კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნაფტალინიდან ამოღებულები

ანუ „სარკოფაგიდან დგება მუმია“?!

სავარაუდოდ, იმიტომ რომ ფულის სუნი იკრეს (რუბლებით მაინც სულ სხვაა), პრორუსული ძალები ისე გააქტიურდნენ, ლამისაა გარეთ 1921 წელი გვეგონოს.
ისე მოხდა, რომ „სახალხო მოძრაობა – სოციალისტური საქართველოს წიაღში“ ნაფტალინიდან ამოღებულმა ლამის ყველა გულით კომუნისტ-სოციალისტმა მოიყარა თავი (და პირადად მე ერთგვარ საგონებელშიც კი ვარ – იმიტომ რომ უკვე აღარც კი ვიცი, ოსი სეპარატისტების „პრ.“ თიბილოვი უფროა დანაფტალინებული თუ ესენი?!).
ხოლო, რაკი რუსეთისა და სოციალიალიზმის მოტრფიალენი ავანსცენაზე გამოჩნდნენ, ჩემმა კოლეგებმაც იჩაუქეს (თუმცა აი, მათი მოტივი კი ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია) და ეთერიდან ეთერში დაუღალავად იწვევენ (ეტყობა, ფიქრობენ, რომ გადაცემების რეიტინგს იუმჯობესებენ).
ასეა თუ ისე, აწ უკვე კახეთში გამოჩნდნენ საბჭოთა საქართველოს მოტრფიალენი, ხოლო უსაფრთხოების სამსახურმა კი შსს-ს მიმართა, რაკი აქციის მონაწილეებმა შესაძლოა, გამოიყენონ კანონით აკრძალული საბჭოთა ტოტალიტარული სიმბოლიკა, პრევენციული ღონისძიებები განახორციელეთო.
კეთილი და პატიოსანი, რადგან კანონი უნდა აღსრულდეს, თუმცა, მეორე მხრივ, მე ის გამკვირვებია, რატომ დუმს ეს ჩვენი პოლიტიკური კლასი, როდესაც ზემოხსენებული ორგანიზაციის სულისჩამდგმელები საქართველოს ტელევიზიების ყველა არხზე აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს?!
ვითომ ნამგალი და ურო რუსულ ჩექმაზე სასიკვდილოა?! –

скачать dle 11.3