კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გადაატანინა მეუღლესთან დაშორების შემდეგ რთული პერიოდი მზია ორველაშვილს და აპირებს თუ არა ის მესამედ ოჯახის შექმნას

მზია ორველაშვილისთვის ყველა წელი ყოველთვის განსაკუთრებულად დატვირთულია. წლევანდელი წელი და ზაფხულიც არ ყოფილა გამონაკლისი. ენერგიული, ხალისინი მზიას პირად ცხოვრებაშიც ბოლო პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა. დღეს ის უკვე ღიად საუბრობს მეუღლესთან დაშორებაზეც, რომელთანაც მან 4 წელი გაატარა.
მზია ორველაშვილი: მე და ჩემი მეწყვილე მსოფლიო რეიტინგში 79-ე ადგილზე გავედით, რასაც მცირე დროში მივაღწიეთ. როცა ბელორუს მეწყვილესთან ერთად ვცეკვადი, მაშინ 50-ეულში შევედი, ახლაც იმედი მაქვს, მალე შევალ. სექტემბერში ჩინეთში მივდივარ მსოფლიო ჩემპიონატზე. ყველაფერს ჩვენი ხარჯებით ვაკეთებთ და, იმედია, ვინმე გამოჩნდება, ვინც დაგვეხმარება. ევროპის ჩემპიონატზე კი 40 საუკეთესოში შევედით – ასეთი შედეგი საქართველოდან არცერთ წყვილს არ ჰქონია.
– უკვე ერთი წელია, ახალი მეწყვილე გყავს. როგორ შეეწყეთ ერთმანეთს?
– როდესაც დავშორდი ჩემს მეუღლეს (ჩვენ ხომ ერთად ვცეკვადით კიდეც), ვერ გავჩერდებოდი, რადგან ამ საქმეში ბევრი შრომა მაქვს ჩადებული. „ფეისბუქზე“ დავდე: ვეძებ მეწყვილეს-მეთქი. ჩემმა მომავალმა მეწყვილემ მომწერა: მინდა, მოვსინჯო თქვეთან ცეკვაო. ერთადერთი, რამაც შემაფერხა, იყოს მისი ასაკი – ის 23 წლის არის, მე – 26-ის. მაპატიოს ყველამ, მაგრამ, მგონია, რომ, ამ ასაკის ბიჭები უფრო ცანცარები, არასერიოზულები არიან. არც მაქვს ისეთი ქცევები, რომ ვინმემ თქვას, როგორი სერიოზულიაო. დედაჩემი მეუბნება: შვილო, ვერ გაიზარდე, 5 წლის ბავშვივით იქცევიო. შეიძლება, არ მეტყობა, მაგრამ შინაგანად სერიოზული ვარ და მიყვარს სერიოზული ხალხი. ამიტომ, ცოტა მეშინოდა და თავიდან უარი ვუთხარი. მერე, ვიდეო რომ ნახეს, მიუხედავად იმისა, რომ რეალურ ცხოვრებაში 16 წლის ბიჭს ჰგავს, ყველა მეუბნება: სად ნახე ასეთი მეწყვილეო – პარკეტზე საერთოდ არ ჰგავს პატარას. დედამაც მითხრა: კარგი ბიჭია, კარგი ტექნიკა აქვსო. ჩამოვიდა, დავდექით ერთად და კარგად გამოვიდა ყველაფერი. მოკლედ, გამიმართლა და ყველა შიში გამიქრა. ახლა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, და-ძმასავით ვართ. ზოგჯერ ფოტოზე ხელი თუ აქვს გადახვეული, ან ჩახუტებულები ვართ, ბევრი მეკითხება: „თქვენ გიყვართ ერთმანეთი?” ახლა სხვა დროა, ადამიანი ხელს რომ გადაგხვევს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეყვარებულები ხართ. მოკლედ, ჩვენ არ ვართ შეყვარებულები, ჩვენ ვართ ძალიან კარგი მეგობრები.
–   ამჟამად გიყვარს ვინმე?
– თავიდან, მეუღლეს რომ დავშორდი, ისეთი სტრესი მქონდა, დღემდე მომყვება. არ მინდოდა, მეთქვა, მაგრამ, ჩვენი დაშორებიდან ძალიან მალე, ჩემს მეუღლეს ჰყავდა გოგონა, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა. ზოგადად, მიმაჩნია, რომ, ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე არ უნდა ცხოვრობდეს.
–  შენ და საშა დაოჯახების შემდეგ ცალ-ცალკე ცხოვრობდით?
– მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდით, დიმა და ალიონაც რომ იყვნენ თბილისში, ისინი, ანუ სამნი, ერთად ცხოვრობდნენ და მე ვცხოვრობდი მშობლებთან. შეიძლება, ამან, განაპირობა ისიც, რომ მას სხვა მოეწონა, რადგან, რეალურად, ვერ ვაქცევდი სათანადო ყურადღებას. მივდიოდი, ვნახულობდი, ყოველდღე ერთად ვიყავით, მაგრამ ერთად ცხოვრება სხვაა. რა თქმა უნდა, ვიბრძოდი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ერთად გვეცხოვრა. ამ თემაზე არსად ვსაუბრობდი, მაგრამ, გადავწყვიტე, ახლა ვილაპარაკო. იმას თავისი ცხოვრება აქვს, მე – ჩემი. მალე დაოჯახებას აპირებს, თუმცა, იმის მერე კიდევ 4  გოგო გამოიცვალა. სულ სხვა პიროვნება აღმოჩნდა დაშორების შემდეგ და არა ისეთი, როგორთანაც 4-წელიწანახევარი ვცხოვრობდი. რა თქმა უნდა, ამაზე ცოტა მტკივა გული, მაგრამ ბედნიერებას ვუსრუვებ. რაც ქმარს დავშორდი, მას შემდეგ სერიოზული ურთიერთობა არავისთან მქონია. მესამედ რომ გავთხოვდე, ცოტა მრცხვენიასავით, მორიდება მაქვს. მაგრამ, რომ ვუფიქრდები, მე და ჩემს შვილს გვჭირდება გვერდით მამაკაცი, რომელიც მხარში დაგვიდგება. მყავს ბევრი „უხაჟორი“, რომლებსაც უნდათ, შემხვდნენ ან პაემანზე დამპატიჟონ, მაგრამ მე არ ვარ ასეთი პიროვნება და არ მივდივარ. არის ადამიანი, რომელიც მომწონს, მაგრამ მასთან საერთოდ არ მაქვს ურთიერთობა. არ ვიცნობ, უბრალოდ, დავინახე და მომეწონა. ამბობენ, მასაც მოსწონხარო, მაგრამ არც ვწერთ ერთმანეთს, არც არაფერი, უბრალოდ, ფოტოებს ვულაიქებთ.
– არ გადადგამ ურთიერთობის დასაწყებად პირველ ნაბიჯს?
– საშასთან ურთიერთობისას მე გადავდგი პირველი ნაბიჯი: ვეფლირტავებოდი, ვეპრანჭებოდი, ვცდილობდი, მისი ყურადღება მიმექცია, რადგან, როგორც კი ის დავინახე, მუხლები მომეკეცა. თუმცა, მისგანაც რომ ვგრძნობდი ყურადღებას, იმიტომაც ვიაქტიურე.
– თქვენი ურთიერთობის გადარჩენას  ცდილობდი?
– საქართველოში ჩვენს ცხოვრებაში ჩაერია მესამე პირი,  რომელსაც თვითონ უარესი დაემართა. მე მასთანაც მივედი და ვკითხე, რა უნდოდა, რატომ ანგრევდა ჩვენს ურთიერთობას. იუარა, მაგრამ მერე დავუმტკიცე ყველაფერი. შემდეგ საშა წავიდა, მე კი მანქანა გავყიდე იმის გამო, რომ მასთან ჩავსულიყავი და მასთან მეცხოვრა. ბავშვიც მიმყავდა, მაგრამ მშობლებმა მითხრეს: სად მიდიხარ, იქნებ რა სიტუაცია გხვდება, მერე რა უნდა უყო ბავშვსო. ამიტომ, მარტო ჩავედი. შევამჩნიე, რომ სულ ვიღაცას სწერდა, ტელეფონს არ მაძლევდა, რადგან სულ ვიღაცას ემესიჯებოდა. ასე არ უნდა მოქცეულიყო, პირდაპირ უნდა ეთქვა, რომ აღარ უნდოდა ჩემთან ყოფნა, რადგან, დღემდეა კითხვის ნიშანი: რის გამო? ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ არასდროს არ დავშორდებოდით ერთმანეთს, არ ვიჩხუბებდით, რადგან, მართლაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა. ხელიც მოვაწერეთ... ოღონდ, რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო, დღემდე ვერ ვხვდები. მის გვარზეც გადავედი, იმიტომ, რომ თვითონ მთხოვა: რადგან ჩემი ცოლი ხარ, ჩემს გვარზე უნდა იყოო. ხელი რომ გავაწერეთ, ჩემი გვარიც დავიბრუნე. როდესაც მასთან ჩავედი, რაღაც პერიოდი დაგვილაგდა ურთიერთობა, მაგრამ, ერთ დღეს მითხრა: „შენ დილით მიფრინავ.” რას ვეტყოდი, ჩავალაგე ჩემოდანი და წამოვედი. სხვათა შორის, წამოსვლის წინ ძაღლი მაჩუქა, რომელიც ჩემი ოცნების ძაღლი იყო – ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან გაბრაზებული არ წამოვსულიყავი. რა თქმა უნდა, რთული იყო შემდეგი პერიოდი, ძალიან ცუდად ვიყავი: წნევა მივარდებოდა, ვეცემოდი, ექიმებშიც დავდიოდი, წამლებსაც ვსვამდი. დედაჩემი და ჩემი შვილი ძალიან დამეხმარნენ.
– რას გაითვალისწინებ ახალი ოჯახის შექმნისას?
– საშასთან ურთიერთობაში, ალბათ, მეც მქონდა ჩემი მინუსები, ზედმეტად ვყვებოდი თავზე. თურმე, კაცებს არ მოსწონთ, როცა ზედმეტად უვლი, მინახავს, როგორ დაჰყვირიან გოგონები თავიანთ ქმრებს, ისეთ მდგომარეობაში აყენებენ, რომ, მგონია, ცოლი არის ქმარი და ქმარი არის ცოლი. და ეს კაცები ასეთ ცოლებს ხელისგულზე ატარებენ. სამაგიეროდ, ისეთ ქალს, რომელიც ქმარს ყველაფერს უკეთებს, ისევე, როგორც მე, ენგრევა ოჯახი. დედაჩემის და მამაჩემის ურთიერთობას რომ ვუყურებ, დედა იდეალური მეუღლეა და მამაც კარგი ქმარია. ისე უყვართ ერთმანეთი, ერთად აკეთებენ ყველაფერს, საოცარ ყურადღებას აქცევს დედაჩემი მამაჩემს და მე ამას ვარ შეჩვეული. ბებია მეუბნება, არასწორად იქცევიო და, რა ვიცი, აბა...

скачать dle 11.3