ბრძნული აზრები
ნიდერროიტერი: არსებობს მხოლოდ ერთი პროგრესი, სინდისის განვითარება.
გოეთე: რწმენა დასასრულია და არა დასაწყისი ყოველგვარი ცოდნისა.
სულხან-საბა: უკეთუ ძლიერება სიმართლისა და სიბრძნისგან განშორებულ იყოს, არა არს სათნოება.
ლობერგერი: სათნოებანი მეტწილად სიმხდალის გამო მიჩქმალული მანკიერებანია.
არბუტნოტი: სამართალი უძირო ორმოა.
ვაჟა: სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არა გაუჩენია რა.
უაილდი: რაში მდგომარეობს ლამაზი ტყუილის არსება? იმაში, რომ ის თვითონ გვიმჟღავნებს თავის თავს.
ჰებელი: ქვეყანა დიდი თეატრია, რომელშიც პირველი ადგილები ყოველთვის დაკავებულია.
ბიორნე: ტკივილი სიბრძნის მამაა, სიყვარული კი – დედა.
ემერსონი: არაფერი ისე არ გამოირჩევა სისადავით, როგორც სიდიადე. თუ სადა ხარ, მაშ, დიადი ხარ.
მანი: სიკეთისა და სიყვარულის სახელით ადამიანმა არასოდეს არ უნდა მისცეს უფლება სიკვდილს, რომ მის ფიქრებს დაეპატრონოს.
აინშტაინი: ზღვის ავადმყოფობას ჩემში იწვევს არა ზღვა, არამედ ადამიანები.
ოთარ ჭილაძე: სხვათა შორის, ჩვენ თუ გადაგვარჩენს, მხოლოდ განუწყვეტელი ბრძოლა გადარჩენისთვის. საკმარისია დავმშვიდდეთ, დავლაგდეთ – ისე გავითქვიფებით, დრო-ჟამის დინებაში, ვერც კი შევამჩნევთ.
ლესინგი: ვინც ქვეყნის შექმნას არ დასწრებია, ისინი თავიანთ თავს ადამის შთამომავლობას მიაკუთვნებენ.
ლოუელი: ვისაც ჭკუა არ აქვს, არც ის იცის, რომ ჭკუა არ აქვს.
ჩესტერფილდი: უქმად ყოფნა თავისებური თვითმკვლელობაა.
დოსტოევსკი: ფული ჭედური თავისუფლებაა.
ზოიმე: თანასწორობა ყოველთვის სასინჯი ქვაა სამართლიანობისა. ხოლო ორივე ერთად შეადგენს თავისუფლების არსს.
როსნო: უფლებრივი და პოლიტიკური თანასწორობა სხვა არაფერია, თუ არა ერთი შეუძლებლობის აღიარება: ეს არის იმის შეუძლებლობა, რომ კლასიფიკაცია გაუკეთდეს დამსახურებებს.
როსტანი: ყველა ქალი ოცნებობს, ლამაზი ხელები ჰქონდეს და ხელგაშლილად იცხოვროს.
კაუარდი: მომხიბლავია ქალი, რომლის გვერდზე ყოფნისას საკუთარი თავი მოგწონს.