კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნუ გაგიტაცებთ

დღეს შემოგთავაზებთ განტვირთვის დღეების 2 ვარიანტს, ოღონდ, წინასწარ გაფრთხილებთ: ნუ გაგიტაცებთ ასეთი დღეების მოწყობა, რადგან მათი ხშირად განმეორებით ვერც სასურველ წონას მიაღწევთ (რადგან ეს აფერხებს გაცვლით პროცესებს ორგანიზმში) და ჯანმრთელობასაც საგრძნობლად დაიზიანებთ.

პირველი ვარიანტი – ვაშლი+წყალი
დღის რაციონი: 1,5 კილოგრამი ვაშლი (ან სხვა ხილი, ყურძნის, ბანანისა და ლეღვის გარდა) გაყავით 6 თანაბარ ნაწილად. თუ არ გიყვართ ან ვერ ინელებთ უმ (ცოცხალ) ვაშლს, შეგიძლიათ, აირღუმელში გამოაცხოთ.
დღის განმავლობაში უნდა დალიოთ 2-3 ლიტრი წყალი. თუ ძალიან გაგიჭირდათ შიმშილის დაძლევა, დღის რაციონი შეავსეთ 150 გრამი ხაჭოთი (გაყავით 3 თანაბარ ნაწილად).
კვებასა და კვებას შორის თანაბარი შუალედები დაიცავით.

მეორე ვარიანტი – ბოსტნეული+ზეითუნის ზეთი+წყალი
1,5 კილოგრამი სასალათე ბოსტნეული (კიტრი, პომიდორი, პატისონი, ბროკოლი, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, მოხარშული ჭარხალი, კამა, ოხრახუში, ნიახური) და 1-2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი გაყავით 6 თანაბარ ნაწილად. მინიმუმამდე დაიყვანეთ მარილის რაოდენობა.
შეგიძლიათ, ერთმანეთს ჩაანაცვლოთ სალათები და ბოსტნეულის სუპები.
დღის განმავლობაში დალიეთ მინიმუმ 2 ლიტრი წყალი. ამ შემთხვევაშიც, თუ ვერ დაძლიეთ შიმშილი, დღის რაციონს დაუმატეთ 150 გრამი მოხარშული თევზი ან ამდენივე მოხარშული ქათმის ფილე (გაყავით 3 ნაწილად).
სასურველია, ასეთი განტვირთვის დღეები მოაწყოთ მაქსიმუმ კვირაში 2-ჯერ: ჯერ ერთი ვარიანტი, შემდეგ – მეორე.
განტვირთვის დღეებში მძიმე ფიზიკური დატვირთვები მიზანშეწონილი არ არის. ამ დროს უმჯობესია, მეტხანს იყოთ წამოწოლილი ან ხანმოკლე დროით ნელი ნაბიჯით ისეირნოთ.

скачать dle 11.3