„ექიმი, მეწარმე, ლიდერი“
ანუ უღვინოდ კოცნას არა აქვს ფასი?!
არჩევნები ისეთი რამაა, უფრო ზუსტად, სკამის განაღდების სურვილი, რომ პოლიტიკოსი (თუ მართლაც ჭეშმარიტად ქართველი პოლიტიკოსია) ეშმაკსაც კი მიჰყიდის სულს (ერთი ისაა, რომ ჩვენებური ეშმაკი უკვე გამძღარია), არათუ – რამე სხვას.
ამ თუ სხვა მიზეზით, „ახალმა მემარჯვენეებმა“, „გირჩმა“ და თვით გიორგი ვაშაძის „ახალმა საქართველომ“ სულ სხვა თვალებით შეხედეს ერთმანეთს.
შეხედეს და აღმოაჩინეს, რომ უერთმანეთოდ პარლამენტის კედლებს ფასი არ აქვს (დაახალოებით, ასე: უღვინოდ კოცნას არა აქვს ფასი!). ანუ ახალი საარჩევნო ბლოკი გამოაცხვეს.
როგორც „მემარჯვენე“ ქ-ნი ნაჭყებია განმარტავს: „მთავარი მოტივაცია ამ ეტაპზე არის ის, რომ პარლამენტში უნდა იყვნენ დიდი რაოდენობით დასავლური ორიენტაციის პარტიები.“
ეს კი იმიტომაა მნიშვნელოვანიო, რომ (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „შემოტევაა სტალინისტების, სოციალისტების, საბჭოთა კავშირის მომხრეების, პრორუსების და ასე შემდეგ“.
და თუმცა არ განუმარტავს, ვინ და რანი არიან „ასე შემდეგები“, ის კი გვითხრა, რომ ბლოკის კარი ღიაა (ისე, როგორც ფანჯარა?!), ვინაიდან იმედოვნებენ, რომ მასში სხვა დასავლურად ორიენტირებული პარტიებიც შეაბიჯებენ.
ცხადია, ჩვენ ამ მოცემულობაში არ ვიცით, ვინ სად და რა პირობებით შეაბიჯებს, მაგრამ, რაკი ვიცით, რომ ამ ბლოკის შექმნის ინიციატორი „ახალი მემარჯვენეებია“ და ჯერჯერობით სამნი არიან („სამნი ძმანი გურულები მუშაობდნენ ყანასაო“?!), ერთ დროს კი მათი საარჩევნო სლოგანი გახლდათ: „ექიმი, მეწარმე, ლიდერი“, საკითხავიც აი, ის არის: ამ ახალ მოცემულობაში რომელი რომელია?! –