კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სტრესი გადაიტანა ნანა ნებიერიძემ თურქეთში და რატომ ეშინოდა მას ჩადრიანი ქალების

წყალში ხტომაში ევროპის ჩემპიონმა, სიდნეის ოლიმპიადის მონაწილემ, პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებისა“ და „ორი ვარსკვლავის“ გამორჩეულმა კონკურსანტმა ნანა ნებიერიძემ ერთი წლის წინ თურქეთიდან საკმაოდ კარგი შეთავაზება მიიღო, კონტრაქტს ხელი მოაწერა და იზმირში დაინიშნა ტანმოვარჯიშეთა მთავარ მწვრთნელად. ამ სარფიანი შემოთავაზების გამო კმაყოფილიც იყო, თუმცა ის ახლა საქართველოში დაბრუნდა და, როგორც ამბობს, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, დაბრუნდება თუ არა ისეთ ქვეყანაში, სადაც არასტაბილური გარემოა. სად აპირებს ის დასვენებას, რატომ არ ასოცირდება  მისთვის ზაფხული რომანტიკულ თავგადასავლებთან და გეგმავს თუ არა საყვარელ ადამიანთან ოჯახის შექმნას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნანა ნებიერიძე: მთელი წელი მუშაობ, იღლები და აუცილებლად გჭირდება ზაფხულში დასვენება. პირადად ჩემთვის, დასვენება ზაფხულში მთავარი პრიორიტეტია. სხვათა შორის, მიყვარს „მიქსი“ დასვენება, ანუ, დასვენება ზღვაზეც და მთაშიც.
– ასეთი „მიქსი“ დასვენება უკვე მოასწარი?
– ჯერ ვერა. ახალი ჩამოსული ვარ თურქეთიდან და ახლა ვგეგმავ, სად წავიდე დასასვენებლად ოჯახთან ერთად. ალბათ, დავიწყებ მთიდან – ჯერ ბაკურიანში ავალთ და მერე ზღვაზე, კვარიათში.
– ერთი წელია, თურქეთში  მუშაობ და რატომ არ დაგეგმე ზაფხულის ცხელი დღეების გატარება ამ ქვეყნის რომელიმე კურორტზე?
– ისეთი საშინელი დღეები გადავიტანე თურქეთში, ერთი სული მქონდა, როდის ჩამოვიდოდი ჩემს სტაბილურ ქვეყანაში. მხოლოდ ხუთი დღე მოვასწარი ანტალიაში დასვენება. თურქეთში მე ვარ სტუმარი და პოლიტიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ, ის საშინელი ტერაქტები და სამხედრო გადატრიალების მცდელობა ჩემ თვალწინ ხდებოდა და, ალბათ, გასაგებია, რა დღეში ვიქნებოდი. ძალიან მიყვარს სტამბული, ჭკუა მეკეტება ამ ქალაქზე, მაგრამ, ამ   გული მტკივა, რომ ეს სტაბილური ქვეყანა, ერთი წლის განმავლობაში ასე გაანადგურეს ამ ტერაქტებითა და არეულობებით. ერთ ამბავს მოგიყვებით და მიხვდებით ჩემს რეაქციასა და განცდებს: სუპერმარკეტში ჩავედი რაღაცის საყიდლად და რიგში რომ დავდექი, უკნიდან მომიახლოვდა ჩადრიანი, ფეხმძიმე გოგო, მხოლოდ თვალები უჩანდა. ისე შემეშინდა, გავჩერდი, გავშეშდი, გავფითრდი. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ იმ გოგომაც იგრძნო ჩემი შიში; მიხვდა, რომ შემეშინდა მისი და თვალი მომარიდა. ამ ტერაქტების მერე, ისეთი შეშინებული ვიყავი, ყველა ჩადრიანის მეშინოდა. ორი კვირა დამჭირდა ამ შოკიდან გამოსასვლელად. ვერ გეტყვით, როგორ გადავიტანე ეს ორი კოშმარული კვირა, მთელმა ჩემმა ცხოვრებამ კადრებივით ჩამიარა თვალწინ.
– ბევრ თურქ სახელმწიფო მოხელეს იცნობ და მინისტრებთან გაქვს კომუნიკაცია. მათთან თუ ისაუბრე ამ თემებზე?
– დიახ, ბევრ თურქ სახელმწიფო მოხელეს ვიცნობ და მათ ცოლებთან ვმეგობრობ. რასაკვირველია,  ვსაუბრობდით ამ საშინელ ამბებზე და ძალიან განიცდიდნენ. არ დამავიწყდება ხალხის შეშინებული თვალები; განცდა, როგორი დაუცველი ხარ და, მოლოდინი, კიდევ რა საშინელება მოხდება და შენ ხომ არ იქნები მორიგი მსხვერპლი. ეს საშინელებაა. არავინ იცის, რომელი მხრიდან მოგიახლოვდება ტერორისტი და გამოგასალმებს სიცოცხლეს, მოგიკლავს ახლობელს ან სისხლში გახვევს ირგვლივ ყველაფერს. ასეთ სტრესულ სიტუაციაში ცხოვრება წარმოუდგენელია. ბევრი თურქი მეგობარი შევიძინე და ყველას ვუყვებოდი, ეს ამბები მე ჩემს ქვეყანაში უკვე გავიარე, ომიც გადავიტანე, არეულობაც, მაგრამ, ყველაფერი კარგად იქნება, არ შეშინდეთ-მეთქი. ეტყობა, ისეთი კარგი ფსიქოლოგი აღმოვჩნდი, დღესაც მირეკავენ – როდის ჩამოხვალ, მოგვენატრა შენი დამშვიდებაო. მიმაჩნია, რომ პატარა წვლილი შევიტანე, ამ საშინელი ამბების შედეგად, ფსიქოლოგიურად დაზარალებული ადამიანების დაწყნარებაში.
– როდის იდგა შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული ეტაპი და როგორ გადალახე ის?
– ეს ძალიან პირადული თემაა. ყველა ქალის პირადი პრობლემები: როცა სიყვარულში არ უმართლებს; როცა სამსახურს, მშობლებსა და მეგობრებს კარგავს – საკმაოდ მძიმე სტრესია. მე ასეთი სტრესების გადატანის შემდეგ, მიწევს ცხოვრების ხელახლა დაწყება და ამას ვახერხებ კიდეც.
– და, რამდენჯერ მოგიწია ცხოვრების თავიდან დაწყება?
– ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ დავიწყე ცხოვრება თავიდან და გამომივიდა. სანამ ცოცხალი ვარ, ალბათ, კიდევ ბევრჯერ მომიწევს ცხოვრების ხელახლა დაწყება (იცინის). ბევრი სასიამოვნო დღე და ბევრი უსიამოვნო წამი მახსოვს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ, ვიცი, რომ ყველაფერს გადავლახავ და ყველაფერი წინ მაქვს. მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება, გამიმართლებს და, იმის დრო არ მაქვს, ცუდზე ვიფიქრო. ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე და მეც ყოველდღიურად ამ სიურპრიზების მოლოდინში ვარ (იცინის).
– ზაფხულის პერიოდი ყოველთვის რომანტიკულ თავგადასავლებთან და სასიამოვნო ფლირტებთან ასოცირდება. ეს არის დრო, როცა ქალის გარუჯული სხეული ზედმეტად სექსუალური, ლამაზი და ეშხიანია საპირისპირო სქესის წარმომადგენლების თვალში. ხომ მეთანხმები?
– არ გეთანხმებით. მხოლოდ ზაფხული არ არის ჩემთვის თავბრუდამხვევი შეხვედრების, რომანტიკულობისა და თავგადასავლების სეზონი. ეს ყველაფერი ზამთარშიც მიყვარს. (იცინის). ჩემი აზრით, რომანტიკისთვის სეზონს არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის შეყვარებული და ბედნიერი უნდა იყო, რა მნიშვნელობა აქვს წელიწადის დროს? არ მიყვარს და არც მჯერა  ერთჯერადი და სეზონური რომანების. ბუნებით ერთგული ვარ და, თუ მიყვარს, მიყვარს ზაფხულშიც, შემოდგომაზეც და ზამთარშიც. შეიძლება გაატარო თავისუფალი, ბედნიერი დღეები ზღვის სანაპიროზე, როცა „დრაივში” ხარ, მაგრამ ეს იქვე რატომ უნდა დაასრულო, არ მესმის. მე მინდა ეს დრაივი და რომანტიკული დღეები მთელი ცხოვრება გამყვეს. სხვათა შორის, დავაკვირდი და, თურქი მამაკაცები უფრო მეტად აფასებენ ქალს, ვიდრე ქართველები. მათთვის ქალი სახლში არის ღმერთი, დედოფალი, არ აქვს მნიშვნელობა, დედაა ის, ცოლი თუ და.
– მერე, არ გინდა გახდე დედოფალი?
– როგორ არ მინდა! მინდა დედოფლობა და ამაზე უარს არ ვამბობ (იცინის). ხომ გითხარით, ყველაფერი წინ არის და ცხოვრებაში სიურპრიზებს უნდა ელოდო-მეთქი. თუ შემიყვარდა, დედოფლობაზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი, არავითარ შემთხვევაში! ყველა გოგო ბავშვობიდან ოცნებობს პრინცესობასა და დედოფლობაზე და, თურქეთში გახდები, საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში, რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, ოცნება ახდეს! მართალია, დამოუკიდებელი ქალი ვარ და გადაწყვეტილებებს თავად ვიღებ, მაგრამ, მინდა, ისეთი მამაკაცი იდგეს ჩემ გვერდით, რომ დედოფალივით ხელისგულზე მატაროს. ასე რომ, გათხოვებაზეც ვფიქრობ და დედოფლობასაც კარგად მოვირგებ (იცინის).
– ისე ლაპარაკობ, მგონი, შეყვარებული ხარ, თუ მეჩვენება?
– (იცინის) მე სულ შეყვარებული ვარ, სულ მიყვარს და სულ განვიცდი. მუდამ იმის მოლოდინში ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც კარგი უნდა მოხდეს – მე ამას ვიმსახურებ, ანუ, ვიმსახურებ, რომ გვერდით მყავდეს ჩემი „მეფე”.
– თურქეთში შენს კონტრაქტს ვადა გაუვიდა. კიდევ გააგრძელებ თუ საქართველოში დარჩები?
– მართალია, კონტრაქტს ვადა გაუვიდა, მაგრამ თურქეთიდან სხვა არანაკლებ კარგი შემოთავაზებები მაქვს. ჯერ ლოდინის და იმის ფიქრის რეჟიმში ვარ, აქ ხომ არ დავრჩე და მიღირს თუ არა იქ წასვლა. ველოდები, როდის დაწყნარდება სიტუაცია თურქეთში – ჯერ კიდევ არ არის დასტაბილურებული და ამიტომ ვიკავებ თავს. ჯერ კარგად დავისვენებ და მერე, დასვენებულზე, უფრო კარგად მივიღებ გადაწყვეტილებას, მიღირს თუ არა საქართველოდან წასვლა.

скачать dle 11.3