კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ფიქრობს ანი ბებიას ქმარი ინტიმურ სცენებში ცოლის მონაწილეობაზე

ახალგაზრდა, უნიჭიერესი და ულამაზესი მსახიობი ანი ბებია ცოტა ხნის წინ „ფორმულა კრეატივის“ ახალ სერიალში – „ხელოვნურ სუნთქვაში“ გამოჩნდა და თორნიკე გოგრიჭიანს უწევს პარტნიორობას. ბევრი ამბობს, რომ ანი გარეგნობით ძალიან ჰგავს თორნიკეს ნამდვილ მეუღლეს, მსახიობ ნინო ქორიძეს. რეალურ ცხოვრებაში კი ანი ბებიას მეუღლე რეჟისორი კახი ხუციშვილია.
ანი ბებია: მსახიობობა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ სერიოზულად ამაზე არ ვფიქრობდი და არც ვემზადებოდი. მინდოდა, მაგრამ თან მეშინოდა, რადგან ამ სფეროში არავინ მყავდა და, მეგონა, რომ მსახიობობა ჩემთვის წარმოუდგენელი იქნებოდა. თუმცა, ჩაბარებამდე ორი თვით ადრე მაინც ამ პროფესიის სასარგებლოდ მივიღე გადაწყვეტილება, მოვემზადე და ჩავაბარე კიდეც თეატრალურზე. სწავლისას სტუდენტურ ფილმებში ვთამაშობდი, მერე იყო ეპიზოდური როლი „ჩემი ცოლის დაქალებში“. მესამე კურსზე უკვე სერიოზული როლი ვითამაშე „ფსიქოპათთა თამაშებში“, მალევე იყო „მოირა“ და, ახლა, როგორც იცით, სერიალ „ხელოვნურ სუნთქვაში“ ვთამაშობ.
– ცოტა რთული გოგოს როლი გაქვს.
– ჩემს პესონაჟს საერთოდ არ ვგავარ და, არც მინდა, ვგავდე (იცინის). ის ცოტა თავისებური გოგოა, რომელიც ყველაფერს სხვანაირად უყურებს და აღიქვამს. მე ნუცასავით არასდროს მოვიქცევი. მართალია, ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვს, მაგრამ, მარტო ამით არაა გამოწვეული მისი ქმედებები, თუმცა, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი იმას არ გააკეთებდა, რასაც ის აკეთებს. მე არც მასავით ეგოისტი ვარ. საკმაოდ რთულია მისი როლის მორგება, იმიტომ, რომ კარგად გასაკეთებელი როლია და ჩაღრმავება სჭირდება. სცენარისტებთან ბევრი კითხვა მაქვს ხოლმე. მსგავსი ადამიანები ცხოვრებაშიც გვხვდებიან, წიგნშიც და ფილმშიც, მაგრამ ერთი-ერთში პროტოტიპად არავინ ამიღია, უფრო კრებითი სახეა.
– მაყურებლისგან თუ გრძნობ უკვე სითბოს?
– კი, ვგრძნობ. ძირითადად, უფრო ბავშვები გამოხატავენ სითბოს, რაც ძალიან მიხარია, რადგან, ბავშვები არიან ყველაზე მართლები და გულწრფელები. მეუბნებიან, ძალიან ლამაზი და ნიჭიერი ხარო. პირადად გაცნობაც უნდათ და მეც დიდი სიამოვნებით ვეპატიჟები სპექტაკლებზე. ძალიან ხშირად აინტერესებთ, რა მოხდება მომდევნო სერიებში.
– შენს გარეგნობას ხშირად უსვამენ ხაზს. მიგაჩნია, რომ შენი წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ესეც გახდა?
– დიახ, ვიტყვი, რომ გარეგნობა ჩემი ერთ-ერთი პლუსია, თუმცა, მარტო გარეგნობით ადამიანები ვერაფერს აღწევენ. მგონი, უნიჭოც არ ვარ. მიმაჩნია, რომ კარგ პროდუქტს ვდებ.
– მთლად ქართველისთვის დამახასიათებელი გარეგნობა არ გაქვს. როგორია შენი წარმომავლობა?
– ჰო, წარმომავლობას ბევრი მეკითხება გარეგნობის გამო, მაგრამ, სუფთა ქართველი ვარ (იცინის).
– თორნიკე გოგრიჭიანის პარტნირობა როგორია?
– თორნიკე ძალიან კარგი პარტნიორია, თან, დიდი გამოცდილება აქვს და, შესაბამისად, ჩემზე მეტი იცის, რაც ძალიან მიხარია. კარგი პარტნიორის გარეშე ძალიან რთულია და მიხარია, რომ ამაშიც გამიმართლა.
– ქმრის მოღალატე ცოლის როლი გაქვს, ამის გამო მაყურებლისგან აგრესია არ გიგრძნია?
– ძალიან ბევრი უარყოფითი კომენტარი წავიკითხე. ამბობენ, ნუცა ძალიან ცუდად მოიქცაო და მერე ჩემზეც გადმოდის აგრესია. ბევრი ფიქრობს, რომ მეც ქმრის მოღალატე ვარ და ამის გამო ჩემ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება უჩნდებათ. ერთი მხრივ, ეს კარგია – ესე იგი, ჩემი საქმე გავაკეთე, მაგრამ, ცუდია იმ მხრივ, რომ ეს ფილმია და, მაყურებელი ცოტა ხომ უნდა დაფიქრდეს შეფასებების დროს. ასეა თუ ისე, ჩემი პერსონაჟი ქარცეცხლში მოყვა და ამ ნაბიჯის გამო ყველას შევძულდი.
– მტკივნეულია უარყოფითი შეფასებების მოსმენა?
– აგრესია, რა თქმა უნდა, არაა სასურველი, მაგრამ, თუ კრიტიკა ჯანსაღი იქნება, აუცილებლად გავითვალისწინებ. თუმცა, რადგან ნუცამ ქმარს უღალატა, ჩათვალო, რომ მეც ასე მოვიქცევი და მლანძღო, სწორი არაა, რაც მათი აზროვნების პრობლემაა. 
– რეალურ ცხოვრებაშიც გათხოვილი ხარ. გაგვაცანი შენი რჩეული?
–  ჩემი მეუღლე, კახი ხუციშვილი, კინო-ტელერეჟისორია. მის მშობლებთან ერთად ვცხოვრობთ. თეატრალურზე ერთად ვსწავლობდით, მაგრამ ერთმანეთი იქიდან არ გვახსოვს. მოგვიანებით გოგა პიპინაშვილის სპექტაკლში ვმონაწილეობდი, კახი გოგასთან დადიოდა „არტჰოლში“ და ერთმანეთი იქ გავიცანით. ჩვენი ურთიერთობა დაახლოებით სამი წლის წინ დაიწყო და, ერთი წელია, რაც დავქორწინდით.
– რომანტიკული წყვილი ხართ. ხშირად უწყობთ სიურპრიზებს ერთმანეთს?
– დიახ, მაგრამ, დიდად არ გვიყვარს ჩვენი პირადი ამბების მოყოლა. თუმცა, ერთს გავიხსენებ: ახალ წელს შევთანხმდით, რომ ერთად წავიდოდით და ერთმანეთს საჩუქრებს ვუყიდდით. ასეც მოვიქეცით, მაგრამ, ეს არ ვიკმარეთ და მალულად გადავწყვიტეთ, 31-ში დამატებითი საჩუქარი გვეჩუქებინა ერთმანეთისთვის. მანამდე ერთი „სვოჩის“ საათი ვაჩვენე – მაინტერესებდა, თუ მოეწონებოდა და მოეწონა; მეც მომეწონა-მეთქი, ვუთხარი. დადგა 12 საათი და გამოვიტანეთ ორივემ „სვოჩის“  საათები (იცინის). მეგონა, იმანაც იგივე საათი მიყიდა, მაგრამ, საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა გვიყიდია.
– მეუღლე არ ეჭვიანობს, როცა მისი ცოლის სილამაზით ყველა აღფრთოვანებულია?
კახი: ტელევიზორში გამოჩენა რად უნდოდა მის სილამაზეზე ყურადღების მიქცევას?! აბა, არავინ რომ არ უყრებს შენს ცოლს, ეგაა კარგი?! (იცინის) დოზაზე ზედმეტი ყურადღება არავის გამოუჩენია, სახლში ყვავილებით არავინ შემოგვვარდნია. ეგრე რომ იყოს, მერე კი არ ვიეჭვიანებ, შესაბამისად მოვიქცევი. თუმცა ანიზე არაფერი მაქვს საეჭვიანო, პირიქით, სასიამოვნოა ეს ყველაფერი.
– ალბათ, არცერთ მეუღლეს არ ესიამოვნება, თუ მისი ცოლი ინტიმურ სცენებში ითამაშებს, მაგრამ მსახიობს ყველანაირი როლის მორგება უწევს და ეს ყველაზე მეტად რეჟისორს ესმის. როგორია შენი, როგორც ქმრის და როგორც რეჟისორის პოზიცია?
– წარმოიდგინე, მე რომ სერიალს ვიღებდე და უცებ მსახიობმა მითხრას, საჭიროების შემთხვევაში თმას არ გავიშლიო... რა თქმა უნდა, რეჟისორი ამაზე გაბრაზდება. მესმის, როცა მიუღებელ რამეს გთავაზობენ, მაგრამ ანის როლში ისეთი არაფერია. თუ როლი და სცენარი ინტიმურ სცენას მოითხოვს და ეს არაა გათვლილი ეპატაჟზე, რატომაც არა?! ეროტიკული სცენა მისაღებია, როცა ის რამე მიზანს ემსახურება როგორც ქმრის, ისე რეჟისორის პოზიციიდან. წარმოიდგინე, რომ წახვიდე და რემბრანტს ჩხუბი დაუწყო, შიშველი ქალი რატომ დახატეო, მგონი, არასწორი იქნება. ამ სერიალში ანის შესრულებულ როლს ძალიან დადებითად ვაფასებ.
– ანი, რა გეგმები გაქვს უახლოესი მომავლისთვის?
ანი: უცხოეთში მინდა სასწავლებლად წასვლა, მაგრამ მანამდე აქ უნდა ამოვწურო ჩემი თავი, მაქსიმუმი გავაკეთო და ჩემი სათქმელი ვთქვა. იქიდან კი აუცილებლად კარგი „ბაგაჟით“ უნდა დავბრუნდე უკან.

скачать dle 11.3