„კაი სივრცე” – ხარისხზე ორიენტირებული მრავალფუნქციური კომპანია
„კაი სივრცე” არის ადგილი, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია მოთავსებული: ავეჯის დამზადება, მშენებლობა-რემონტი, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის დამზადება, არქიტექტურა-დიზაინი... ეს მათი მომსახურების არასრული ჩამონათვალია. ხარისხზე ორიენტირებული, მრავალფუნქციური კომპანია თავის ნაწარმზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს. მათი მიზანია, მომხმარებელმა მიიღოს ის შედეგი, რისი მოლოდინიც აქვს. აქ არ არსებობს სირთულე, რომელსაც კომპანიის თანამშრომლები ვერ გაუმკლავდებიან. მათი მუშაობის პრინციპებისა და შემოთავაზებების შესახებ უფრო დაწვრილებით „კაი სივრცის” დამფუძნებელი, ბატონი ტატო ფოცხვერია გვესაურა.
ტატო ფოცხვერია: დაახლოებით თხუთმეტი წელია, რაც ამ საქმეში ვარ. ამიტომ ყველაფერში საკმარისად კარგად გავერკვიე და მაქსიმალურად ვარ ჩართული როგორც შეკვეთის მიღების, ასევე დამზადების პროცესში. ყველაფერს თავად ვაკონტროლებ. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი ყველა კლიენტი იყოს კმაყოფილი და მიიღოს ზუსტად ის შედეგი, რისი მოლოდინიც აქვს. რაც მთავარია, ხარისხი ჩვენი პრიორიტეტია. თავიდან ბოლომდე ვართ პასუხისმგებელი, რომ მომხმარებელმა მიიღოს ზუსტად იმ ხარისხისა და დიზაინის პროდუქცია, რაც შეგვიკვეთა.
– თქვენ თავად სთავაზობთ კლიენტს ავეჯის დიზაინს?
– როდესაც კლიენტი მოდის, ჩვენ გვყავს დიზაინერი, რომელიც ეხმარება მას და უკეთებს ისეთი ავეჯის მონახაზს, როგორიც მას სურს. ჩვენი დამზადებული ავეჯის დათვალიერება შესაძლებელია ჩვენს ვებ-გვერდზე. რა თქმა უნდა, გვყავს ისეთი კლიენტებიც, რომლებიც გვთხოვენ რომელიმე ნივთის ანალოგის დამზადებას. სრულიად უსასყიდლოდ ვუკეთებთ 3D დიზაინს და ყველაფერს ვათანხმებთ წინასწარ – მოდელს, ფერს, განლაგებას და ასე შემდეგ.
– ყველანაირი სირთულის ავეჯს ამზადებთ?
– დიახ, მხოლოდ რბილ ავეჯს არ ვაკეთებთ, დანარჩენს – ყველაფერს, არ არსებობს ავეჯის სირთულე, რომელსაც ჩვენ ვერ დავძლევთ. ვაკეთებთ სამზარეულოს, საძინებლის, მისაღები ოთახის, ჰოლის, ბავშვის ოთახისა და საოფისე ავეჯს. ხშირად გვიკვეთენ სხვადასხვა სახის დეკორატიულ ავეჯსაც, რომელიც საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური გამოდის.
– ძირითადად რა მასალაზე მუშაობთ?
– ვმუშაობთ ნებისმიერ მასალაზე რომელსაც კლიენტი მოისურვებს. უხეშად რომ ვთქვათ, გვაქვს როგორც იაფიანი, ასევე ძვირიანი მასალები. ყველაზე ხარისხიანი, და შესაბამისად, ძვირი დამუშავებული და შეღებილი „ემდეეფი”. ვმუშაობთ როგორც თურქული წარმოების ლამინატზე, ასევე, ძვირად ღირებულ აკრილზე. „ემდეეფი” მუშავდება, იფრეზება და იღებება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ავეჯის სირთულე პრობლემას არ წარმოადგენს, ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც სხვები იღებენ შეკვეთებს და განსაკუთრებული სირთულის დეტალებს ჩვენ გვამზადებინებენ.
– ხშირად გიწევთ დიდ შეკვეთებზე მუშაობა?
– საერთოდ, კლიენტების რაოდენობას არ ვუჩივით. გვყავს ისეთი მომხმარებლებიც, რომლებიც მხოლოდ ჩვენ გვაკითხავენ საჭიროების შემთხვევაში. რაც შეეხება დიდ შეკვეთებს, ჩვენ ვთანამშრომლობთ „ელიტა ბურჯთან”, ასევე, გვქონდა კლინიკა „ევექსის” შეკვეთები; ვთანამშრომლობთ „საქართველოს ბანკთანაც”.
– ერთგულ მომხმარებლებზე ფასდაკლება ვრცელდება?
– დიახ, ჩვენ გვყავს კორპორაციული კლიენტები, რომლებიც, რა თქმა უნდა, სარგებლობენ ფასდაკლებით. ასევეა დიდი ობიექტების შემთხვევაშიც: როდესაც შეკვეთა დიდია, შესაბამისად, აუცილებლად ვუკეთებთ ფასდაკლებას; გარდა ამისა, ხშირად გვაქვს ფასდაკლების აქციები. ამჟამად გვაქვს ასეთი აქცია: ვინც მოგვცემს ბინის ავეჯის სრულ შეკვეთას, ის ისარგებლებს 33-პროცენტიანი ფასდაკლებით.
– მეტალო-პლასტმასის პროდუქციაზე რას იტყვით?
– ამ შემთხვევაშიც, რა სირთულისაც არ უნდა იყოს კარ-ფანჯარა, ეს ჩვენთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს – აქაც ვმუშაობთ სხვადასხვა ხარისხის მასალებზე, დამოკიდებულია შემკვეთის არჩევანზე.
მისამართი: თბილისი,
წერეთლის ¹77
საკონტაქტო ტელ: +995 558 111 811
ვებ-გვერდი: kai.com.ge
ელ ფოსტა: kaisivrce@gmail.com