რისი მოყოლა შეუძლია თქვენზე პიცას
ჩვენი ექსკლუზიური ტესტი არა მხოლოდ საკუთარი თავის შეცნობაში, არამედ თქვენი მეგობრის პიროვნული თვისებების გამოცნობაში დაგეხმარებათ. მთავარია იცოდეთ, რომელი პიცა გიყვართ თქვენ და რომელს მიანიჭებდა ის უპირატესობას. წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული პიცების ასორტიმენტი, აირჩიეთ სასურველი და შემდეგ ნახეთ შედეგი ნუმერაციის მიხედვით:
1. ჩვეულებრივი პიცა; 2. პიცა სოკოთი; 3. პიცა „პეპერონე”; 4. პიცა ძეხვითა და წიწაკით; 5. პიცა „4 ყველი”; 6. ხორციანი პიცა; 7. ვეგეტარიანული პიცა; 8. პიცა ყველაფრით.
შედეგები:
1. მშვიდი, საიმედო
გულსართს ყველი და ტომატი აუცილებლად ექნება და, თუ ამაზე თანახმა ხართ და სხვა გულსართი აღარ გსურთ, თავდაჯერებული ადამიანი ყოფილხართ და იცავთ საკუთარ მოსაზრებებს. გარშემო მყოფებს შეუძლიათ, თქვენი იმედი იქონიონ, თუმცა, ისიც შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ხშირად გრძნობთ თავს არაკომფორტულად.
2. გულუხვი, უბრალო
პიცას სოკო განსაკუთრებულ არომატს სძენს. თუ ასეთ პიცას ამჯობინებთ, ურთიერთობისთვის გახსნილი ადამიანი ხართ და ნებისმიერთან შეგიძლიათ, გამონახოთ საერთო ენა. ადამიანები ისწრაფვიან თქვენკენ, რადგან მათთვის არ გენანებათ არც დრო, არც ენერგია და არც სიყვარული.
3. მხიარული, მზრუნველი
ყველაზე პოპულარული პიცის სახეობაა. თუ უპირატესობას მას ანიჭებთ, ეს იგი, საყვარელ ადამიანებზე გადაყოლილი ხართ. გარშემო მყოფები ისწრაფვიან თქვენკენ, რადგან, სხვებისგან განსხვავებით, მომხდარისგან დრამას არ ქმნით. თუ სიტუაცია მწყობრიდან გამოვა, მშვიდად აგვარებთ ყველაფერს. იუმორის გრძნობა გაქვთ და ხშირად დასცინით საკუთარ წარუმატებლობას.
4. გაწონასწორებული, გამგები
ხორცი და ბოსტნეული იდეალურად აბალანსებს ერთმანეთს. ცდილობთ, ცხოვრებაც დააბალანსოთ. კრიტიკასა და ახალ შემოთავაზებებს ადეკვატურად იღებთ. დღითი დღე იხვეწებით, ახალ-ახალი იდეები გებადებათ და ახლობლებიც ხშირად გაკითხავენ რჩევისთვის.
5. მიზანდასახული, შემწყნარებლური
პიცაში თქვენი საყვარელი ნაწილი ყველია? მომზადებისას ცდილობთ, ის ხაჭაპურად გადააქციოთ. საკუთარი თავისგან მაქსიმალურ შედეგს ითხოვთ. იცით, რა გსურთ და დაუბრკოლებლად მიიწევთ მიზნისკენ. საკუთარ თავს ხშირად ანებივრებთ და ცდილობთ, ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ.
6. გულახდილი, ამაყი
რისი თქმა შეუძლია თქვენ მიერ შეკვეთილ, ხორცით დატვირთულ პიცას?! ხმაურიანი და ამაყი პიროვნება ხართ. თამამად აცხადებთ საკუთარ მოთხოვნებს და გამოხატავთ გრძნობებს. ამაყობთ საკუთარი ოჯახით, ეროვნებით, მიღწევებით. გიყვართ საკუთარი თავი და ყველა ის მიღწევა, რასაც ცხოვრებაში მიაღწიეთ.
7. მგრძნობიარე, გულჩათხრობილი
თუ ბოსტნეული გიყვართ, რატომ არ უნდა შეუკვეთოთ ვეგეტარიანული პიცა? მისი მოყვარული ადამიანი მეტად მგრძნობიარეა, ბავშვურიც კი. მას ადვილად შეუძლია გრძნობების გამოხატვა. მაგრამ ამაში ცუდი არაფერია. თქვენ ყველაფერს მიაღწევთ, რაც გსურთ, თუმცა, გარშემო მყოფებისთვის საკუთარი გრძნობების გაზიარება არ გიყვართ. სამყაროს გააოცებთ, თუ საკუთარ აზრებს გაუზიარებთ.
8. გაუბედავი, სტუმართმოყვარე
რატომ უნდა აირჩიოთ მხოლოდ ერთი გულსართი, თუკი შეგიძლიათ, რომ ყველა ერთად გამოიყენოთ? შეიძლება, იმდენად გიჭირთ არჩევნის გაკეთება, რომ ერთის ნაცვლად ყველაფერს ერთად ამჯობინებთ. სტუმართმოყვარე ხართ. მუდამ ცდილობთ, სტუმარმა თქვენს სახლში თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ ოჯახში. როცა პიცას რამდენიმენაირ გულსართს უკეთებთ, ზუსტად იცით, რომ ყველა იპოვის თავის საყვარელ ლუკმას. გარშემო მყოფებისთვის საიმედო საყრდენი ხართ.