კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფრანგული კოცნა

ანუ დათვის ამბორი

 სანამ ჩვენ შავი ზღვის სანაპიროზე თვით კრისტინა აგილერას კონცერტით ვტკბებოდით, რფ-ის მიერ (ოკუპირებულს ვინღა ჩივის) მიერთებულ ყირიმს  საფრანგეთის საპარლამენტო დელეგაცია ეწვია.
და განა უმიზეზოდ?! 30 ივლისის, ანუ რუსეთის საზღვაო ფლოტის დღის საზეიმოდ. სულ მიტაცებულ ყირიმს საფრანგეთის 11 უმაღლესი კანონმდებელი სწვევია საფრანგეთისვე ეკონომიკის ექსმინისტრის (მარიანის) ხელმძღვანელობით.
როგორც შევიტყვეთ, წვეულების მიზანი მხოლოდ რუსული სიხარულის გაზიარება არ ყოფილა (საზღვაო ფლოტის დღესთან დაკავშირებულის), თურმე, აპირებენ თავიანთ სამშობლოსა და სრულიად ევროკავშირში ჩაიტანონ ცინცხალი ვიდეო-კადრები, რათა ევროპელებმა ნახონ, თუ რა საამურია ცხოვრება დიდი რუსეთის შემადგენლობაში.
თუ გავიხსენებთ, რომ ქ-ნი ლეპენი ისეთ წვასა და დაგვაშია პრ. პუტინის მისამართით, ხოლო სრულიად საფრანგეთის სრულიად პარლამენტიც ორთავ ხელითაა მომხრე, რუსეთს სანქციები მოეხსნას, ეს, ფაქტია, ზემოხსენებული ვიზიტიც ამ ოპერიდანაა და, წესითა და რიგით, არც მოულოდნელი უნდა ყოფილიყო.
მეორე მხრივ, რაკი საფრანგეთმა თვით 2008 წლის შემდეგ გაუფორმა რფ-ის ხელშეკრულება „მისტრალების“ დამზადების შესახებ, ჩვენ უკვე ვიცით, რომ „შენი ვახტანგი ლუდოვიკოს (ოცდამეერთეშიც) ფეხზე ჰკიდია“.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფრანგები თვით ლუდოვიკოზე მეტადაც კი აქტიურობენ ჩრდილოელთა გულის მოსაგებად, არც იმას გამოვრიცხავთ, სანქციები ჩვენ დაგვიწესონ, მოტივით: რატომ მხოლოდ 20 პროცენტი და სრულად 100 პროცენტი არ არის ოკუპირებულიო?! –

скачать dle 11.3