კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი ეძებს ფარმაცევტს

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-31(814)

– ორას მილიონ ევროს? – კიდევ უფრო გაუფართოვდა თვალები თემურ ჯაშს.
– მოვრჩეთ ახლა ამაზე ლაპარაკს. ძალიან გვიანაა და დავიძინოთ. საქსი ანტიონკოლოგინს ვერ მიიღებს და გამოვნახავ როგორმე გზას, ჩემი პანაცეა ყველა დაავადებულისთვის იყოს ხელმისაწვდომი, – უთხრა პროფესორმა თავის ასისტენტს. ტახტიდან წამოდგა და საძინებლისკენ გაემართა, თან დააყოლა, – ღამე მშვიდობისა, თემურ. ფულსა და თანამდებობაზე აღარ იფიქრო და იმაზე იფიქრე, როგორ მოუტანო ადამიანებს ბედნიერება. ღმერთი დაგიფასებს სიკეთესა და გარჯას და შენც ბედნიერი იქნები.
– ღამე მშვიდობისა, – ამოილუღლუღა თემურ ჯაშმა და თავისი საძინებლისკენ გაემართა.
პროფესორის ასისტენტი ტანსაცმლიანად წამოწვა საწოლზე, თან, არც ფეხსაცმელები გაუხდია და გააბოლა. პროფესორ გოკიელის სიტყვებს აანალიზებდა და თავში ერთმა აზრმა გაუელვა. თემურმა იცოდა, რომ პროფესორს კაბინეტში ცეცხლგამძლე სეიფი ედგა, სადაც თავის ნაშრომებს, ცდებისა და ექსპერიმენტების ჩანაწერებს ინახავდა. ასისტენტის აზრით, კიბოს წამლის ფორმულაც ამ სეიფში უნდა ყოფილიყო შენახული. ამიტომ, თემურმა სეიფის გახსნა და ფორმულის მოპარვა გადაწყვიტა. ჯაში ფიქრობდა: „თუ ფორმულის მოპარვა მოვახერხე, მაშინ მას კორპორაციას ორას მილიონ ევროდ მივყიდი. ას მილიონს გოკიელს მივცემ, ასს მე დავიტოვებ და ბოლოს პავლე მადლობასაც მეტყვის...“ თემურ ჯაშმა კიდევ ერთი საათი მოიცადა. შემდეგ საწოლიდან წამოდგა, ფეხსაცმელები გაიხადა და ფეხაკრეფით გავიდა დერეფანში. პროფესორის საძინებელთან მივიდა და მიაყურადა, ჩამიჩუმი არ ისმოდა. ჯაში პროფესორის კაბინეტთან მივიდა, სახელური ჩამოსწია, კარი გააღო და შევიდა. კარი მიიხურა და უფანჯრებო ოთახში შუქი აანთო. ცეცხლგამძლე სეიფს მიუახლოვდა და გაღება სცადა. სეიფს რვანიშნა კოდი ჰქონდა, რომელიც მრგვალი სახელურით უნდა დაეყენებინა და ჯაში მანიპულაციებს შეუდგა. თხუთმეტიოდე წუთი იწვალა და ვერც ერთი კომბინაცია რომ ვერ მოარგო, სკამზე ჩამოჯდა, ოფლი მოიწმინდა.
– დაიღალე? – თემურ ჯაშს ზურგსუკან პავლე გოკიელის ხმა მოესმა, რომელიც უხმაუროდ შევიდა კაბინეტში და ორი წუთის განმავლობაში მშვიდად აკვირდებოდა თავისი ასისტენტის ხლაფორთს.
თემური გველნაკბენივით წამოხტა სკამიდან. მზერა შეავლო გოკიელს და აღმოხდა:
– თქვენ?
– არ მელოდი, თემურ? აქ რას აკეთებ? – მშვიდად იკითხა პროფესორმა.
– მე, მე... – ენა დაება ასისტენტს.
– ანტიონკოლოგინის ფორმულას ეძებ, რომ კორპორაციას მიჰყიდო და სეიფის გაღებას იმიტომ ცდილობ... – თქვა გოკიელმა.
თემურმა თავი ჩაღუნა. პროფესორმა კი განაგრძო:
– გინდა, სეიფი გაგიღო, მაგრამ გული აგიცრუვდება. ფორმულა იქ არაა და ტყუილად ირჯები.
ჯაშმა ამ სიტყვებზე თავი ასწია და გოკიელს ნერვიულად ჰკითხა:
– აბა, სადაა?
– აი, აქ, – პროფესორმა თავზე მიიდო ხელი და დააყოლა, – არც ისეთი სულელი ვარ, რომ ჩემი აღმოჩენა ვინმესთვის ადვილად ხელმისაწვდომი გავხადო და ანტიონკოლოგინს მხოლოდ აქ ვინახავ, – გოკიელმა კვლავ თავზე მიიდო ხელი.
– რად გინდათ ისეთი აღმოჩენა, რომელიც ხეირს ვერ მოგიტანთ, – გაღიზიანებით თქვა ჯაშმა. გოკიელმა კი მშვიდად მიუგო:
– მთავარია, ავადმყოფებს მოუტანოს ხეირი და ჩემი ხეირიც ეს იქნება. შენ კი დილიდანვე აიკარი გუდა-ნაბადი და წადი. შენისთანა ასისტენტი არაფერში მჭირდება. ძალიან ვნანობ, რომ სახლში შემოგიშვი. ნუ გეშინია, ცარიელ-ტარიელს არ გაგიშვებ, ორი ათას ევროს მოგცემ. პირველ ხანებში გეყოფა. ამასობაში კი სამსახურსაც იშოვი და აეწყობი. პროფესიონალი ხარ და სამსახურის შოვნა არ გაგიჭირდება.
 პროფესორის სიტყვებმა თემურ ჯაშზე ძლიერი ზემოქმედება მოახდინა და გოკიელს უღრიალა:
– ბოლომდე მომიხმარე და ახლა მაგდებ, ხომ? შენი ორი ათასი ევრო ტრაკში შეიტენე! მე ასი მილიონი მინდა, გესმის, ასი მილიონი!.. – ასისტენტმა ავაზასავით ისკუპა პროფესორისკენ, დაეჯახა და წააქცია. შემდეგ მუცელზე წამოაჯდა, ყელში ხელები წაუჭირა, თან უყვიროდა: ასი მილიონი მინდა, ასი მილიონი...
მიუხედავად იმისა, რომ პროფესორი თითქმის ორჯერ უფროსი იყო 30 წლის ჯაშზე, ჯანსა და მოქნილობას არ უჩიოდა. თანაც, ხელჩართული ბრძოლის ილეთებსაც საუცხოოდ ფლობდა. ამიტომ, გოკიელმა თავდამსხმელს კონტრილეთი გაუკეთა და ამოაყირავა. შემდეგ ფეხზე წამოხტა, იატაკზე გაშოტილი ჯაში ქეჩოთი ასწია და კარზე ააყუდა. ცალი ხელი მკერდზე მიაჭირა, მეორეთი კი გაასილაქა და უთხრა:
– ნაძირალავ. ახლავე მომწყდი თავიდან, თორემ ისეთ დღეში ჩაგაგდებ, ძვალ-რბილი გაგიერთიანდება...
პროფესორმა კარი გააღო, რომ კაბინეტიდან გასულიყო. ტვინგადაკეტილმა და შეურაცხყოფილმა ჯაშმა კი კედლიდან სამართებელივით ალესილი სამურაის ხმალი ჩამოხსნა და გოკიელს ზურგში ჩარტყმა მოუნდომა... პროფესორმა მოქნეულ ხმალს წამის მეასედში მოარიდა სხეული. შემდეგ შეტრიალდა და მეორედ მოქნეულ ხმალს რომ მოკრა თვალი, მკვეთრად დაიხარა, ხალიჩას ჩასჭიდა ხელი და მკვეთრადვე მოქაჩა თავისკენ... ხმალშემართულმა ჯაშმა თავი ვერ შეიმაგრა. ხმლიანი ხელი უხერხულად მოიქნია და გოკიელის კაბინეტში გულში ხმალგარჭობილი დაეცა.
პროფესორი გაფითრდა და თემურს მივარდა, მაგრამ დახედა თუ არა, მიხვდა, რომ მკვდარი იყო. არც შეხებია, მობილური მოიმარჯვა, 112-ში დარეკა და მორიგეს უთხრა:
– პროფესორი პავლე გოკიელი ვარ. ჩემს სახლში უბედური შემთხვევაა და საპატრულო პოლიცია გამომიგზავნეთ. ჩემი ასისტენდი თემურ ჯაში ხმალზე წამოეგო...
დილის ხუთი საათი სრულდებოდა, როდესაც პროფესორ გოკიელის სახლი პოლიციელებითა და კრიმინალისტებით აივსო. მათ ყურადღებით დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი და სურათები გადაიღეს. პათანატომმა ჯაშის გვამი დაათვალიერა და მას მერე, რაც გულიდან სამურაის ხმალი ამოაძრო, ცხედარი პროზექტურაში წაიღეს გასაკვეთად. ხმალი კი გამომძიებელმა შეფუთა, დალუქა, როგორც სამხილი და თავის ასისტენტს გაატანა პოლიციის განყოფილებაში. შემდეგ პროფესორს მიუბრუნდა და უთხრა:
– ბოდიშს გიხდით, ბატონო პავლე. ვიცი, რომ ამისთვის არ გცხელათ, მაგრამ წესია ასეთი და ჩვენება უნდა ჩამოგართვათ. გნებავთ, აქ მომეცით ჩვენება, გნებავთ პოლიციის განყოფილებაში წამობრძანდით.
– აქ მირჩევნია, – მიუგო გამომძიებელს პროფესორმა. შემდეგ სამზარეულოში გავიდა და სპეციალურ ფურცელზე დაწვრილებით დაწერა, რაც მოხდა.
გამომძიებელმა ყურადღებით წაიკითხა ჩვენება და პროფესორს უთხრა:
– ბატონო პავლე, გარდაცვლილი თემურ ჯაში თქვენთან ხუთი წელი ცხოვრობდა, მუშაობდა და ამ ხნის განმავლობაში თუ გქონიათ კონფლიქტი?
– არანაირი კონფლიქტი... თემური ძალიან თვინიერი, დამჯერი ახალგაზრდა იყო. სიტყვაც კი არასდროს შემოუბრუნებია ჩემთვის.
– აბა, ამ ღამით რატომ მოხდა ინციდენტი? რა იყო ამის მიზეზი? როგორც თქვენს ჩვენებაში წერია, თემურ ჯაშს თქვენი სეიფის გაღების მცდელობისას შეუსწარით და ყველაფერი სწორედ ამას მოჰყვა, მაგრამ იმას არ წერთ, თუ რას ეძებდა იმ სეიფში.
– ჩემ მიერ გამოგონილი კიბოს წამლის, ანტიონკოლოგინის ფორმულას, – მიუგო პროფესორმა გამომძიებელს. შემდეგ დაწვრილებით უამბო, როგორც პრეზენტაციაზე მომხდარი ამბები, ასევე საკუთარი ვარაუდები და ბოლოს დააყოლა, – თემური სიხარბემ გადარია. როგორც ეტყობა,  მას წამლის ფორმულის მიყიდვა უნდოდა კორპორაციისთვის, მაგრამ არ იცოდა, რომ მე ამ ფორმულას თავში ვინახავ. ხოლო, როდესაც ეს შეიტყო, გაღიზიანდა, თავს დამესხა და მოხდა ის, რაც მოხდა.
– კარგი, ბატონო პავლე. მეტს აღარ შეგაწუხებთ. ჯერჯერობით თქვენთან მეტი კითხვები არ მაქვს და თქვენი მობილურის ნომერი ჩამაწერინეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ, – უთხრა გამომძიებელმა ოთარ ვაშაძემ გოკიელს.
პროფესორმა ვაშაძეს საკუთარი მობილურის ნომერი ჩააწერინა და პოლიციელები ეზოდან გააცილა. შემდეგ ჭიშკარი გადარაზა და სახლში დაბრუნება დააპირა. მაგრამ, რომ გაახსენდა, რომ სულ რაღაც სამიოდე საათის წინ იქ თემურ ჯაში ტრაგიკულად დაიღუპა, ეზოდან ფეხი ვეღარ მოიცვალა და ცივმა ოფლმა დაასხა.
***
პროფესორ გოკიელის სახლში დატრიალებული ტრაგედიის ამბავი უმალვე მოედო თბილისს და პოლიცია ახალი წასული იყო, მის კარმიდამოს ჟურნალისტების ჯარი რომ შეესია... ძირითადად, კადრებს იღებდნენ და რეპორტაჟებს წერდნენ. ეზოში შეღწევა კი არავის უცდია. იცოდნენ, რომ ასეთი რამ შეუძლებელი იყო და გოკიელი კომენტარს არ გააკეთებდა. სამაგიეროდ, არ გაჩერებულა პროფესორის მობილური. ძირითადად, ჟურნალისტები ურეკავდნენ კომენტარისთვის, თუმცა გოკიელი არავის პასუხობდა. არც ტელეფონს თიშავდა, რადგენ შეიძლება, გამომძიებელს დაერეკა და მისთვის რამე ეკითხა. ასე გაიარა ნახევარმა დღემ. საღამოს ხუთი საათი სრულდებოდა, რომ პროფესორს, ოთხი გამოჯანმრთელებული ავადმყოფიდან, ერთ-ერთმა, გვარად ბუკიამ დაურეკა. პროფესორს მისი ნომერი ყოველი შემთხვევისათვის ჰქონდა ჩაწერილი და ეკრანზე რომ ბუკია დაიწერა, უპასუხა:
– გისმენთ.
– გამარჯობა, ბატონო პავლე. ბოდიშს გიხდით, ასეთ მძიმე დროს რომ გაწუხებთ, მაგრამ თქვენთან გადაუდებელი საქმე მაქვს. ძალიან გთხოვთ, მომისმინოთ. უფრო სწორად კი სახლში მიმიღოთ.
– ხომ ჯანმრთელად ხარ?
– მოდი, ამაზე თქვენთან ვილაპარაკოთ. თუ რა თქმა უნდა, თქვენთან მოსვლის ნებართვას მომცემთ, – უთხრა ბუკიამ.
– კარგი. ერთ საათში გელოდებით, – უთხრა ბუკიას გოკიელმა და ტელეფონი გათიშა.
ზუსტად საღამოს ექვს საათზე ბუკიას შავი „ჯიპი“ გოკიელის ეზოში შევიდა. იქიდან ორი მამაკაცი გადმოვიდა. ერთ-ერთი, რომელიც საჭესთან იჯდა, ბუკია იყო. მან მაგრად ჩამოართვა ხელი თავის მხსნელს. შემდეგ თავის თანამგზავრზე მიუთითა და უთხრა:
– ეს ჩემი ძმაა – პოლიციის მაიორი ტიტე ბუკია და მას აქვს თქვენთან საქმე.
პროფესორმა სახლში შეიპატიჟა სტუმრები, სამზარეულოში დასხა და თქვა:
– გისმენთ, ბატონო ტიტე, რა საქმე გაქვთ ჩემთან?
– ბატონო პავლე, რასაც ახლა გეტყვით, ჩვენ შორის უნდა დარჩეს და, რაც არ უნდა მოხდეს, არ უნდა გამამხილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მხოლოდ სამსახურს დავკარგავ ან ციხეში ჩამსვამენ, არამედ, შეიძლება, ისე გამაქრონ, ეშმაკმაც კი ვეღარ მიპოვოს, – თქვა პოლიციის მაიორმა და მასპინძელს შეავლო მზერა, რომელმაც მიუგო:
– პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ ეს საუბარი ჩვენ სამს შორის დარჩება. მაინც, რა არის ისეთი, რომ შეიძლება, ასეთი რამ მოჰყვეს?
– დაპატიმრებას გიპირებენ და უნდა გაიქცეთ, ბატონო პროფესორო. რაც შეიძლება, მალე უნდა გააკეთოთ ეს და, ისეთ საიმედო ადგილზე დაიმალოთ, რომ ვერავინ მოგაგნოთ.
– კი მაგრამ, რატომ? რა დავაშავე ისეთი, რომ გასაქცევად მაქვს საქმე?
– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, ვფიქრობ,  ეს ამბავი თქვენი თანაშემწის დაღუპვასთანაა დაკავშირებული.
– მე და გამომძიებელი ოთარ ვაშაძე ხომ შევთანხმდით, რომ, თუკი გამოძიებას ჩემთან შეკითხვები ექნება, დამირეკავს და შეხვედრაზე შევთანხმდებით? ან მე მივალ მასთან, ან – პირიქით. საცოდავი თემური ხომ მე არ მომიკლავს, თავადვე წამოეგო თავის მოქნეულ ხმალზე; მე, უბრალოდ, თავს ვიცავდი და იმ მომენტში არც კი შევხებივარ მას. ჩემს ჩვენებაში ყველაფერი დაწვრილებით აღვწერე. ექსპერტ-კრიმინალისტებიც იზიარებენ ამ ვერსიას, თავად ვაშაძეც დამეთანხმა და ასე უცებ რა შეიცვალა?
– ვაშაძეს ჩამოართვეს ეს საქმე და მას ახლა მაიორი ზურაბ ნინიძე იძიებს. სწორედ მისგან შევიტყვე, რომ თქვენს დაპატიმრებას აპირებს, მოსამართლეს უკვე გადაუგზავნა თქვენი დაპატიმრების მოთხოვნა და პასუხს ელოდება, რაც, ჩემი აზრით, დადებითი იქნება. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ გაიქცეთ და საიმედოდ დაიმალოთ. ნინიძეს კარგად ვიცნობ. ის ძალიან ცუდი ადამიანია, ყველანაირ ბინძურ საქმეზე მოაწერს ხელს და შემთხვევით არ ჩავარდნია ხელში თქვენი საქმე. ვფიქრობ, ის ვიღაცის შეკვეთას ასრულებს და ამიტომ მოგიწოდებთ აქედან გაქცევასა და საიმედოდ დამალვას.
პავლე გოკიელმა ტიტე ბუკიას შეხედა, პაუზა გააკეთა და გაიფიქრა – მაიორი მოგზავნილი ხომ არაა, ეს ყველაფერი პროვოკაციის მიზნით ხომ არ დამიდგეს, რომ გამაქციონ, შემდეგ კი ჩემი დაპატიმრებისა და ციხეში გამომწყვდევის საბაბი ჰქონდეთ, რათა ანტიონკოლოგინზე მუშაობა ვერ შევძლოო...
ტიტე ბუკია გამოცდილი, პატიოსანი პოლიციელი იყო. პროფესორის ფიქრებს ჩასწვდა და გოკიელს ღიმილით უთხრა:
– თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, მოგზავნილი ხომ არ ვარ და პროვოკაციას ხომ არ გიწყობთ, ასეა?
– ჩემი დაპატიმრების შესახებ როგორ შეიტყვეთ? – კითხვითვე უპასუხა მაიორს პროფესორმა.
– ნინიძის პირად ფაილებს ვაზივარ და იქიდან.
– ეს ხომ უკანონობაა?
– გეთანხმებით, მაგრამ, ასეა საჭირო, ბატონო პავლე და, არც ეს ინფორმაცია უნდა გავიდეს აქედან. ხომ გითხარით, რომ ნინიძე ბინძური ადამიანია და ერთმანეთში ძველი ანგარიშები გვაქვს. თუმცა, ამას თქვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და იმიტომ წავედი ასეთ რისკზე, რომ, – ტიტე ბუკიამ ძმისკენ მიანიშნა პროფესორს, – თქვენ ჩემი ზაზა გამოჰგლიჯეთ სიკვდილს ხელიდან და, საერთოდ, ძალიან კარგი, ადამიანებისთვის საჭირო პიროვნება ბრძანდებით, ნინიძის ხელში თქვენი ჩაგდება კი საკაცობრიო დანაშაულია.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3