კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დააქვეითა სტალინმა რიგითამდე ჟუკოვის ერთ-ერთი ხელქვეითი გენერალ-მაიორი

მიუხედავად იმისა, რომ სტალინი პროფესიონალი სამხედრო არ ყოფილა, ის ბრწყინვალედ ერკვეოდა სამხედრო ხელოვნებაში და ამ მხრივ, გამოცდილ „შტაბისტებსაც“ არაფერში ჩამოუვარდებოდა. ისტორიის დოქტორი იური პასენკოვი წერს: „სტალინს არასოდეს შეუსწავლია სამხედრო საქმე შესაბამისი პროფილის სასწავლებელში. მიუხედავად ამისა, საბჭოთა ბელადი უმაღლეს დონეზე ფლობდა სამხედრო სტრატეგიისა და ტექნიკის ცოდნას და მეორე მსოფლიო ომში მის გარეშე არ დაგეგმილა არცერთი წარმატებული ოპერაცია. სტალინმა ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის დროს გამოიჩინა გენიალური მხედართმთავრის ნიჭი, როდესაც ტროცკის მიერ „ჩაფლავებული ფრონტი“ გამოასწორა და წითელ არმიას სამხრეთ მიმართულებაზე ისეთი დიდი უპირატესობა მოაპოვებინა, რამაც საბოლოო როლი ითამაშა ომში გამარჯვებისთვის.
მარშალი გიორგი ჟუკოვი თავის მემუარებში წერს: „სტალინი ვერ იტანდა პირობითობას, უზუსტობას და როდესაც მასთან მოხსენებით შედიოდი, ყველაფერი აბსოლუტური სიზუსტით უნდა გქონოდა დამუშავებული, რომ ყველა მის კითხვაზე შეგძლებოდა პასუხი. კითხვებს კი სტალინი უამრავს იძლეოდა... ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ მან ყველა დასმულ კითხვაზე იცოდა პასუხი. მშვენივრად ერკვეოდა სიტუაციაში და ვერ მოატყუებდი. ვინც კი თვალთმაქცობას შეეცდებოდა, სტალინი უმკაცრესად სჯიდა და შეიძლება, დაეხვრიტა კიდეც, რაც არაერთხელ მომხდარა. რომ არა  ასეთი სიმკაცრე, დიდი სამამულო ომის მოგება შეუძლებელი იქნებოდა...“
თავის მემუარებში ჟუკოვი არ აკონკრეტებს, მაგრამ სწორედ ერთ-ერთი მისი შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი როხლინსკი დასაჯა სტალინმა, როდესაც მას ცბიერება შეამჩნია. როხლინსკი ეგრეთ წოდებულ „სიცოცხლის გზაზე“ იყო პასუხისმგებელი, რომლითაც ბლოკადაში მოქცეულ ლენინგრადში გაყინული ლადოგისა და ონეგის ტბებიდან საკვები პროდუქტები და საბრძოლო მასალები შეჰქონდათ. ჟუკოვი იმ დროს ლენინგრადის ფრონტს ხელმძღვანელობდა და მძიმე მდგომარეობის გამო, ფრონტის წინა ხაზზე მოსკოვში, სტალინთან მოხსენებისთვის ვერ გადაფრინდა. ამიტომ, როხლინსკი გაუშვა, რომელსაც საიდუმლო მოხსენებაც თან გაატანა. ჟუკოვის წერილს რომ გაეცნო, სტალინმა გამოჯგიმულ როხლინსკის უთხრა:
– ლენინგრადში სურსათისა და საბრძოლო მასალებით მომარაგებაზე პასუხისმგებელი თქვენ ხართ და როგორ მოხდა, გენერალ-მაიორო, რომ ათასი დატვირთული მანქანიდან მხოლოდ ნახევარი გაიგზავნა დანიშნულების ადგილზე, მეორე ნახევარი კი ჯერაც არსად გასულა.
– სიცივის გამო, ამხანაგო სტალინ. ამერიკული სატვირთოები ვერ უძლებენ ჩვენს ყინვას და იყინებიან, – იცრუა როხლინსკიმ, რადგან პროდუქტები და საბრძოლო მასალები არა ამერიკული, არამედ საბჭოთა სატვირთოებით გადაჰქონდათ. ისინი კი რუსულ ყინვას უძლებდნენ. ეს ყველაფერი მშვენივრად იცოდა სტალინმა და ტვირთის შეყოვნება როხლინსკის უთაობის ბრალი იყო. ამიტომ, საბჭოთა ბელადმა შუა სხდომის დროს ააგლეჯინა გენერლის სამხრეები როხლინსკისთვის ვლასიკს და უკვე ყოფილ გენერალს უთხრა:
– რიგითო როხლინსკი, აქედან პირდაპირ წინა ხაზზე გაემართებით საჯარიმო ქვედანაყოფის შემადგენლობაში თქვენი დანაშაულის გამოსასყიდად. ნაბიჯით იარ!
როხლინსკი ერთი კვირის შემდეგ დაიღუპა მოსკოვის მისადგომებთან. მან სხეულზე ყუმბარები შემოიხვია და შეტევაზე გადმოსულ ერთ-ერთ ფაშისტურ ტანკს შეუვარდა და შეაჩერა, რომელმაც ფრონტი გაარღვია... როხლინსკის ამ გმირობის გამო საბრძოლო წითელი დროშის ორდენი მიანიჭეს სიკვდილის შემდეგ. სტალინის ბრძანებით კი, გენერალ-მაიორობა აღუდგინეს და მისი სხეულის ნარჩენები სათანადო პატივით დაკრძალეს.
ამერიკელი ისტორიკოს-ფსიქოლოგი ენდრიუ ირვინგი წერს: „როხლინსკისა და მისნაირების თავგანწირვამ გაამარჯვებინა საბჭოეთს მეორე მსოფლიო ომში. მსგავსი თავგანწირვა კი სტალინის უზომო სისასტიკის შედეგი იყო. საბჭოთა ბელადს მარტივი გათვლა ჰქონდა. ის (სტალინი) ისეთ პირობებში აყენებდა დისციპლინის დამრღვევს, რომ ამ უკანასკნელს იმის გარდა, აღარაფერი დარჩენოდა,  თავი გაეწირა და სხვებისთვის მაგალითი გამხდარიყო. მაგალითი კი გადამდებია, მით უმეტეს, ომის დროს და თანაც სტალინური სახელმწიფოს პერიოდში... ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, საბჭოეთმა იმიტომ მოუგო ფაშისტებს, რომ სტალინმა მათ უამრავი ადამიანი შეაწყვიტა. ჰიტლერს კი არც ტყვიები და არც ჯარისკაცები ეყო მათ დასამარცხებლად...“
ამერიკელის ასეთი ირონია სტალინის მიმართ გასაკვირი არაა და უარესებიც წაგვიკითხავს, მაგრამ ირვინგის სიტყვებშიც შეგვიძლია აღმოვაჩინოთ რაციონალური მარცვალი. „ტყვიების გათავების“ რა მოგახსენოთ, მაგრამ ფაქტია, რომ „ზა სტალინა“ (სტალინისთვის) ძახილით მართლაც უვარდებოდნენ ტანკებს არა მხოლოდ რუსები, არამედ საბჭოთა კავშირის სხვა ეროვნების ადამიანებიც. სწორედ ასეთმა ერთსულოვნებამ დაამარცხა ფაშიზმი. ამ ერთსულოვნების მწვერვალი და შემდუღაბებელი კი, რა თქმა უნდა, ბელადი სტალინი იყო...
ჟუკოვი წერს: „სტალინი, უდავოდ, ქარიზმატული პიროვნება იყო, მაგრამ ეს ქარიზმა არც ქარის მოტანილი გახლდათ და არც ხელოვნურად შექმნილი. ის (ქარიზმა) სრულიად დამსახურებულად ჰქონდა სტალინს, რადგან საბჭოთა ბელადი ცხოვრების ყველა სფეროში დიდ ცოდნასა და ერუდიციას ავლენდა. სწორედ აქედან გამომდინარე იყო ისეთი მმართველი, ვისაც არა მხოლოდ საბჭოეთში, არამედ მთელ მსოფლიოში არ ჰყავდა ბადალი. პროფესორთან ის პროფესორი იყო, მარშალთან – მარშალი, რიგითთან კი – რიგითი და მიუხედავად იმისა, რომ თავის უპირატესობას არასდროს არავისთან უსვამდა ხაზს, ასეთი რამ თავისთავად ხდებოდა... ერთხელ, რომელიღაც დოკუმენტური ფილმისთვის სტალინის კრემლში ჩაწერა გახდა საჭირო და მის კაბინეტში სრულიად ახალგაზრდა კინოოპერატორი სტეპან რილეევი მიიყვანეს. ოცდახუთიოდე წლის ყმაწვილმა კამერა დააყენა, გაასწორა და გადაღებისთვის მოემზადა. ამ დროს გამოჩნდა სტალინიც... რილეევი მას პირველად ხედავდა პირისპირ და ისე აღელდა, რომ ხელები აუკანკალდა და გადაღებას ვერ ახერხებდა. ბელადი, რა თქმა უნდა, ყველაფერს მიხვდა და ოპერატორს რომ ჰკითხა, რა სჭირდა, რილეევმა ბელადს უპასუხა:
– პირველად გხედავთ, ამხანაგო სტალინ. მეშინია და ხელები მიკანკალებს.
სტალინს გაეცინა და მიუგო:
– მეც პირველად გხედავთ, მაგრამ ხომ არ მეშინია თქვენი და არც ხელები მიკანკალებს? მოდი, ჩაი დავლიოთ და გადაღება მერე განვაგრძოთ...
სტალინმა თავისი ხელით დაუსხა ოპერატორს ჩაი. მიაწოდა და როდესაც დალიეს და რილეევი დამშვიდდა, მშვენივრადაც გადაუღო სტალინს...“
 მოგვიანებით, უკვე ცნობილი კინოდოკუმენტალისტი რილეევი წერდა, რომ სტალინთან შეხვედრამ მასზე დადებითი ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინა და ეს მუხტი მას ღრმა სიბერემდე გაჰყვა...
ვერ  ვიტყვით, რომ სტალინის მუხტი დადებითი იყო ან უარყოფითი, კეთილი ან ბოროტი. ის იყო „სტალინის მუხტი“, ანუ ის ძალა, რომელიც ადამიანს თრგუნავდა და ძალით აღავსებდა, ტანკის ქვეშ აგდებდა და მწვერვალზე აჰყავდა, შრომისა და ომის გმირობისკენ უბიძგებდა.“

скачать dle 11.3