კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას არ დათანხმდება გიორგი ძამუკაშვილი მილიონის სანაცვლოდ და რის გამო დაუწერა მას ქულა ნოდარ ხადურმა

მსახიობი გიორგი ძამუკაშვილი მაყურებელმა სერიალ „ქერჩიდან“ გაიცნო, თუმცა სხვადასხვა პოპულარულ სერიალსა თუ ფილმში მას მანამდეც ჰქონდა ეპიზოდური როლები შესრულებული. ცოტა ხნის წინ კი ის „ჩემი ცოლის დაქალებშიც” გამოჩნდა. გიორგი წერს, მღერის და, პარალელურად, სარეჟისოროზე სწავლობს.

 გიო ძამუკაშვილი: თეატრალურ უნივერსიტეტში 21 წლისამ ჩავაბარე, მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკროეკონომიკა დავამთავრე და, სხვათა შორის, იქ ნოდარ ხადური მასწავლიდა, რომელმაც მხოლოდ მას შემდეგ დამიწერა ქულა, რაც გაიგო, რომ ამ სფეროში არ ვაპირებდი დარჩენას. უნივერსიტეტის ბანკეტზეც ის იყო თამადა და, მინდა გითხრათ, რომ კარგი თამადაა (იცინის). ცოტა მეც  დავთვერი, თან, ზუსტად მაგ პერიოდში მქონდა თეატრალურის გამოცდები, მაგრამ მაინც წარმატებით ჩავაბარე. დავამთავრე  და სარეჟისოროზე ჩავაბარე. ასე რომ, ახლა, 29 წლის ასაკშიც სტუდენტი ვარ (იცინის). პატარ-პატარა როლების მორგება უნივერსიტეტშიც მიწევდა, თეატრალურიდან კი უკვე სასცენო როლებიც დაიწყო. პოპულარულ სერიალებშიც მქონდა ეპიზოდური როლები „შუა ქალაქში“, „გოგონა გარეუბნიდან“, ვითამაშე რამდენიმე მხატვრულ ფილმში. ყველაზე მასშტაბური როლი „ქერჩში“ მქონდა.
– მოჰყვა ამას პოპულარობა?
– დიახ, თუმცა, მე ჩემი საქმის ფანატიკოსი ვარ. ძალიან მესაყვარლება გულშემატკივრის დამოკიდებულება, მაგრამ, ვცდილობ, ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით მივუდგე, რომ ეს სიყვარული ადეკვატური იყოს. დღეს ძალიან აქტუალურია, იყო „ცნობადი სახე“, თუმცა, აღარაა მნიშვნელოვანი, ამას ჯარისკაცის მამის როლის ძალიან მაგარი შესრულებით მიაღწევ თუ პეკინზე დედისტოლა ქალბატონის გინებით. ჩემთვის ასეთი ცნობადობა უინტერესოა, შეაბამისად, ეგეთებზე „არ ვვარდები“. ადამიანური სითბო, რა თქმა უნდა, ყველასთვის  სასიამოვნოა, მაგრამ როლზე მეტს არ ნიშნავს, იმიტომ, რომ ჩემთვის პროფესია ცხოვრების წესია. არსებობს ზღვარი, რომელსაც მილიონის სანაცვლოდაც არ გადავალ; მაგალითად, რამდენიც არ უნდა გადამიხადონ, არასდროს ვითამაშებ მდარე როლს.
– „ჩემი ცოლის დაქალების“ მაყურებელი თუ იყავი, სანამ თვითონ გამოჩნდებოდი მასში?
– აქ ბევრი ჩემი მეგობარი თამაშობს და აქამდეც ვუყურებდი. ეს სამუშაო მომწონს, მაგრამ თვითონ გმირის – შმაგი კოხრეიძის შეფასება დროს მივანდოთ (იცინის). გრძნობათა ბუნებით, შესაძლოა, მგავს ეს პერსონაჟი, მაგრამ, მორალით – არა. ჯერ საკუთარი მორალი დიდად არ გამოუვლენია, თუმცა, ოჯახისთვის, სადაც ის მუშაობს, არა მგონია, სხვათა უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების აწყობა უცხო იყოს, ჩემგან განსხვავებით. მაშინვე ახალი მიზანი მიჩნდება. მე შედეგს ყოველთვის დიდი სიყვარულითა და ფიქრით ვაღწევ, თუმცა, მისით ტკბობა არ მჩვევია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობ, გარშემო მყოფებს ყურადღებას არასდროს ვაკლებ, პირიქით. სულ მიკვირს ადამიანების, რომლებიც უცნაურის როლს თამაშობენ. მე მთელი ცხოვრება აშკარად უცნაური ვარ, მაგრამ ამის უტრირებას არ ვახდენ. ბავშვობიდან უცნაური ვიყავი: როცა რაღაც ასპექტში ყველა ერთიანდებოდა, მე სულ სხვაგან ვიყავი, მათგან განსხვავებულად ვფიქრობდი. მიყვარდა მიკროსამყაროზე დაკვირვება, „არტოშანის” მქადაგებელი არ გეგონოთ, მაგრამ განსხვავებული დამოკიდებულება მქონდა მზესთან, ბუნებასთან. მე და ბუნება განუყოფელი ნაწილები ვართ, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ. სხვები რომ უცნაურობას ცდილობდნენ, მე, პირიქით, ვცდილობდი, ჩემი უცნაურობა დამემალა და ყოფითი ვყოფილიყავი. არ გეგონოთ, რომ ჩვენს საუბარს ვამისტიკურებ, უბრალოდ, ბავშვობიდან მართლა ვმუშაობ საკუთარ თავზე, რომ ჯერ ვიყო დისთვის ძმა, მშობლებისთვის – შვილი და მერე ჩემთვის – მოგალაკტიონო ელემენტი (იცინის). გაზრდასთან ერთად, ჩემი „დაავადებაც“ გაიზარდა. თუმცა, ვერიდები მისტიკას, რადგან ის ჩემში ისედაც ძალიან დიდი დოზით არის და მაქსიმალურად დამყავს ყოფითამდე.
– ჩვეულებრივი ადამიანისთვის უჩვეულო მოვლენებს ჰქონია შენს ცხოვრებაში ადგილი?
– არაერთხელ. ამაზე საუბარი მიჭირს, მაგრამ, ბავშვობიდან დღემდე ძალიან ბევრი მისტიკური შემთხვევა მქონდა. მე ხშირად ვხედავ იმას, რასაც ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანები ვერ ხედავენ, თანაც – ფიზიკურად. მაგალითად, ბავშვობაში ყოველთვის ვგრძნობდი და სახიერად ვხედავდი ადამიანის ენერგეტიკებს; რა უნდოდათ ერთმანეთისგან და ამ დროს რამდენად განსხვავებული ვერბალური ტესტები ჰქონდათ; რა ამოძრავებდათ რეალურად და როგორ იყენებდნენ ტექსტს საკუთარი მიზნების მისაღწევად.
– ეს გეხმარება თუ, პირიქით, ხელის შემშლელია?
– მეხმარებოდა, თან მაფიქრებდა და მტანჯავდა. მაგრამ ამის გამო არავინ შემზიზღებია. ძალიან ადრეულ ასაკში მივხვდი, რომ ადამიანი, უბრალოდ, ასეთია და ამ მიზეზით ცუდ ან კარგ კატეგორიებად არ უნდა დაყო. ეს შეგრძნებები დღეს უფრო მძაფრად მაქვს, მაგრამ ყურადღებას აღარ ვაქცევ. უკვე შეგუებული ვარ.  
– მოვლენების შესახებ თუ გიწინასწარმეტყველებია?
– დიახ, როდესაც რამე სიტუაციაში ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი, ის არც მომხდარა. ანტიკურ დრამაში ამას ბედისწერას ეძახიან. მე ის წინდახედულობას მმატებს. რაღაცეებისთვის მზად ვარ, მაგრამ, თუ ვიცი, რომ ეს ნაბიჯი არ გამომადგება, არ გადავდგამ და საფრთხეს არ გავზრდი.
– საფრთხე თუ აგირიდებია თავიდან შენი ნიჭის წყალობით?
– ყოფილა ავარიის შემთხვევები. ერთხელ მეგობრის მანქანაში ვისხედით და ვთხოვე, ახლა ნუ წავალთ, ავარიის წინათგრძნობა მაქვს-მეთქი, არ დამიჯერეს და მოვყევით კიდეც ავარიაში. ასეთი შემთხვევა არაერთი ყოფილა, თუმცა, გამაფრთხილებლად და არა ისე, რომ დავლეწილიყავით ან ვინმე გარდაცვლილიყო.
– სიზმრებთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
– სიზმარი არაერთხელ ამხდენია, გაფრთხილებაც მიმიღია. სიზმარში მივხვედრილვარ წარსულში გადაუწყვეტელი პრობლემის გადაჭრის გზებს. სიზმარში დამიწერია, მომავლის ნაბიჯები დამინახავს, რაც გამიკეთებია და ძალიან მაგარი შედეგიც მიმიღია. მოკლედ, მე და სიზმრები ძალიან ვმეგობრობთ.
– როგორც ვიცი, წერ და მღერი. მომიყევი შენი შემოქმედების ამ მხარის შესახებ.  
 – 5 წლის ვიყავი, ფორტეპიანოზე რომ შემიყვანეს, მაგრამ საშინლად არ მომწონდა, რადგან მასწავლებელს ძალიან ცუდი ენერგეტიკა ჰქონდა. ჩემს ოთახში გიტარა ეკიდა, მაგრამ ოჯახში დაკვრა არავინ იცოდა. სიმს რომ გამოვკრავდი, საშინელ მედიტაციას განვიციდიდი ხოლმე, ამიტომ დედაჩემს შევუჩნდი და გიტარაზე შემიყვანეს. ბევრი კარგი მასწავლებელი მყავდა, მაგრამ გიტარისადმი სიყვარულის გაღვივებაში უდიდესი წვლილი ოთარ რამიშვილს მიუძღვის, რომლის ხელშიც გავიზარდე. ახლა ინსტრუმენტალს ვაკეთებ, ეთნოჯაზს ვწერ; შეიძლება ითქვას, „ფლამენგოს” ვუკრავ და ვწერ კიდეც. 12-ში თელავში, ნადიკვარზე, სოლო კონცერტი უნდა მქონოდა, მაგრამ, ვეღარ ვიმღერე და გადაიდო. მაპატიეთ, ჩემი ბრალი არ იყო, აივნიდან გადმოვვარდი და ტვინის შერყევა მივიღე (იცინის). საკმაოდ დიდი სიმაღლიდან პირდაპირ თავით დავეცი. ექიმები გაოგნებულები იყვნენ, მინიმუმ ხერხემალში რომ არ გადავტყდი, რადგან, ასეთი ვარდნის შედეგად იღუპებიანო. მე 24 საათში გამოვაწერინე თავი რეანიმაციიდან და მეორე 24 საათში გადაღებაზე ვიყავი. ზოგადად, ხიფათიანი ვარ – რამდენჯერმე მაქვს თავი გაკერილი, სხეულის სხვა ნაწილებზე აღარაფერს ვიტყვი. რა აღარ გადამიტანია: ავარია, ჩხუბი, შერიგება... შემთხვევითაც დამიჭრია თავი და სიმაღლიდანაც გადმოვვარდნილვარ სხვა დროსაც, მოკლედ, არაფერი დამიტოვებია (იცინის).
– დაქორწინებული არ ხარ, არა? როგორი გოგოები მოგწონს?
– არა, ცოლი არ მყავს და არც მყოლია. ახლა შეყვარებულიც არ ვარ, თუმცა ვიღაც-ვიღაცეები მაინტერესებს. გოგოებს რაც შეეხება, თუ ვინმემ იცის, როგორი გოგოები მოსწონს, მე მისი მოსწავლე ვიქნები (იცინის). ასეთი ადამიანი არ მაინტერესებს. ძალიან ტრაფარეტულად, მაგრამ სიმართლეს გეტყვი: მომწონს ძალიან ლამაზი, ღრმა, თბილი და ხუჭუჭა გოგოები (იცინის).

скачать dle 11.3