კახა კუხიანიძის ანეკდოტები
– მგონი, იმ გოგოს მოვეწონე.
– საიდან იცი?
– ყოველ დანახვაზე მიღიმის.
– მაიცა, რა, თუ ძმა ხარ! პირველად რომ გნახე, სამი დღე ვიცინოდი.
***
– მიხო, ყველაზე ძლიერი ცხოველი რომელია?
– სპილო.
– რატომ?
– რა რატომ, კაცო, ვირივით ჯანი აქვს!
***
მიხო დასახვრეტად მიჰყავთ. უცბად გაჩერდება და იკითხავს:
– ჯო, რა დღეა დღესა?
– ორშაბათი.
– ვა, რა თარსად იწყება ე კვირა!
ბესო ზანგურის ანეკდოტები
ცოლმა ახარა ქმარს:
– იცი, ძვირფასო, ნუდისტების პლაჟზე დაგვპატიჟეს.
– ჰოდა, შენ რომ იცი, ისე არ მოიქცე ახლა და არ შემარცხვინო, ცოტა გემოვნებით გაიხადე.
***
დაქალი შესჩივის დაქალს:
– აუ, საშინელი ტოქსიკური ორსულობა მაქვს... არადა, დასაწყისი რა კარგი იყო...
***
პატრული:
– მოქალაქევ, როდის აღმოაჩინეთ, რომ თქვენი მანქანა მოიპარეს?
– აი, უფროსო, რესტორნიდან რომ გამოვედი, ჩავჯექი მანქანაში, კარი მოვხურე, გასაღები გადავატრიალე და, რომ უნდა დამექოქა, ვხედავ – მანქანა აღარ არის...
***
– რაზე ზიხარ, ძამა? – ეკითხება კამერაში გურული მეგრელს.
– რა ვიცი, კაცო, სულ ტყუილად... თოკის გამო.
– როგორ, თოკის გამო?
– რა ვიცი, გამოვქაჩე და ზედ ცხენი არ ყოფილა მობმული?!
***
– შენმა ქმარმა იცის, რომ ღალატობ?
– ჩემმა არა, აი, შენმა კი იცის.
***
– გინდა, უხამს ანეკდოტს მოგიყვები.
– მიდი!
– გაიხადე, ანეკდოტში თვალსაჩინოებაა საჭირო.
***
– ყველაფერს თავი დავანებე: მოწევას, სმას, ცოლს..
– და, ცოლს რატომ?
– მას ასეთი ბედნიერება არ დაუმსახურებია.
***
– გუშინ პარაშუტიდან გადმოვხტი.
– მერე?
– ზუსტად გავიგე, საიდან გამოიყოფა ადრენალინი.