კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არსებობენ თუ არა მოხეტიალე აჩრდილები ჩვენ გვერდით

დედამიწაზე, ჩვენ გვერდით, ცხოვრობენ დაკარგული, მოხეტიალე სულები, რომლებიც არც სამოთხეში მიიღეს და არც ჯოჯოხეთში, ანუ არც იქით არიან და არც აქეთ. როგორც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ბატონი აკაკი ამბობს, ისინი დედამიწაზე თავისი მისიის დასამთავრებლად დარჩნენ და აჩრდილების სახით გვევლინებიან. თუ მას დავუჯერებთ, ასეთი სულების არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან ლანდების სახით იმიტომ გვეცხადებიან, რათა თავი შეგვახსენონ. 

აკაკი: დედამიწაზე დაკარგული სულები, აჩრდილების სახით გვევლინებიან და ერიდებიან ისეთ ადამიანებს, ვისაც საგვარეულო წყევლა, ჯადო ან ცოდვები აქვთ. მოჩვენებები არა მხოლოდ ძველ და მიტოვებულ სახლებში ჩნდებიან, არამედ სრულიად თანამედროვე, ახალაშენებულ საცხოვრებლებშიც. ერთი ისტორია გამახსენდა, რომელიც თბილისში სულ რამდენიმე წლის წინ მოხდა და რომლიც თვითმხილველიც მე გახლავართ. მოკლედ, ერთმა ცნობილმა ქართველმა მსახიობმა შეიძინა სახლი, შესახლდა და დაახლოებით, ექვსი თვის შემდეგ, აღმოაჩინა, რომ მის გვერდით მოჩვენებაც ცხოვრობდა. ყოველ ღამით მამაკაცს ხმამაღალი კაკუნი აფრთხობდა და შიშმა იმდენად შეიპყრო, რომ სპირტიანი სასმელების სმა დაიწყო. მე რომ დამიკავშირდა, მიამბო, როგორ ესმოდა ფეხის ხმა, მაშინ როცა სახლში მარტო იყო; ესმოდა კაკუნისა და სტვენის ხმები. მასთან ერთად, რამდენიმე ღამე მეც გავატარე იმ ბინაში და აშკარა იყო, აჩრდილი მართლაც სახლობდა იმ სახლში. როგორც გაირკვა, ამ ბინის მშენებლობისას, მუშა ჩამოვარდნილა მაღალი სიმაღლიდან და დაღუპულა. სწორედ მისი აჩრდილი დარჩა ამ ბინაში და ცდილობს, იქ მცხოვრებლებს თავი შეახსენოს. სხვათა შორის, აჩრდილი არსად წასულა და დღესაც იმ სახლშია. მეპატრონემ, ბინის გაყიდვა სცადა, მაგრამ ვინც ეს ისტორია იცის, ყველა ერიდება მის ყიდვას.
– მოჩვენებები ბინაში მხოლოდ ხმებს გამოსცემენ?
– რასაკვირველია, არა. ისინი ცდილობენ, მინიშნებებით შეგვახსენონ თავისი არსებობა ჩვენ გვერდით. ერთი კაცი მოვიდა და მითხრა: ჩემს სახლში მუდმივად ქრება და ინთება შუქი, ნივთები გადაადგილდება და ეჭვი მაქვს, ამას ჩემი გარდაცვლილი შვილის აჩრდილი აკეთებსო. რომ გამოვკითხე ოჯახის ისტორია, ასეთი რამ მიამბო: თურმე მისი შვილი უცნაურ ვითრებაში დაიღუპა. სახლში, საწოლში ნახეს გარდაცვლილი. როგორც მამამ თქვა, სარკეში ჩახედვის დროს, ხშირად ისახებოდა მისი გარდაცვლილი შვილის სახე, მაგრამ ამას ახლობლები ჰალუცინაციას მიაწერდნენ. ფაქტია, იმ ბიჭის სული არ წასულა იმქვეყნად და დედამიწაზეა დარჩენილი. ამ ბიჭის ცოლი კი ყვებოდა, რომ ხშირად ნახულობდა მეუღლის მოჩვენებას სილუეტის სახით აბაზანაში. მისი ნივთები კი ხან იატაკზე ხვდებოდა დაყრილი და ხანაც გადაადგილებული. ასევე, მიამბო, რომ, ღამით, საწოლის ძლიერმა რყევამ გამოაღვიძა. შეშინებული ამდგარა, აუნთია სანთელი და ლოცვა დაუწყია. გვერდით რომ გაუხედავს, მისი გარდაცვლილი ქმრის აჩრდილი დაუნახავს, როგორ გადიოდა ოთახიდან.
– ბოლო დროს, ბევრს საუბრობენ კოჯორში მდებარე ერთ-ერთ სახლში მომხდარ უცნაურობებზე.  იქაურები ამბობენ, რომ მოჩვენებას ამ სახლში ყველა ხედავს. თავად თუ დაინტერესდით ამ მოვლენით?
– დიახ, ვიყავი ჩასული და ადგილობრივ მოსახლეობასაც ვესაუბრე. ისინი აცხადებენ, რომ საკუთარი თვალით უნახავთ ამ სახლში მოჩვენებები. სახლის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. იქ ხშირად მიდიან ცნობისმოყვარე ადამიანები მთელი საქართველოდან. სახლს უცნაური ფორმა აქვს, კედლები ჩამონგრეულია, არ აქვს კარი, ფანჯრები. კედლებზე სხვადასხვა ჩანაწერია დატოვებული, მაგალითად: „დროზე გადი აქედან!”, „აქ ცხოვრობს მოჩვენება!”, „სიკვდილს მალე ჩახედავ თვალებში” და ასე შემდეგ. კოჯრის მოსახლეობა ამ ადგილის შორიახლოს, ბავშვების გაშვებას ერიდება. ერთმა ბიჭმა მიამბო, რომელიც იქვე, ახლოს ცხოვრობს, რომ ამ სახლში რამდენიმე  ოჯახმა სცადა ცხოვრება, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ერთიანად ამოწყდა. მათი მომხსენიებელიც კი არ დარჩა. მანვე თქვა, რომ ხშირად ხედავენ ამ სახლში მოჩვენებებს და მეც არაერთხელ მსმენია ხმები – ხან კაკუნის, ხან ნაბიჯების. ერთხელ მეც დამაინტერესა, ვიფიქრე, აბა, ღამით შევალ და რა მოხდება-მეთქი და  როგორც კი ფეხი შევდგი, ყურთან ახლოს გავიგე ხმა – დროზე წადი აქედანო და კიბეზე ბავშვის აჩრდილმა აირბინაო. ჩემმა მეგობარმა ამ სახლში თეთრ სამოსში ჩაცმული ქალის აჩრდილიც ნახა და ამბობდა, ისეთი შეშლილი სახე ჰქონდა, ისე იკლაკნებოდა, შემეშინდა და გიჟივით გამოვვარდი იქიდანო. კოჯორში ყველამ იცის ამ სახლში განვითარებული მოვლენების შესახებ და ვისაც მამაცი გული აქვს, თავად მიდის და ნახულობს იქ მოხეტიალე აჩრდილებს. მოხუცები ამბობენ, ვინც აქ იცხოვრა, ვერავინ გაიხარაო. თუ მოჩვენებას დაინახავთ, მათ არც რამე უნდა მოუქნიოთ და არც იყვიროთ, რადგან ამ დროს ისინი ღიზიანდებიან და ცდილობენ თავდასხმას.
– ამბობენ, თბილისში, ვერეს ხეობის მახლობლად, არის ტერიტორია, სადაც გარდაცვლილთა ხმები ხშირად ისმის და აჩრდილებსაც ხედავენო.
– დიახ, ეს ტერიტორია შესწავლილი მაქვს. ადრე იქ ეკლესიაც იყო. რამდენიმე წლის წინ ამ ტერიტორიას მყიდველი გამოუჩნდა და დაიწყეს მიწის გადათხრა. სწორედ მაშინ აღმოაჩინეს სამარხები და ძვლები. ოჯახის პატრონი, ვინც სახლი ააშენა, ერთ წელში მოკვდა. უფრო სწორად, თავი მოიკლა, ჩამოკიდებული იპოვეს. მისი შვილი კი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. არ ვიცი, უბრალო დამთხვევაა თუ საფლავზე აშენებული სახლების ბრალია, ფაქტია, რომ ვინც ამ ტერიტორიაზე დააპირა ცხოვრება, ყველა მალე გარდაიცვალა. იქვე, მოსახლეობა ცხოვრობს და სწორედ მათი თქმით, გარდაცვლილთა სულების ხმა ხშირად ისმის ამ ტერიტორიაზე. მოხეტიალე, გარდაცვლილი ადამიანების სულები რომ რეალურად ცხოვრობენ ჩვენს გარშემო, ფაქტია და ამას ვერსად გავექცევით. ხდება შემთხვევები, როცა გარდაცვალების შემდეგ, ადამიანის სული ვერ ტოვებს დედამიწას, რადგან ახლობლების მიერ განცდილი ტკივილი თუ მძაფრი მოგონებები, აიძულებთ მუდმივ გონებრივ კავშირში დარჩნენ მათთან. იმის გამო, რომ ისინი აღარც ამქვეყანას ეკუთვნიან და ვეღარც იმქვეყნად წასვლას ახერხებენ, თავიანთ ადგილს ვეღარ პოულობენ და მოჩვენებების სახით გვახსენებენ თავს. უამრავი ფოტო თუ ვიდეომასალა მოიძებნება, რომელიც აჩრდილებისა და მოჩვენებების არსებობის უტყუარ საბუთს წარმოადგენს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ უმეტესი მათგანი რამდენიმე ათწლეულის წინათაა გადაღებული და ყოველგვარი ციფრული სამყარო, ფოტოშოპი თუ სხვა მსგავსი ინოვაცია იმ დროისათვის უცხო იყო, ფოტომანიპულაცია უბრალოდ ვერ მოხერხდებოდა. ამას გარდა, ყოველი სურათი საგულდაგულოდ შეისწავლეს და გამოიკვლიეს ექსპერტებმა, რათა გაერკვიათ მათი ავთენტურობის საკითხი. ცნობილი ფაქტია, რომ აბრაამ ლინკოლნს ზებუნებრივი, მისტიკური ძალების ძალიან სჯეროდა. ამიტომ, მისი გარდაცვალების შემდეგ, თეთრი სახლის მიდამოებში აჩრდილის გამოჩენა დიდად აღარავის გაჰკვირვებია. ლინკოლნის აჩრდილი ცდილობდა, ყურადღება ხმაურით მიექცია და თავისი არსებობა დაედასტურებინა. თეთრ სახლში მცხოვრებნი და სტუმრად მისულნი ერთნაირად ამტკიცებდნენ, რომ ესმოდათ კარზე დაკაკუნების ხმა, ხედავდნენ სწრაფი ტემპით დერეფნებში გამკრთალ და მრგვალ ოთახებში მოხეტიალე სულს.

скачать dle 11.3