კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ზოდიაქოს ნიშნები არიან ფინანსურად იღბლიანები

თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულება და მიდგომა აქვს. შესაბამისად, არსებობენ ნიშნებს შორის გამორჩეულად ეკონომიურად ფულის მხარჯველი, ან, პირიქით, მფლანგველი ადამიანები. მაგალითად:
ვერძი – მისი სურვილი, დაიკავოს პირველი ადგილი საზოგადოებაში, ხანდახან ფინანსურ სფეროშიც ვლინდება. შრომისმოყვარეა და საკმაოდ სარფიანი იდეებიც მოსდის თავში, რომლებსაც, არცთუ იშვიათად, ფულის მოტანაც შეუძლია. მთავარია, მან საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას დიპლომატია გამოიყენოს, რაც მის ნაბიჯებს ფინანსური კეთიდლღეობისკენ კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის.
კურო – მაქსიმალისტია, იბრძვის, რომ ფინანსური კუთხით სხვებზე მეტად წარმატებული იყოს, თუმცა, ხშირად ვერ აკეთებს სწორ გათვლებს და ფულში ნაკლებად უმართლებს.
ტყუპები – საკმაოდ მფლანგველია. უყვარს ფინანსების უაზროდ ხარჯვა. მთავარია, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულმა ადამიანებმა ფულის ყადრი და დაზოგვა ისწავლონ.
კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ფულის შოვნის კარგი ალღო ქვს. ის ყოველთვის ცდილობს, იქ მოხვდეს, სადაც ფულის შოვნა შეიძლება. არც ფულის დაზოგვა უყვარს და, შეუძლია ხელის ერთი მოსმით დახარჯოს ის, რაც კარგა ხნის განმავლობაში, დიდი შრომით მოიპოვა.
ლომი – უყვარს მიზანმიმართულად ფინანსების ხარჯვა. ცდილობს, შრომით მოპოვებული ფინანსები კიდევ უფრო მომგებიან საქმეში დააბანდოს, თუმცა, აზარტულია და, არ არის გამორიცხული, ამის გამო, წლობით ნაგროვები ფინანსები ერთ დღეში გაფლანგოს.
ქალწული – თავს არ ზოგავს, რომ ფული იშოვოს. ეკონომიურობაც ახასიათებს და ფულის მიზნმიმართულად ხარჯვაც. იცის, როგორ იმოქმედოს კოლეგებთან და ხელმძღვანელ პირებთან, რომ მათი მხრიდან ნდობა დაიმსახუროს და ეს  მის ფინანსებზეც დადებითად აისახება.
სასწორი –  ყოველთვის ცდილობს, იშოვოს ფული. პარტნიორების თვალში ის ადვილად ახერხებს კარგი რეპუტაციის მოპოვებას. ამ ნიშნით დაბადებულებს გამდიდრების შანსი აქვთ, თუკი ბარიერებს არ შეუშინდებიან.
მორიელი – ფინანსებში უმართლებთ, მთავარია, კარგად გააცნობიერონ და დაგეგმონ საკუთარი საქმე და გააზრებულად გადადგან წინ ნაბიჯები. საკმაოდ კარგი მმართველები არიან  და მახვილი ინტუიციით გამოირჩევიან.
მშვილდოსანი – ფულის ხარჯვა უყვართ. მათთვის ფულის დაგროვება წარმოუდგენელია, თუმცა უფულობას იშვიათად უჩივიან და შემოსავლის წყაროს ყოველთვის პოულობენ. არც შრომა ეზარებათ და, შესაბამისად, კარგი საქმიანი პარტნიორებიც არიან.
თხის რქა – ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს არ უყვარს აჩქარებული და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება ფინანსურ საკითხებში. ის არასდროს იმუშავებს იმ საქმეზე, რაც მის რეპუტაციას შელახავს. უყვარს ფულის გამომუშავებაც და მისი ხარჯვაც.
მერწყული – შრომისმოყვარეობით არ გამოირჩევიან, თუმცა უყვართ ფულის გამომუშავება. ხშირად არ უმართლებთ ფინანსურ საკითხებში, მაგრამ მოთმინებას არ კარგავენ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ფიზიკურ შრომას გონებრივს ამჯობინებენ.
თევზები – არასდროს წუწუნებენ უფულობაზე, ჰყოფნით ის, რასაც გამოიმუშავებენ. მთავარია, აკეთონ ის საქმე, რაც მათ უყვართ. გამოირჩევიან ეკონომიურობით და ყოველთვის აქვთ გადანახული დანაზოგი.

скачать dle 11.3