კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი

კითხვა: თუ შეიძლება, მასწავლეთ სკრაბის დასამზადებელი შინაური რეცეპტი (სახისთვის და სხეულისთვის).
პასუხი: 1) ფორთოხლის გამხმარი ქერქი დაფქვით ყავის საფქვავში, შეურიეთ არაჟანი (უნდა მიიღოთ სქელი კონსისტენციის მასა) და წაისვით სახეზე (თვალების ზონის გარდა), ყელსა და დეკოლტეზე. გაიჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ წრიული მოძრაობით დაიმასაჟეთ სველი და გაწურული დოლბანდის ტამპონით. ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით თქვენი კანის შესაფერისი მკვებავი.
2) კაკლის ან თხილის ნაჭუჭი დაფქვით ყავის საფქვავში (1-2 სადილის კოვზი – გააჩნია, რამდენი გჭირდებათ), დაუმატეთ იმავე რაოდენობის არაჟანი, გახეხილი ბოლოკი და იმდენი გვირილის ნახარში, რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ. წაისვით პრობლემურ ადგილებზე და 20 წუთის შემდეგ გაიკეთეთ პილინგი. ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.
კითხვა: დილაობით შეშუპებული ქუთუთოებით ვიღვიძებ. არაფერი არ მჭირს, ალბათ, იმის ბრალია, რომ სიცხის გამო ბევრ წყალს ვსვამ. როგორ გავუმკლავდე ამ პრობლემას?
პასუხი: ამ პრობლემის მოსაგვარებლად გამოგადგებათ უკვე გამოყენებული ჩაის პაკეტი (პიტნის ჩაის, მწვანე ჩაის ან შავი ჩაის): კარგად გააგრილეთ ის, ოდნავ დაწურეთ და მჭიდროდ დაიფინეთ დახუჭულ თვალებზე 15 წუთის განმავლობაში. პერიოდულად პაკეტები შეაგრილეთ და ისევ დაიფინეთ.
კითხვა: ვიცი, რომ კვერცხის ნაჭუჭი ამაგრებს თმასა და ფრჩხილებს, მაგრამ, არ ვიცი, როგორ უნდა მივიღო. იქნებ თქვენ დამეხმაროთ?
პასუხი: კვერცხის ნაჭუჭი მართლაც არის კალციუმის წყარო, რაც აუცილებელია ძვლების, თმისა და ფრჩხილების გასამაგრებლად.
1 ცალი უმი კვერცხის ნაჭუჭი კარგად გარეცხეთ, მოაშორეთ შიგნიდან გამოკრული თეთრი აპკი, გააშრეთ და დანაყეთ ისე, რომ  ფქვილივით დაიფხვნას. შეურიეთ 1 სადილის კოვზი ახალგამოწურული ლიმონის წვენი (ასე უფრო კარგად შეითვისებს ორგანიზმი) და მოასხით სალათას დღეში ერთხელ.

скачать dle 11.3