ზეზვა და დავითი
ანუ „ისა სჯობს, რაც ძველია“
მართალია, ამ ჩვენს სამშობლოში ყველაზე ცხელ თვედ ივლისია მიჩნეული, თუმცა არც აგვისტო გვანებივრებს ხოლმე შეღავათიანად გრილი ამინდებით.
ჰოდა, რაკი არ გვანებივრებს, მზეც დაუნდობლად გვაჭერს;
ხოლო, რაკი გვაჭერს, კიდეც გვცხელა;
ხოლო, რაკი გვცხელა, უფრო ცხელი აზრები გვებადება ამ ჩვენს ისედაც გაცხელებულ თავებში.
ერთი სიტყვით, ამ თუ სხვა მიზეზით, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა გვაუწყა, რომ მისი წინაპრები საქართველოში 14 600 წლის წინათ ცხოვრობდნენ.
განა სიზმარი ნახა?! მიზეზი სულ სხვა და მეცნიერულია. მომყავს ციტატა მისი სატელევიზიო გამოსვლიდან: „როგორც თავადაზნაურობის წინამძღოლმა, გენეტიკური კვლევა პირველმა მე გავიარე, ანალიზები მოვიდა ამერიკიდან და … ძირძველი ქართველები არიან თარხან-მოურავები.“
ჩვენც, ცხადია, ვიზიარებთ მის სიხარულს (პათოსით: ისა სჯობს, რაც ძველია), თუმცა მაინც გვებადება რიტორიკული კითხვა: ზეზვას ნათესავია თუ პირიქით?! –