კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „აბამდა“ ორი თვის განმავლობაში ავთო აბესლამიძე ეშლი მალიანს და ვინ აპირებდა მათ გამო მერვე სართულიდან გადახტომას

მას შემდეგ, რაც „X ფაქტორი“ დამთავრდა, რომლის გამარჯვებულიც ავთო აბესლამიძე გახდა, ძალიან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის და რადიო OKFM-ის წამყვანი და პიარ-მენეჯერი ეშლი მალიანი შეყვარებულები არიან. შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს, ინტერვიუდან შეიტყობთ.
ავთო აბესლამიძე: ეშლი სხვა მონაწილეებს აქცევდა უფრო მეტ ყურადღებას. შემდეგ მოვძებნე „ფეისბუქში“, დავიმეგობრე და, აღმოჩნდა ჟურნალისტი, რომელიც მუშაობდა რადიოში, რომელიც  ჩვენი პროექტის მედია-პარტნიორი იყო. ერთ დღესაც, თავად მომწერა, რადგან მისი სტუმარი უნდა ვყოფილიყავი და ასე მოვხვდი მასთან.
ეშლი მალიანი: ერთ დღესაც, „ფეისბუქში“ მეგობრობას მიგზავნის ავთანდილ აბესლამიძე. გარეგნულად მომეწონა – რა კარგი ტიპია-მეთქი. შემდეგ, რომ მოვუსმინე, ჩემს ჟურნალისტს ყოველდღე ვეუბნებოდი, მომეყვანა ავთო რადიოში. პირველად ფოტოებიდან ავთოს ვიზუალი მომეწონა, მერე, რომ იმღერა – რა თქმა უნდა, სიმღერაც და, ბოლომდე მისი ერთგული დავრჩი. პირველად დერეფანში შევხვდით, ოფიციალურად გავუწოდე ხელი და მანაც გამომიწოდა, მაგრამ მერე გადამკოცნა – მაშინ „შედგა” ჩვენი პირველი კოცნა.
ავთო: როცა ინტერვიუზე მიდიხარ, დიდი მნიშვნელობა აქვს, ჟურნალისტი როგორ დაგხვდება. ეშლი ისე შემხვდა, იმ დღეს ყველაფერი გამიადვილდა. მან კომპლექსები მომიხსნა, გამხსნა ბოლომდე. კიდევ მინდოდა მასთან მისვლა. პირველი დღიდან გვერდში მედგა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყველაფერი იცოდა ჩემ შესახებ, რჩევებსაც მაძლევდა; ბევრი საქმეც რომ ჰქონოდა, მოდიოდა ჩემთან და მამხნევებდა.
ეშლი: როგორც რადიოწამყვანსა და პიარ-მენეჯერს, დიდი პასუხისმგებლობა მქონდა, თანაბრად უნდა დამეთმო ყველა მონაწილისთვის დრო. რადიოს ეთერში, გვერდზე, ყველას თანაბრად ვაპიარებდი, მაგრამ ჩემს კედელზე ავთოს პიარი იყო. ზოგი ამას ცუდად იგებდა, მაგრამ მე მას ისე ვაპიარებდი, როგორც რიგითი მსმენელი და ქალი. ამის გამო ბევრი რამ გადავიტანე...
ავთო: პირველი ის, რომ ჩემი გულშემატკივრები ეჭვიანობდნენ ეშლიზე, მეორე – კონკურენტი კონკურსატების გულშემატკივრები. რა თქმა უნდა, იმაზე ვნერვიულობდი, რომ ეშლის ექმნებოდა პრობლემები, თორემ, ჩემთვის იმ ეტაპზე მთავარი ის იყო, როგორ ვიმღერებდი.
ეშლი: ძალიან მიჭირდა. ჩემზე მოქმედებდა ავთოზე შეყვარებული გოგონების რეაქციები, სტატუსები: „ავთოს ეშლი უყვარს, მერვე სართულიდან გადავხტები”. კომენტარებში მნიშნავდნენ: „ავთო წაგვართვა”. არავისთვის არ წამირთმევია ავთო, ავთო თქვენია, უბრალოდ, ჩემიც არის, გავიყოთ. პირველი დღიდან რომ ვთქვი, ავთო ჩემი ფავორიტია-მეთქი, გავყევი ბოლომდე. ერთხელაც არ შემრცხვენია, რომ მე ავთოს მეგობარი ვიყავი, ყველაზე მეტად ის მისწორდებოდა, რომ ავთოს გამოსვლის შემდეგ ფეხზე ვიდექი და ამაყად ვუკრავდი ტაშს.
– რა თვისებები მოგეწონა ავთოში?
– თავმდაბალია. არასდროს, მთელი შოუს განმავლობაში, მას არანაირი პიარი არ დასჭირვებია იმისთვის, რომ ფინალამდე მისულიყო. თავის საქმეს აკეთებდა კარგად და ბოლომდე. ჩვენი ურთიერთობის შესახებ ჭორებიც პროექტის დამთავრების შემდეგ გავრცელდა, ანუ, პროექტში ყოფნისას მას არ დასჭირვებია ჩემგან დამატებითი პიარი – არ მითქვამს ჩემი შეყვარებულია და ხმა მიეცით-მეთქი.
ავთო: ეშლი ჩემთვის არის ადამიანი, რომელსაც არასდროს დავკარგავ. ძალიან ბევრი კარგი პიროვნული თვისება აქვს; იცის, როგორ უნდა დაუდგეს ადამიანს გვერდში  და როგორ გაამხნევოს. მის ვიზუალურ მხარეზე აღარაფერს ვამბობ – მზეა, მზე, თვალს ვერ ვუსწორებ!
– ვაკეში მოგებულ ბინას ეშლის გემოვნებით მოაწყობ?
–  აუცილებლად ვკითხავ, რადგან არ ვიცი, თბილისში სად რა მაღაზიაა. ეშლი უფრო გათვითცნობიერებულია ამ საკითხში.
ეშლი: პასტელის ფერებში გვექნება საძინებელი.
ავთო: არა, მუქ მწვანე ფერში უნდა იყოს.
– გავიგე, გიორგი ნაკაშიძე უნდა იყოს თქვენი მეჯვარე.
ეშლი: დიახ, გიორგი ნაკაშიძეა მეჯვარე, ჩემი მეჯვარე კი შენ იყავი. ბარბარა სამხარაძე იგიჟებს თავს – თქვენი შვილის ნათლია უნდა ვიყოო.
– როგორი ქორწილი გინდათ, გქონდეთ?
ავთო: ქორწილი საერთოდ არ მექნება, არ მიყვარს ტრადიციული ქორწილები. თან, გოგოსთან ისეთი ურთიერთობა მექნება, რომ ამ შემთხვევაში რაც მე მენდომება, იმაზე გამომყვება. 200-კაციანი წვეულება მექნება, ახალგაზრდული; ფულის წერა და რაღაცეები რომ არ იქნება. ისეთი სტუმრები უნდა მყავდეს, რომლებიც ბინას და მანქანას მაჩუქებენ... რა თქმა უნდა, ვხუმრობ; ჩემთვის მთავარია, მოვიდეს და ღიმილი მაჩუქოს.
ეშლი: ასე მაბამდა ორი თვის განმავლობაში. ჩემს ქორწილში მე ვიქნები ორგანიზატორი, წამყვანი და დიჯეი; ქმარს ვამღერებ, გიორგი ნაკაშიძე იქნება თამადა. მორჩა – ქორწილი დაგეგმილი გვაქვს.
– რატომ არ მიგყავს შეყვარებული ბარსელონაში?
ავთო: ჩემი მეგობარი მიმყავს გიორგი ნაკაშიძე, რომელსაც ძალიან უყვარს ბიონსე. ეშლი იმიტომ ვერ წავიყვანე, რომ გადატვირთული გრაფიკი აქვს.
– რა ხდება სინამდვილეში თქვენ შორის?
ეშლი: არ ვართ შეყვარებულები.
ავთო: სერიოზული რამე რომ ყოფილიყო, მე თვითონ ვიტყოდი.
ეშლი: არავის არ უკითხავს ჩვენთვის არაფერი, ფოტოების გამო გავრცელდა ეს ინფორმაცია. კომენტარები იყო: „კარგი გოგოა, მოიყვანე, ავთო, ცოლად”;  „მოგვწონს სარძლო.” გავიღვიძებდით დილით და – „მოგვწონს სარძლო“ – დაიდებოდა სტატია... ჩვენც „ვატარებდით“, რა უნდა გვეპასუხა? ბათუმში ვიყავი ჯაზ-ფესტივალზე და წილად მხვდა ბედნიერება, ორჯერ მენახა ჩემი „შეყვარებული”. იცი, რას დავაკვირდი? ზოგი მცნობდა და „ოქეის“ მაძახებდა, მაგრამ, უფრო მეტად – „ავთოს შეყვარებული, ავთოს შეყვარებულიო“.
ავთო: დღეიდან სასიძოს, ანუ ეშლისთვის საქმროს მე ვარჩევ, ქასთინგი უნდა ჩავატარო. თუმცა, არ გამოვრიცხავ, სამომავლოდ ჩვენ შორის რამე რომ მოხდეს.

скачать dle 11.3