კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფრაზები, რომლებიც ურთიერთობებს კლავს



სიტყვები ხანდახან იარაღზე ძლიერად აყენებს ჭრილობას. ადამიანებს შორის  ურთიერთობები ხანგრძლივი და ბედნიერი რომ იყოს, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო.
ფსიქოლოგები გვირჩევენ: იყავით ფრთხილად ამ  ფრაზებთან, თუ არ გსურთ ურთიერთობის გაფუჭება  საყვარელ      ადამიანთან.
1. „შენ არასოდეს რეცხავ ჭურჭელს, მუდამ ონკანის ნიჟარაში, ან  მაგიდაზე  ტოვებ,” – საუბრის ბრალდებით დაწყებით, პარტნიორს აიძულებთ,  მაშინვე აგრესიულად დაიცვას თავი. თქვენ თავად არჩევთ ამ ტონს, თუ მსგავს ფრაზებს ხმარობთ. სავარაუდოდ, 2 წუთში საუბრის თემა არავის გაახსენდება, მაგრამ მალევე ახალი თემები წამოიჭრება და არცთუ სასიამოვნო. სტილი კი დარჩება: „თავს გესხმი!” რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კამათითა და კონფლიქტით დასრულდება. კატეგორიულობა დაუშვებელია, არასოდეს გამოიყენოთ ფრაზები: „შენ არასდროს”, „შენ მუდამ” და ასე შემდეგ.
2. „შენ საშინელი ქმარი... საყვარელი ხარ”  – ეს არაა მხოლოდ სიტყვები, ეს გახლავთ თავმოყვარეობის შელახვა, რომლის დავიწყება რთულია. თქვენ შეურაცხყოფთ იმ როლს, რომლებთანაც თქვენი პარტნიორი, როგორც პიროვნება, იდენტიფიცირებას ახდენს. ნუ დააყენებთ მათ ეჭვქვეშ, უმჯობესია, შეაქოთ მამაკაცი და ნახავთ, თუ როგორ შეიცვლება ის უკეთესობისკენ.
3. „შენ ზუსტად დედაშენივით ლაპარაკობ” – კამათის დროს ისაუბრეთ მხოლოდ თქვენ ორზე. ნათესავებთან საწყენი შედარებები - ეს არა მხოლოდ უსამართლო და უადგილოა, არამედ საკუთარი პრობლემებისგან თავის დაღწევის მცდელობას ჰგავს. ამ ყველაფერს კონფლიქტის გამწვავებამდე მიყავხართ.
4. „ვერ ვიტან, როცა ასე იქცევი” (ნათქვამი სამეგობრო ან ნათესავთა წრეში) – მეუღლის დამცირება სხვების თანდასწრებით – ეს გახლავთ აბსოლუტური  „არა”  ნებისმიერი ქორწინებისთვის. მამაკაცები ისე არიან მოწყობილები, რომ  თუ მსგავს ფრაზას ერთი-ერთზე ეტყვით, თქვენი პარტნიორი, სავარაუდოდ, მშვიდად მიიღებს. ამ შემთხვევაში, საქმე კონკრეტულ ფრაზაშიც კი არ არის, არამედ იმაში, რომ თქვენი მეუღლისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების თვალწინ,  მისი ამა თუ იმ ქმედებისადმი სიძულვილს ავლენთ. ამიტომ, იცოდეთ, უარყოფითი რეაქცია არ დააყოვნებს.
5. „გგონია, ყველაზე უკეთესი ხარ?” – ეს გახლავთ ტკივილისა და შხამის ორმაგი დოზა. თქვენ ღიად აფიქსირებთ ეჭვს იმის თაობაზე, რომ პარტნიორი თქვენთვის ღირებულია. თქვენ ხომ არ შეგიძლიათ მისი აზრების წაკითხვა, არ შეგიძლიათ იცოდეთ, თუ რაზე ფიქრობს, რას განიცდის. ამიტომ, ეს მოსაზრება თქვენთვის დაიტოვეთ. ხმამაღლა არ წარმოთქვათ, თუ მისთვის გულის ტკენა არ გინდათ.
6. „შენ არ უნდა აღიქვა ეს ასე” – არაფერია ისე დამამცირებელი, როგორც მიუთითო ვინმეს, თუ როგორ იფიქროს ან იგრძნოს ამა თუ იმ სიტუაციაში. ყოველ ადამიანს აქვს საკუთარი გრძნობებისა და აღქმის უფლება. არ არსებობს სიტუაციის მიმართ არასწორი დამოკიდებულება. გრძნობები, უბრალოდ, ჩნდება ისე, როგორიც არის. უმჯობესია, ჰკითხოთ პარტნიორს, თუ რატომ აღიქვამს ის სწორედ ასე, თუ რატომ არის ის განაწყენებული.
7. „მე მას თითქმის არ ვიცნობ, ჩვენ, უბრალოდ, ერთად ვმუშაობთ” – ეს, პრაქტიკულად, გარდაუვალია. თქვენი ერთობლივი ცხოვრების პერიოდში პარტნიორი ერთხელ მაინც იეჭვიანებს რომელიმე კოლეგაზე. ნუ გაიმართლებთ თავს, ნუ ეცდებით თემის ჩახშობას და საუბრის ობიექტისადმი გულგრილი დამოკიდებულების დემონსტრირებას. ფსიქოლოგების რჩევით, მსგავს სიტუაციაში უმჯობესია, ყველაფრის აღიარება: „დიახ, ვიცი, რომ ეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მომეწონა ჩვენი ახალი მენეჯერი. ის ისეთი მხიარულია, შენს თავს მაგონებს შენი იუმორის გრძნობით”. ნუ შეგაშინებთ მსგავსი ფრაზები, თქვენს პარტნიორსაც ხომ აქვს ურთიერთობა სხვებთან და ვინმე მასაც მოსწონს. მსგავსი საუბარი ურთიერთნდობას გაამყარებს.
8.„შენ, მოიმატე?” – გარეგნობის არაკონსტრუქციული კრიტიკა ურთიერთობისთვის დამანგრეველია. მამაკაცისთვის ეს ორმაგად უსიამოვნოა, რადგან ეუბნებით მას, რომ საკმარისად კარგი არ არის. ასეთ თემებთან დელიკატურობა გმართებთ.
9.„როგორ ფიქრობ, მოვიმატე?” გარეგნობაში ცვლილებებზე შეკითხვები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული უცნაური შეკითხვებია. როდესაც მსგავს კითხვას სვამთ, სინამდვილეში პარტნიორს ეუბნებით: „ვიცი, წონაში მოვიმატე. ამის გამო ცუდ გუნებაზე ვარ და მინდა შენგან გავიგო, რომ ყველაფერი რიგზეა”.
10. „ნუ დამელოდები” (ძილის წინ ნათქვამი ფრაზა) – ეს, თითქოსდა უწყინარი ფრაზა, სინამდვილეში ნიშნავს, რომ დაძინებას პარტნიორის გარეშე აპირებთ. თუ ხშირად იმეორებთ, შესაძლოა, ამან ურთიერთობის გაფუჭებაში დიდი როლი შეასრულოს. ერთობლივი ძილი უნდა აღიქვათ, როგორც პარტნიორთან ურთიერთობის განმტკიცების ფაქტორი. ეს ფიზიკური სიახლოვის ძლიერი ფორმაა, სექსით და მის გარეშეც. ცალ-ცალკე ძილი ან სხვადასხვა საწოლში – პარტნიორთან ახლო ურთიერთობის დანგრევის საწინდარია.

მართალი საკუთარ
თავთან...

ხშირი უსიამოვნება... წარუმატებლობა... გაუთვალისწინებელი პრობლემები და დაბრკოლებები... ზოგჯერ სერიოზული მარცხიც – სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი ხართ და თქვენგან აღარაფერი გამოვა. მთავარია, არ მოატყუოთ საკუთარი თავი და არ შექმნათ ტრაგედია წვრილმანისგან. რთული პერიოდები აქვს ყველას, მათ შორის ძალიან წარმატებულ ადამიანებსაც.
სამწუხაროდ, ყოველთვის არ შეგიძლიათ, დაასახელოთ თქვენი შინაგანი დისკომფორტის ჭეშმარიტი მიზეზი. მხოლოდ ხვდებით, რომ რაღაც ისე არ არის: ურთიერთობა დაიძაბა, გახშირდა ჩხუბი... თავში სულ ცუდი, უსიამოვნო აზრები მოგდით... ნერვიულობთ... გამოსავალს ვერ პოულობთ. უნდა დაიწყოთ იმით, რომ ეძებოთ მიზეზი და აღიაროთ ის საკუთარ თავთან. სიმართლე აუცილებელია. მაგალითად, უნდა მიხვდეთ, რა გაღიზიანებთ და განერვიულებთ... რა იწვევს თქვენში აგრესიას... რა არის თქვენთვის მიუღებელი... მთავარია, არ მოეშვათ, თორემ პრობლემებიც გაღრმავდება და თქვენი მდგომარეობაც დამძიმდება. დამშვიდდით და ისე დააკვირდით საკუთარ თავს. ყოველი მარცხის, ნერვიულობის, სტრესის შემდეგ, გააანალიზეთ მომხდარი და თუკი სადმე შეცდომა დაუშვით, აღიარეთ. ეს არ ნიშნავს, არც თვითგვემას და არც დეპრესიაში ჩავარდნას – თავიც არ უნდა დაისაჯოთ – ამისი აუცილებლობა არ არსებობს. მთავარია, სიმართლე იცოდეთ, რომ შემდგომში მსგავსი შეცდომებისგან თავი დაიზღვიოთ.
რას ნიშნავს, იყო მართალი საკუთარ თავთან. არ მოიტყუო მაშინ, როცა რეალობა იცი... დააკვირდით და მიხვდებით, რომ ამას საკმაოდ ხშირად აკეთებთ, რაც, საბოლოოდ, ისევ თქვენ გაზარალებთ.

скачать dle 11.3