კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოლექტიური გონი

– დაანებე, ბიჭო, მაგ ტელეფონს თავი და მელაპარაკეო! – უთხრა მამამ ტელეფონში თავჩარგულ შვილს.
– მოიცა, რა, ინტერნეტში მაგარი რაღაც გავაძრეო! – ტელეფონიდან თავაუღებლად უპასუხა შვილმა.
– ეგ ინტერნეტი იქნება, რომ დაგვამარცხებსო!
– ინტერნეტმა როგორ უნდა დაგვამარცხოსო? – ჰკითხა შვილმა და ტელეფონი მაგიდაზე დადო.
– სტადიონზე ყოფილხარო?
– კიო.
– გიღრიალიაო?
– მიღრიალიაო!
– გისტვენიაო?
– მისტვენიაო.
– მსაჯისთვის გიგინებიაო?
– მიგინებიაო.
– იმავეს ქუჩაში გააკეთებო? – ჰკითხა მამამ.
– ალბათ, არაო! – მიუგო შვილმა.
– კარგი, მიტინგზე თუ ყოფილხარო?!
– კიო.
– ორატორების სიტყვით გამოსვლები მოგწონდაო?
– კი, მომწონდაო!
– ახლაც მოგწონსო?
– არა, ახლა არაო!
– აი, მაგაშია საქმე: ორივე შემთხვევაში შენ კოლექტიურ გონს დაემორჩილეო!
– ეგ როგორო?
– როცა ხალხის დიდი რაოდენობა ერთი მოვლენის ან იდეის გარშემო იკრიბება, ჩაირთვება კოლექტიური აზროვნება, რომელსაც ყველა მონაწილე ემორჩილებაო.
– მერე, ეგ ინტერნეტთან რა კავშირშიაო? – ჰკითხა შვილმა.
– ახლავე აგიხსნიო! – თქვა მამამ და სკამზე მოხერხებულად მოკალათდა.
– ცალკე, ერთი ჭიანჭველა რომ ავიღოთ, მას ძალიან პრიმიტიული აზროვნების უნარი აქვს, რომელიც მხოლოდ ინსტინქტებით შემოიფარგლება, რაც იმას ნიშნავს, რომ არ აქვს ლოგიკური აზროვნება, მაგრამ, საკმარისია, ჭიანჭველების დიდი რაოდენობა შეიკრიბოს, რომ უჩნდებათ ლოგიკური აზროვნების უნარიო!
– მერე, ეგ ლოგიკური აზროვნება რაში გამოიხატებაო?
– სხვა ჭიანჭველებთან საომრად მიდიან და წინასწარ არ იციან, გაიმარჯვებენ თუ დამარცხდებიან. ირჩევენ ბელადს, შეიმუშავებენ ომის სტრატეგიასა და ტაქტიკას, ფლანგებად დაიყოფიან და სხვადასხვა მხრიდან უტევენ მტერს. ახლა, ვისაც თავს ესხმიან, ის ჭიანჭველები ვნახოთ: თუ დაინახავენ, რომ რაოდენობით მტერს არ ჩამოუვარდებიან, ბუდისგან მოშორებით გადიან და იქ გაშლილ ველზე ხვდებიან მოწინააღმდეგეს. იმ შემთხვევაში, თუ მტერზე ნაკლებნი არიან, ბუდიდან არ გადიან, რომ არ გაიშალონ და ძალები არ დაექსაქსოთ. ომს იგებენ ან აგებენ, მოგებულს ალაფი მიაქვს და ტყვეები მიჰყავს. ამას ინსტინქტით ვერ გააკეთებენ, ლოგიკური აზროვნება სჭირდებაო!
– მერეო? – ხუმრობის კილოთი ჰკითხა შვილმა.
– მერე ის, რომ ელემენტარულ აზროვნებებს, გარდა უნარისა, მიდრეკილებაც აქვთ, რომ კოლექტიურ აზროვნებად გაერთიანდნენ და მას დაემორჩილონო!
– საღოლ, ჭიანჭველები, მაგრამ ინტერნეტთან მაინც ვერ დავაკავშირეო!
– კომპიუტერები და მობილურები, ყველა, ინტერნეტითაა დაკავშირებული, როგორც ჭიანჭველებს უჩნდებათ კოლექტიური გონი და მას ემორჩილებიან, არ არის გამორიცხული, რომ ინტერნეტსაც გაუჩნდეს კოლექტიური გონი და ყველა კომპიუტერი თუ მობილური დაიქვემდებაროს. მთელ საბანკო სისტემას, კავშირგაბმულობას, მრეწველობას, მანქანა–დანადგარებს, ენერგეტიკას და მსოფლიო უსაფრთხოების სისტემას კომპიუტერები მართავენ. შენ წარმოიდგინე, რა მოხდება, ინტერნეტმა დამოუკიდებელი აზროვნება რომ დაიწყოსო!
– რა მოხდებაო?
– ომს გამოგვიცხადებენ და აუცილებლად დავმარცხდებითო!
– ეგ როდის მოხდებაო? – სამზარეულოდან იკითხა დედამ.
– კომპიუტერს ჭიანჭველას აზროვნებამდე აღარაფერი უკლია, მთავარია, ჩვენ არ ვიყოთ ინტერნეტზე მთლიანად დამოკიდებულიო! – უპასუხა მამამ.
ბოლო სიტყვები შვილს არ გაუგონია, რადგან ტელეფონი ეჭირა ხელში და ინტერნეტში იქექებოდა...

скачать dle 11.3