კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უნდა მისცეს თუ არა შანსი ცოლმა მოღალატე ქმარს და როგორ უნდა მიხვდეს, ნანობს თუ არა ის მომხდარს

ადამიანი პატივს უნდა სცემდეს საკუთარ პრინციპებს... ჰქონდეს სიამაყე, ღირსება... შესაბამისად, არავის მისცეს უფლება, დაამცირონ. ყველაზე ხშირად ის გვიცრუებს იმედს და გვღალატობს, ვინც გვიყვარს. ღალატი დიდი და უპატიებელი დანაშაულია, მით უფრო, თუ იმ ადამიანმა გვიღალატა, რომელიც უერთგულეს, საიმედო დასაყრდენად მიგვაჩნდა. მაგრამ, რეალურად, ძნელია, გაითვალისწინო ეს ყველაფერი და ხელის ერთი მოსმით დაანგრიო წლობით ნაშენები.

 ანა (31 წლის): მოვდიოდი და ვფიქრობდი, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი სასოწარკვეთამ-მეთქი... მე, სანიმუშო დედა და ცოლი, უკანმოუხედავად გავურბოდი რეალობას. ერთი დღე არ დამიტოვებია ჩემი შვილები. თავგადაკლული ვიყავი მათთვის, მაგრამ უცებ მივხვდი – მარტო უნდა დავრჩენილიყავი, უნდა მეფიქრა და რაღაც გამოსავალი მომეძებნა... ცხოვრება სასტიკად მომექცა. არანორმალურად მიყვარდა ჩემი ქმარი და ოთხი წელი თავი უბედნიერესი ქალი მეგონა. ორი პატარა, ერთმანეთზე მიყოლებით ბავშვის მოვლამ სიქა გამაცალა და სიფხიზლე მომიდუნა. ჩემი მეუღლის მიმართ ისეთი ყურადღებიანი ვეღარ ვიყავი. რასაც ჩემს თავს ვერ ვაპატიებ. თუმცა, ალბათ, მოსახდენი მაინც მოხდებოდა...
– ღალატი?!
– როგორ მიხვდით?! თუმცა, რა მიხვედრა უნდა, ცოლების უმრავლესობისთვის ეს თემა აქტუალური და ნაცნობია. თითქოს სტერეოტიპის  გავლენით იარლიყი მოგვეწება – ჩვენი ხვედრია ღალატის პატიება.
– რას ნიშნავს „ღალატის პატიება ხვედრია“?
– მეც მაინტერესებს ამ სიტყვების არსი, მაგრამ ხომ გაგიგონიათ,  სწორედ ასე ამბობენ, როცა გირჩევენ, რომ ქმარს ღალატი აპატიო. არადა, როგორ უნდა აპატიო, როცა ისეთი განცდა გაქვს, თითქოს გული ამოგგლიჯეს. არავის ვუსურვებ იმ შეგრძნებებს, რაც მე განვიცადე. ბოლო რამდენიმე თვე ჩემი ქმარი უცნაურად იქცეოდა. უცნაური რომ იყო მისი ქცევები, ამას უკვე მერე მივხვდი, როცა ღალატი გამოაშკარავდა. შეიძლება, ზედმეტად მჯეროდა მისი... ან, უბრალოდ, არ მეცალა, რომ გადამემოწმებინა, რასაც მეუბნებოდა... ვერცერთი ქალი ვერ იქნება დაზღვეული ამისგან და არავინ დაიკვეხოს, მე ქმარი ვერაფერს გამომაპარებსო. აუცილებლად გამოგეპარება, როცა მთელი დღე წინ და უკან დარბიხარ, ერთი ბავშვი ხელში გიჭირავს, მეორეს კი მისდევ, რომ არაფერი გააფუჭოს. მოვიდოდა წარბშეკრული სამსახურიდან. შევეკითხებოდი, რა გჭირს-მეთქი... ვიღლები, ბევრს ვმუშაობ და სხვა პრობლემებიც მაქვსო... მერე თქვა, ხელფასი დამიკლესო... რას ვეტყოდი? პირიქით, მეცოდებოდა. ვცდილობდი, ბავშვები დამეძინებინა, რომ არ შეეწუხებინათ. თუმცა, ბავშვებთან ძალიან ყურადღებიანი იყო. სასეირნოდაც მიჰყავდა, ეთამაშებოდა... საყიდლებზეც მიდიოდა. ერთბაშად კი, ამ ყველაფერზე უარი თქვა. როცა ვეტყოდი, ბავშვებთან იმდენ დროს აღარ ატარებ-მეთქი, ეგრევე ყვირილს იწყებდა. რაც ასევე უჩვეულო იყო. რამდენჯერმე სამსახურიდან ისე გვიან მოვიდა, რომ პურიც არ მოიტანა, თან აქეთ შემომიტია: რა, პრინცესა ხარ, შენ ვერ იყიდიო?! დამღალა წუწუნით და პრეტენზიებით. ამ ყველაფერზე ფიქრს რომ ვიწყებდი, ისევ თავს ვიდანაშაულებდი და სინდისი მაწუხებდა.
– რისთვის გაწუხებდათ სინდისი?
– საკუთარ თავს ვეუბნებოდი: კაცი მთელი დღე მუშაობდა, დაღლილი მოვიდა, ტვინს რატომ ვუბურღავ-მეთქი. ვაბრალებდი იმას, რომ ძალიან ვიღლებოდი და ეს მაღიზიანებდა. რეალობა კი ისეთი აღმოჩნდა, შოკი მივიღე... შემთხვევით მოვიდა მესიჯი მის მობილურზე მაშინ, როცა ეძინა. ჩვეულებრისამებრ, ძალიან გვიან მოვიდა და მითხრა, ერთი წუთი ვერ მოვიცალე, იმდენი საქმე მქონდაო. სანამ ვახშამს ვამზადებდი, დივანზე ჩაეძინა. არ ვიცი, რატომ მოვკიდე ხელი მის მობილურს – მანამდე არასდროს ჩამიდენია მსგავსი რამ. ეტყობა, რაღაც არსებობს – წინათგრძნობა ან ინტუიცია, მოკლედ, მესიჯი იყო ახლად მოსული... წავიკითხე და მუხლები მომეკვეთა – ვიღაც მარი „სმაილებითა“ და „გულებით“ წერდა: მადლობელი ვარ, კიდევ ერთი მშვენიერი დღე რომ მაჩუქე. შენ ჩემი საჩუქარი, ჩემი აღმოჩენა ხარო... გიჟურმა სურვილმა მომიარა, გამეღვიძებინა ჩემი ქმარი და ისტერიკა გამემართა, მაგრამ ეს არ გავაკეთე. მაქსიმალურად შევიკავე თავი და შევეცადე, საღად გამეაზრებინა, რასთან მქონდა საქმე. მეორე დღეს დილიდან საღამომდე ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. ბოლოს გადავწყვიტე, შანსი მიმეცა ქმრისთვის, იმ მოსაზრებით, რომ „ქალმა მაინც უნდა აპატიოს ქმარს ღალატი“...
– თქვენ ამას ემხრობით?
– არა. არ  ვემხრობი, მაგრამ როცა დავფიქრდი, ვერ წარმოვიდგინე, როგორ უნდა მეცხოვრა ქმრის გარეშე. შემეშინდა... მინდა, სწორად გამიგოთ – ძალიან ძნელია, ხელის ერთი მოსმით გაანადგურო ყველაფერი, გაწყვიტო ის ძაფები, რაც ყველაზე ახლობელ ადამიანთან გაკავშირებს. ამიტომ, შედარებით აგრესიული ტონი შევარჩიე და ისე ვუთხარი, რაც წავიკითხე მის მობილურში. დარწმუნებული ვიყავი, რომ შემეხვეწებოდა, მეპატიებინა მისთვის დაუფიქრებელი საქციელი; მთხოვდა პატიებას და დამპირდებოდა, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს გამეორდებოდა. მაგრამ, შევცდი, უტიფრად გამომიცხადა: კარგია, რომ ნახე. მე ვერ გეუბნებოდი. სხვა ქალი მიყვარს და მასთან უნდა წავიდეო. საერთოდ არ აუღელვებია ჩემს ტირილს... მოხვეტა თავისი ტანსაცმელი, კარი გაიჯახუნა და წავიდა. ლამის დამბლა დამეცა. ძალიან ცუდად ვიყავი. სულ მეტირებოდა. თუმცა, თავი ხელში ავიყვანე და ბედს შევეგუე. სამი თვე მარტო ფულს გზავნიდა. კონტაქტზე არ გამოდიოდა. მეოთხე თვეს კი ჩემმა დედამთილმა დამირეკა. ძალიან ცუდად არის, სახლში უნდა დაბრუნება და ვერ ბედავს. იქნებ მიიღო. უკვე ორი კვირაა ჩემთან არის თავის ბარგიანად. იმ ქალთან ურთიერთობა დაამთავრა და ძალიან ნანობსო.
– მიიღეთ?
– ბევრი ვიფიქრე და მივიღე. გატყობთ, არ გაგიკვირდათ... ჰო, სულელი ქალი ვარ, მაგრამ მაინც ვამჯობინე, ერთი შანსი მიმეცა მისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც. არ იყო ეს ადვილი და ახლაც რომ ვუყურებ, მისი მოკვლა მინდება. მაგრამ, ეტყობა, მართლა ჩვენი, ცოლების ხვედრია, რომ ვაპატიოთ.

скачать dle 11.3