვის კი – უფასო, ჩვენ ჩართული ვართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.  მოქმედებს ბავშვთა მენტალური განვითარების დარღვევათა შეფასებისა და ადრეული პრევენციის პროგრამა, სადაც პაციენტებისთვის ფსიქოლოგიური და ნევროლოგიური დახმარება უფასოა.
– სადაზღვევო კომპანიებთან თუ თანამშრომლობთ?
– დიახ, ჩვენი პარტნიორებია: „ჯიპიაი,” „არდი,” „პსპ,” „ირაო,” „ქართუ,” „ალფა.” მათთვის, ვინც ამ კომპანიებშია დაზღვეული, სასწრაფო დახმარება „ბეიბიექსპრესიც“ უფასოა. სასწრაფო უფასოა ასევე „იმედი L-ის” პაციენტებისთვის, თუმცა სხვა სერვისები ამ კომპანიის დაზღვეულთათვის ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. იმედია, მათთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.
– რატომ გერმანული კლინიკა?
– ჩვენი პარტნიორია ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკა. რთულ შემთხვევებში მათთან ტარდება ტელეხიდები. კლინიკის ხელმძღვანელია პროფესორი ქეთევან ნემსაძე, რომელიც ბევრ საერთაშორისო ტიტულს ფლობს.
– რა შეგიძლიათ, ურჩიოთ მშობლებს?
– მე გაგანდობთ ბავშვთა ჯანმრთელობის საიდუმლოს – ეს არის დაავადებების დროული პროფილაქტიკა და სწორი მკურნალობა და ჩვენ ამას გთავაზობთ „გლობალმედის” პედიატრიული კლინიკის უმაღლესი კვალიფიკაციის პედიატრებთან ერთად. აქ ინდივიდუალური პალატებია, დაცულია ასეპტიკა და ანტისეპტიკა; გვაქვს უახლესი აპარატურა. ჩვენთან ბავშვები თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში.
– სამედიცინო ჰოლდინგ „გლობალმედს” კიდევ რა მიმართულებები აქვს?
– ჩვენს შემადგენლობაში შედის შტუტგარტის ლაბორატორია და საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრი.
– დარწმუნებული ვარ, ბევრს გაუჩნდება სურვილი, რომ მიიღოს თქვენთან პრემიუმ- ხარისხის სამედიცინო მომსახურება, ამიტომ, დავაკონკრეტოთ, სად შეუძლიათ მათ, მოგმართონ  და როგორ დაგიკავშირდნენ?
– მოგვმართეთ მისამართზე: თბილისი, ვაკე, ყიფშიძის ქუჩა ¹3ბ; ტელ: 224-03-03. ჩვენი ვებ-გვერდია – www.globalmed.ge, ან „ფეისბუქის” გვერდი – www.facebook.com/pediatric1
– გისურვებთ ჯანმრთელობას!

скачать dle 11.3