კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მზე და ჩვენი კანი

იმისთვის, რომ მყარი და ხანგრძლივი ნამზეური მივიღოთ, თანაც  ისე, რომ ჯანმრთელობა არ დავიზიანოთ, უნდა დავიცვათ რამდენიმე ელემენტარული წესი:
1) შვებულების აღებამდე ერთი კვირით ადრე გაიკეთეთ პილინგი მთელ სხეულზე, გაიწმინდეთ კანი სკრაბით. ერთი კვირის განმავლობაში კანი მოასწრებს აღდგენას და კანი თანაბრად გაგერუჯებათ. შეარჩიეთ შედარებით ნაზი, წვრილნაწილაკებიანი სკრაბი ან თვითონ დაამზადეთ შემდეგნაირად: ერთმანეთს შეურიეთ 2 სადილის კოვზი წვრილი ზღვის მარილი ან შაქარი და 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი.
2) პლაჟზე გასვლის წინ, სახისა და სხეულის გარდა, SPF კრემი აუცილებლად წაისვით ხელებზეც, რადგან, სტატისტიკის მიხედვით, ხელებზე მელანომები უფრო ხშირად ჩნდება. თუ ქერათმიანი ხართ, გამოიყენეთ კრემი SPF+30; თუ წაბლისფერთმიანი – SPF+20. ნუ გააკეთებთ ეკონომიას – მთელ სხეულზე წასასმელი კრემის რაოდენობა უნდა იყოს 25 მილიგრამი, ანუ, სტანდარტული 250-გრამიანი ტუბი 10 დღე უნდა გეყოთ. არ გამოიყენოთ ძველი, ვადაგასული კრემები.
თუ კანი აგეწვათ, შეწყვიტეთ გარუჯვა და ჩაიცვით ტანსაცმელი. ნუ გაჩერდებით პლაჟზე დღის 12 საათის შემდეგ – 16 საათამდე. ამ პერიოდში მზის სხივები ყველაზე მავნებელია.
3) რუჯის გასამყარებლად მოიქეცით შემდეგნაირად: პლაჟის შემდეგ ნახევარი საათი მაინც გაატარეთ ჩრდილში და შეუდექით რამე სასიამოვნო საქმიანობას. გარდა ამისა, პატარ-პატარა ყლუპებით დალიეთ ახალგამოწურული უმი სტაფილოს წვენი – მასში შემავალი ბეტა-კაროტინი კარგად მოქმედებს ვიტამინების მიერ გამომუშავებულ მელანინზე. რუჯის გახანგრძლივებას ხელს უწყობს C ვიტამინის შემცველი ხილი და ბოსტნეული (საზამთრო, ბულგარული წიწაკა, ბროკოლი) და თუთიის შემცველი პროდუქტები (ზღვის თევზი, არაქისი).
4) თუ კანი დაგეწვათ, მიიღეთ გრილი შხაპი (არ გამოიყენოთ საბანაო „ღრუბელი“ და არ წაისვათ კრემი) და დამწვარ მონაკვეთებზე გადაისვით პანთენოლი – ის იცავს კანს ყველანაირი დამწვრობისგან: მასში შემავალი პროვიტამინები აჩქარებს კანის აღდგენის პროცესს. თუ კანი ისე დაგეწვათ, რომ ხელის მიკარებაც კი ტკივილს იწვევს, გამოიყენეთ პანთენოლი სპრეის სახით. როდესაც დამწვრობით გამოწვეული ანთებითი პროცესი მინელდება, წაისვით კრემი, რომელსაც ექნება წარწერა – alter sun.

скачать dle 11.3