კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ეს ცხოვრება ფარისევლებისაა
რასაც ახლა მოგწერთ, ალბათ, ადამიანის განკითხვაში ჩამეთვლება, მაგრამ, ვიცი, რომ თქვენს რუბრიკას წაუკითხავს არ ტოვებს და იქნებ მიხვდეს, რომ ძალიან არასწორად ცხოვრობს. ისიც ვიცი, რომ არ მაქვს უფლება, სხვის ცხოვრებაში ჩავყო ცხვირი ან ვინმეს ჭკუა ვასწავლო, მაგრამ, როცა ასეთი ადამიანი აქეთ გიკითხავს ლექციებს პატიოსნებაზე, წესიერგებაზე, ეთიკასა და მორალზე, ცოტა არ იყოს გაღიზიანდები.
ადამიანს, ვისზეც მე გიყვებით, საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს და ვერც უნიჭობას დავაბრალებ, მაგრამ მთელი მისი კარიერაც და საკმაოდ სოლიდური ქონებაც მისი „მიმწოლობის“ შედეგია, ანუ, რქებით აწვება ცხოვრებას და თუ ვინმე თუნდაც შემთხვევით, უნებლიეთ გადაეღობება გზაზე, როგორც ტანკი, ისე გადაუვლის.
ძალიან დიდი ხანია, ბავშვობდიან ვიცნობ მათ ოჯახს და, მახსოვს, სამეზობლოშიც და საახლობლოშიც დიდად არავინ არაფრად აგდებდა, რადგან ძალიან მდაბიოები იყვნენ, საშინლად დაბალი დონის გოიმები, ოღონდ, კუდები ყავარზე ჰქონდათ გადებული, რადგან ოჯახის ერთ-ერთი წევრი რაღაც მაქინაციებით აღმოჩნდა თანამდებობაზე. თუმცა არც ამან უშველა – სამეზობლოს „სვეცკურ სასტავში“ მაინც ვერ შეძვრნენ და ამის მისაღწევად ახალ ხერხებს მიმართეს: ყოველ შაბათ-კვირას პურმარილს შლიდნენ, მეზობლებიდან იმათ პატიჟებდნენ, ვისაც დიდი თანამდებობა ან დიდი ფული ჰქონდა და ვისაც ძალიან ცნობილი სანათესაო და სამეგობრო ჰყავდა. ასეთები, დაპატიჟების მიუხედავად, თავიდან არ მიდიოდნენ მათთან, მაგრამ, ადამიანი ასჯერ რომ დაგპატიჟებს, ასმეერთედ ან შეგრცხვება, ან შეგეცოდება და, ბოლოს და ბოლოს მიხვალ. ასე „შეიტყუა“ ცნობილი და გავლენიანი ადამიანები, შეიჩვია, მერე თვითონ, თავის სახლში უშალა დაბადების დღის სუფრები, ძალით მოუნათლა და მოანათვლინა შვილები; დაიყენა ხმა, „გაისკვეცკურა“ საუბარი, შეცვალა ბინის ინტერიერი, ჩაცმულობის სტილი.... ბოლოს კი, როცა გადაწყვიტა, რომ ღმერთო, მომიტევე და, ეკლესიაში სიარული და მარხვის დაცვა შემოვიდა მოდაში „მაღალ ფენაში“, თვითონაც მოუხშირა ტაძარში სიარულს... ერთი სიტყვით, შემოსავალიც ხელს უწყობდა, რომ ფეხის ხმას აჰყოლოდა (ცოლი გინეკოლოგია, ქმარი – სტომატოლოგი, მაგრამ ფინანსებს ქალი განაგებს). მანამდე რომ თვალებში შესციცინებდა (ცოლზე მაქვს ლაპარაკი) ყველა „დონეს“, ახლა, რაც ძალიან გამდიდრდა და თავი კიტრი ჰგონია, ისეთი „კდემა“ და „ბრძენთაბრძენი ელენე“ გახდა, რომ მისი „სიდიადე“ თვალს მოგჭრის, არადა, სახლში, შინაურებში, ისევ ისეთი „ხამკა“ და ბაზრის ქალია, რაც მანამდე იყო, უბრალოდ, ტყავი გამოიცვალა. არ მიყვარს ასეთი ადამიანები, სინამდვილეში ყველაფრის მკადრებლები რომ არიან და მატრონები და დივები რომ ჰგონიათ თავი. საწყალი ქმარი შეკლული ჰყავს ხელში, ისე დააჩმორა, მგონი, კაცობა აღარ შერჩა. სულ თავს აყვედრის, არადა, ისეთი ალქაჯია, იმ სულელის მეტი ვინ ითხოვდა.
შეიძლება, ვინმეს ეგონოს, რომ იმ ქალის მიმართ რამე შური ან ბოღმა მალაპარაკებს. გეფიცებით, ასე არაა. ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთის რამე შემშურდეს. უბრალოდ, ვღიზიანდები, როდესაც ასეთი ადამიანი საწყალს ზემოდან უყურებს, ჩაგრავს და შემწყნარებლური ღიმილით ამცირებს.
მაგდა, 40 წლის.

скачать dle 11.3