კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უკავშირდება თუ არა კუმისის მოჩვენება იქ ნავთობის აღმოჩენას და რა საფრთხეშია მოსახლეობა

უკვე ექვსი თვეა, კუმისში არსებულმა „მოჩვენებამ“ მოსვენება დაუკარგა, უპირველესად, რა თქმა უნდა, კუმისელებს და შემდეგ – მთელ საქართველოს. დაზუსტებით ვერავის გაურკვევია, რას წარმოადგენს არსება, რომელიც მოსახლეობას თავს ესხმის და აშინებს, თუმცა ფიზიკური ზიანი ჯერ არავისთვის მიუყენებია. ვერსია სხვადასხვაა: მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მისტიკური არსება რეიკია, ნაწილის აზრით კი პანიკა მიზანმიმართულია და ამ სოფლის მოსახლეობისგან დაცლას ისახავს მიზნად.

 მიხეილ რობაქიძე (ტელეკომპანია „მირის“ ქართველი ჟურნალისტი): კუმისში ეგრეთ წოდებულ „მოჩვენებასთან“ დაკავშირებით სიუჟეტის მოსამზადებლად წავედით. გვეგონა, ეს ამბავი მხოლოდ ერთ უბანში ხდებოდა, მაგრამ, აღმოვაჩინეთ, რომ  მთელი სოფელი ძალიან დიდ სტრესში იმყოფება, თუმცა, კამერის წინ საუბარს ერიდებიან და აგრესიას გამოხატავენ: რა ვიცით, რა გულით ხართ მოსულები და რისი გადაღება გინდათ; რაც უფრო მეტჯერ გამოვჩნდებით კამერის წინ, მეტი ხიფათი გვემუქრება – ხომ შეიძლება, მოჩვენება თქვენს არხს უყურებდეს და გააღიზიანოს ამ სიუჟეტის ნახვამო... სიტუაცია უკვე მარაზმამდეა მისული. სამწუხაროდ, მოსახლეობას არ აქვს სამართალდამცავი ორგანოების იმედი. სხვათა შორის, ერთ-ერთი ბოლო დევნისას ამ არსებას დაოთხილს გადაურბენია ქუჩა ძალიან დიდი სიჩქარით და უცებ გაუჩინარებულა.
– საერთოდ არაფერი გითხრათ მოსახლეობამ?
– ერთი 16 წლის მოზარდი (გიორგი ბეგიაშვილი) გამოგვყვა და ის გვეხმარებოდა „მოჩვენების“ – მსხვერპლებთან დაკავშირებაში. უნდა ნახოთ, რა სიტუაციაა კუმისში: ბავშვები უფროსების მეთვალყურეობის გარეშე გარეთ ვერ გამოდიან, საღამოს კი დიდებსაც ეშინიათ გამოსვლა და, პრაქტიკულად, სოფელი დაცარიელდა. თუმცა, რამდენიმე ადამიანი მაინც დაგვთანხმდა კომენტარზე. ერთ-ერთი ოჯახის, აბულაძეების დიასახლისმა გვითხრა, რომ რამდენიმე დღის წინ, დაბადების დღეზე, ეზოში ჰქონდათ სუფრა გაშლილი და უცებ სახურავზე დაინახეს მოჩვენება, რომელსაც ხელში დიდი ჯოხი ეჭირა და აქეთ-იქით ურტყამდა. რა თქმა უნდა, ყველას შეეშინდა და დაიფანტნენ. მას შემდეგ ეზოში ორის ნაცვლად ექვსი ძაღლი ჰყავთ, ბავშვები კი სხვა სოფელში გადაიყვანეს, სადაც ჯერ მსგავსი საფრთხე არ დაფიქსირებულა. მეორე ოჯახის, დედალამაზიშვილების დიასახლისმა გვითხრა, რომ მოჩვენება მათი სახლის აივანზე იჯდა და მისი მეუღლის შინ დაბრუნებას ელოდა. როგორც კი დაინახა, სახლში შევიდა და ცოტა ხანში კაკუნი დაიწყო. ბუნებრივია, შიში დიდია. ამ ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის გარეგნობასთან დაკავშირებით ლეგენდები დადის. ზოგის თქმით, ის 180 სანტიმეტრია, ზოგი კი ამბობს, რომ ორ მეტრზე მაღალია. ყველა თანხმდება, რომ ძალიან ძლიერი და სწრაფია, დადის  ჩუმად და აქვს უცნაური, წითური სახე, რომელიც უკვე ბევრმა დაინახა. ის ან მთლიანად თეთრებშია შემოსილი, ან – შავებში. როგორც ამბობენ, ელოდება დროს, როცა ხალხი იძინებს და მერე ჩნდება, თუმცა აბულაძისა და დედალამაზიშვილის ნაამბობი ამას უარყოფს. ერთმა ბიჭმა კი გვითხრა, ორნი იდგნენ აივანზე და ქართულად საუბრობდნენო. ზოგი ამბობს, რომ მხოლოდ მგელივით ყმუის, როცა უნდა, განახვოს, რომ მათ ტერიტორიაზეა, ან – ქვებს გესვრის. ამიტომ, ახლა თითქმის ყველას დამცავი ბადეები აქვთ აკრული ფანჯრებზე. ის არსება კარებსა და ფანჯრებს ჩხაპნის, თუმცა აქამდე უშუალოდ ადამიანებზე თავდასხმის შემთხვევა არ ყოფილა. ჩვენ გვირჩიეს, რომ სოფელი დაგვეტოვებინა, რადგან არაფრისგან არ ვიყავით დაცულები, ბოლოს კი სასაფლაოზე, ყველაზე მისტიკურ ადგილას გაგვიშვეს – იქ „სთენდაფი“ უნდა ჩაგვეწერა.
– რა მოხდა სასაფლაოზე?
– ბოლოს სასაფლაოზე წავედით „სთენდაფის“ ჩასაწერად, რადგან გვითხრეს, რომ ყველაზე ხშირად სწორედ სასაფლაოზე იმალება ეს არსება. იქ მარტო მე და ჩემი ოპერატორი ვიყავით. კადრებისთვის დავიწყეთ ბუჩქებში სიარული და უცებ დავინახეთ, რომ იქ ჩვენ გარდა ვიღაც იყო ფარნით ხელში. როდესაც გავეკიდეთ, ის დიდი სიჩქარით გაიქცა და ბუჩქებში გაუჩინარდა იმ მხარეს, სადაც უფსკრული იყო, თუმცა ფოტოს გადაღება მოვასწარით. დაახლოებით, 1 მეტრი და 80-85 სანტიმეტრი იქნებოდა სიმაღლეში, ახალგაზრდა მამაკაცი, სპორტული აღნაგობით, მუქი ნაცრისფერი ზედითა და მოჯინსისფრო შარვლით, ანუ, მოჩვენების აღწერილობას სრულიად არ ჰგავდა. არაა გამორიცხული, რომ ის სოფლელებმა გამოგზავნეს ჩვენს შესამოწმებლად, რას ვიღებდით სასაფლაოზე. ბუნებრივია, ჩვენთან შედარებით სწრაფად გადაადგილდებოდა, რადგან იმ ადგილებს კარგად იცნობდა.
– სად, რა ვითარებაში აფიქსირებენ მოჩვენებას ყველაზე ხშირად?
– დაფიქსირებას რაც შეეხება, პარადოქსია, მაგრამ, ხშირად ის რამდენიმე ადგილას ერთდროულად ფიქსირდება. ერთ წუთში რომ ერთ უბანშია, რამდენიმე წუთში იქიდან საკმაოდ შორს ხედავენ, ესმით ძაღლივით ყეფა, ისვრის ქვებს. უკვირთ – ასე სწრაფად როგორ გადაადგილდება, ტელეპორტაციას ხომ არ ახდენსო.
– ეს ნიშნავს, რომ ის მისტიკური, ადამიანისთვის შეუძლებელი უნარის მქონე არსებაა, თუ რამდენიმეა?
– როდესაც საქმე მასობრივ პანიკას ეხება, ლოგიკას მოკლებული აზრებიც ისმის. ასეთ ვითარებაში შეიძლება, ძაღლიც მოჩვენებად ჩათვალონ. მაგალითად, ერთ ქალთან აშკარად კატას ჰქონდა გადმოყრილი სამზარეულოში პროდუქტები, მაგრამ ის ამტკიცებდა, რომ ეს მოჩვენებამ ჩაიდინა. უკვე ექვსი თვეა, ეს გრძელდება. თავიდან ხუმრობა ეგონათ; შემდეგ ფიქრობდნენ, ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო, მაგრამ, როცა მოჩვენება ყველა ოჯახს შეეხო, იქაური მცხოვრები გამოირიცხა. ახლა მეზობელ ტერიტორიებზე – კოდასა და მარნეულშიც გამოჩნდა. როგორ შეუძლია ერთ არსებას ამხელა პერიმეტრზე მოძრაობა?! აბულაძეების ოჯახში გვითხრეს, რომ რვა ძროხა დაკარგეს და ამას მოჩვენებას უკავშირებენ. ან, რვა ძროხას როგორ უნდა გაუმკლავდეს ერთი არსება?! არაა გამორიცხული, რომ ვიღაცას სჭირდებოდეს ამ ტერიტორიაზე ისტერიული ფონის შექმნა და თავისი ბოროტი ზრახვების განხორციელება. კუმისში ჩვეულებრივი პანიკაა. თვითონ სოფლის ახალგაზრდები ჯგუფებად იყოფიან და პატრულირებენ, მაგრამ ეს საკმარისი არაა. არადა, პოლიციას ძალიან მარტივად შეუძლია გზებზე ღამის ხედვის კამერების დაყენება, თან, ქუჩებში განათებაცაა და გავიგებთ, რა ხდება სინამდვილეში. ამას სულ სამი დღე სჭირდება, პრობლემა კი უკვე ექვსი თვეა, არსებობს. ამ დროს კი პატრული ამბობს, რომ ეს არის ზეციური არსება და გაივლის, ცოტა ხანს მოიცადეთო. ამბობენ, რომ პატრულს სპეცრაზმი ჰყავდა გამოძახებული, ორი ღამის განმავლობაში ჩასაფრებულები იყვნენ და რამდენიმე დაიჭირეს, მაგრამ ეს ინფორმაცია ჭორის დონეზე გავრცელდა. ადგილობრივი მოსახლეობისგან ისიც გავიგე, რომ ამ ტერიტორიაზე ნავთობი აღმოაჩინეს და, უნდათ ნავთობსაშენის მშენებლობა დაიწყონ. შესაბამისად, იქ დასახლებული პუნქტი აღარ აწყობთ და ცდილობენ, ამ გზით დააცარიელონ. ახლა რეალურად მოსახლეობა მართლა ცდილობს, რომ ამ ტერიტორიას გაერიდოს და მიწები ძალიან იაფად იყიდება. ბევრი ამბობს, რომ ეს მოჩვენება „რეიკია“. რეიკი ევოლუციაში გაჭედილი არსებაა, რომელიც არ განვითარდა და ადამიანად არ გადაიქცა. მას თოვლის კაცის მსგავსი ისტორია აქვს. რეიკის არსებობა სხვადასხვა ქვეყანაშია დადასტურებული და მათ შორის, 1940-იან წლებში საქართველოშიც. გამორიცხული არაფერია, თუმცა, მე რაც ვნახე და გავიგე, იმის მიხედვით, მგონია, რომ ვიღაცა მიზანმიმართულად ქმნის ამ რეგიონში დაძაბულობას. ეს ფსიქოლოგიური ზეწოლაა, ამ სოფელში ხალხი მასობრივი ფსიქოზის მდგომარეობაშია. ვისაც შეეძლო, ბავშვები უკვე გაარიდა იქაურობას, სოფელში დარჩენილი მოსახლეობა კი ძალიან დათრგუნული და შეშინებულია.

скачать dle 11.3