კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ თქვა უარი ლაშა ჯოხაძემ „ფეშენ-ვიქის” დახურვაზე და იყვნენ თუ არა მონაწილე ბიჭები სიშიშვლის წინააღმდეგი

 დიზაინერი ლაშა ჯოხაძე შემოდგომისთვის პერსონალური გამოფენისთვის ემზადება და ულამაზესი კოლექცია უკვე მზად აქვს. სასიამოვნო სიახლეა მის პირად ცხოვრებაშიც. უკვე ხუთი თვეა, საყვარელი ადამიანის გვერდით თავს ბედნიერად გრძნობს. როგორც ვიცით, მეორე სეზონია, რაც ლაშა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ კოსტიუმების დიზაინზე ზრუნავს. მისგან გავიგებთ, რისი კომპლექსი ჰქონდათ მონაწილეებს, ვინ იყო ყველაზე თამამი და ვინ – ყველაზე პრეტენზიული კოსტიუმების მორგებისას.
ლაშა ჯოხაძე: „აჭარის ფეშენ-ვიქი“ უნდა დამეხურა ჩემი კოლექციით, მაგრამ რაღაცეები შეიცვალა და გადავწყვიტე, საერთოდ აღარ მიმეღო მონაწილეობა. ახლა ვგეგმავ, უკვე გამზადებულ კოლექციას კიდევ რამდენიმე კოსტიუმი დავამატო, უფრო მსუყე რომ გახდეს და სექტემბერში, თბილისში გავაკეთებ პერსონალურ ჩვენებას.
– შარშანდლის მსგავსად, წელსაც შენ ქმნიდი „ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის“ სასცენო კოსტიუმებს. როგორ დაიწყო შენი თანამშრომლობა ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ მეგაშოუსთან?
– ამ პროექტზე ზურაბ ფანქველაშვილისა და ნათია ქოქრაშვილის დახმარებით მოვხვდი. ჩათვალეს, რომ ამის გაკეთება შემეძლო. გამიხარდა, რადგან პროექტს ყოველთვის ვადევნებდი თვალყურს და საინტერესოდ მიმაჩნდა მასზე მუშაობა. მეხუთე სეზონზე რამდენიმე დიზაინერთან ერთად ვმუშაობდი და ჩვენ-ჩვენი წყვილები გვყავდა. წელს, მეექვსე სეზონი მთლიანად მე გავაკეთე. რთული იყო ამდენი მონაწილისთვის კოსტიუმების მოკლე დროში შექმნა. თან, ზოგჯერ რამდენიმეს ირგებდნენ ერთ ლაივზე. ყველას ეგონა, რომ ექვსი დღე მქონდა მათ შესაქმნელად, სინამდვილეში კი ოთხ დღეში უნდა ჩავტეულიყავი. მაგრამ, იმდენად მაგარი გუნდი მყავს, პრობლემა არ შემქმნია. თან, ძალიან დამეხმარა გამოცდილება, რომელიც მივიღე წინა სეზონში და სხვა პროექტებში: „ერთი ერთში“, „ვოისი“, „ორი ვარსკვლავი:“ როცა წამყვანებს, ანტურაჟს და ამდენ მონაწილეს უნდა ჩააცვა შეზღუდულ დროში, რთულია, იყო მრავალფეროვანი და კოსტიუმები ერთმანეთს არ ჰგავდეს. თუმცა, შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ.
– როგორც დიზაინერი, რომელ კონკურსანტს გამოარჩევდი? ვინ იყო მათგან ყველაზე თამამი?
– ყველასთან ჩემი მიდგომა მქონდა და სიმკაცრე არასდროს გამომიჩენია. ვცდილობდი, ფერებთან, ფორმებთან თუ კაბის სიგრძესთან დაკავშირებით, მათი აზრი გამეთვალისწინებინა. მაგალითად, ნინი წიკლაურმა გაცნობისთანავე მითხრა: გეხვეწები, მწვანე ფერი არ ჩამაცვა, ორგანულად ვერ ვიტანო. რატომ არ უნდა შეუქმნა ადამიანს ეს კომფორტი?! რაც შეეხება სითამამეს, პირველ ლაივზე ყველას კაბის სიგრძესა და სიშიშვლესთან ჰქონდა პრობლემა, ერიდებოდათ. მაგრამ მეორე ლაივიდან ეს კომპლექსი უკვე მოეხსნათ. თამამ კოსტიუმებს ყველა ირგებდა, მაგრამ ამ მხრივ კარინა ლისენკოს გამოვარჩევდი. სალომე ჭაჭუაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ეს გოგო საერთოდ არ უნდა შემოსო, გახდილი უნდა იყოს (იცინის).
– ბიჭებზე რას იტყვი, ქართველ ბიჭებს არ უჭირთ თამამი კოსტიუმების მორგება?
– რატომღაც მომინდა, რომ ამ სეზონზე ბიჭები მეტად „დასტოინები“ და მამაკაცურები ყოფილიყვნენ. ამიტომ, თვლები და სიჭრელე არ გამომიყენებია. უფრო გოგოები იყვნენ გამოკვეთილები. თუმცა, სიშიშვლე ბიჭებშიც იყო, რადგან ყველა ისეთ ტანზე გახლდათ, არ შეიძლებოდა, ეს არ გამოგეყენებინა. თან, შოუ ითხოვდა ამას და არც წინააღმდეგი ყოფილა ვინმე.
– პრეტენზიულობით რომელი კონკურსანტი გამოირჩეოდა?
– პრეტენზიულობას ვერ დავარქმევ, მაგრამ ჯანოს უნდოდა, დეტალებში სცოდნოდა როგორი კოსტიუმის მორგება უწევდა. თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს. ჯანო ძალიან მიყვარს, რადგან კარგი ბიჭია და ვმეგობრობთ. ბევრი მსახიობი მეგობარი მყავს და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის კოსტიუმი. ამიტომ, არ მიკვირს, რომ უნდოდა, მის სამოსთან დაკავშირებით ყველაფერში გარკვეული ყოფილიყო. მაგალითად, ნიკე კეშელავას არასდროს უთქვამს, რას მაცმევო. არც ფერსა და არც სტილზე ჰქონია პრეტენზია. მასთან სრულიად თავისუფალი ვიყავი, რაც ძალიან სასიამოვნოა, რადგან, როცა სხვა გარკვეულ მიმართულებას გაძლევს, ამ დროს მე ჩემისკენაც ვიხრები და ცოტა ვირევი. წამყვანებიდან ნანკასთან დამჭირდა ცოტა მეტი ძალისხმევა. თავიდან მას უჭირდა აღქმა, რა შეიძლებოდა გამოსულიყო ამ ქსოვილისგან. პატარ-პატარა დეტალებზე მეუბნებოდა – ასე არ მინდა, ისე არ მინდაო. აი, ნანკა იყო ცოტა რთული გოგო (იცინის). გასაგებიცაა, არ ვამტყუნებ. როცა ადამიანს საქმეში არ იცნობ, რთულია, შენი ვიზუალი ანდო და გინდა, დეტალებში გაერკვე. მიწევდა მტკიცება, რომ ესა თუ ის კაბა ეკრანზე მომგებიანი იქნებოდა. მერე, როცა მათ თვალში ნდობა მოვიპოვე, ყველაფერი კარგად წავიდა. თუ თავიდან ასეთი განწყობა ჰქონდა, ლაივების შემდეგ ნანკასგან მომდიოდა ესემესი: მეუბნებიან, რომ ძალიან ლამაზი კაბა მეცვა. მომწონს. მიყვარხარ, მადლობა! მანიკასთან პრობლემა არ მქონია, მისთვის რაც არ უნდა ჩაგეცმია, ყველაფერი საოცრად ჰქონდა.
– ბონდარენკოზე რას იტყვი? თან, მგონი, ერთ-ერთი პირველი იყავი, ვისგანაც გავრცელდა ინფრომაცია მისი საქართველოში ჩამოსვლისა და პროექტში მონაწილეობის შესახებ, შენთან გადაღებული ფოტოს მეშვეობით.
– სტანისლავი ცოტა გვიან ჩამოფრინდა, მანამდე უკვე ყველასთვის აღებული მქონდა ზომები. მაშინვე ჩვენთან მოვიდა ზომების ასაღებად და ეს ფოტო მაშინაა გადაღებული. ის პროფესიონალია, რომელიც ჩაცმულობაში არ ერეოდა. ბუნებრივია, ჩათვალა, რადგან ეს პროექტი მანდეს, კომპეტენტური ვიყავი და პრეტენზიები არ ჰქონია. პირიქით, მასთან სრული თავისუფლება და კომფორტი მქონდა. პიროვნულადაც ძალიან პოზიტიური ადამიანია. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი ტიპი ხარ – თუ ცუდი ხარ, ვერაფრით შეძლებ ამდენ ადამიანს შეაყვარო თავი, რაც მან შეძლო. მაყურებელი ეკრანიდანაც გრძნობს იმპულსებს, მისგან კი სულ პოზიტივი მოდიოდა. სხვათა შორის, დავაკვირდი და ბოლო ლაივამდე ზუსტად ისეთი შთაბეჭდილება გამყვა, როგორიც პირველად, გაცნობისას დამრჩა. არადა, ხშირ შემთხვევაში, გაცნობიდან რაღაც პერიოდის შემდეგ, ადამიანები იცვლებიან. ის ამ სამი თვის განმავლობაში სულ პოზიტიური ტიპი იყო. 
– მოდას დავუბრუნდეთ. როგორია წლევანდელი ზაფხულის ტენდენციები?
– თითოეულ დიზაინერს ფერებსა და ფორმებში სრული თავისუფლება აქვს, მაგრამ რადგან ზაფხულია, ძირითადად, მაინც სიჭრელის ტენდენცია გვაქვს. მოდურია  სამოსზე დატანილი ყვავილებისა და ფრინველების გამოსახულებები. ანუ, ბუნების თემატიკაა წინ წამოწეული. წელს აქტუალურია საკმაოდ ბევრი პრინტი, ბროში, ხელნაკეთი ნივთები, მასიური აქსესუარები. ბუნებრივი და თხელი მასალა, თავისუფალი ფორმები, რაც ძალიან კარგია, რადგან პრაქტიკულიცაა. აქტუალურია ხავერდი, რაც ჩემს კოლექციაშიც შევიტანე. რაც შეეხება ზღვის სეზონს, წელს მეტად აქტუალურია დახურული, მთლიანი საცურაო კოსტიუმები და კვლავ – დიდი ჩანთები, შლაპები და აქსესუარები. თუმცა მთავარია, სამოსში თქვენი ინდივიდუალიზმი ჩანდეს. არ მიყვარს მიმბაძველობა, რაც ქართველებს გვახასიათებს. თუ იმას ჩავიცვამთ, რაც გვიხდება და არა იმას, რაც სხვას აცვია, ვფიქრობ, უფრო ლამაზები ვიქნებით.
– დასასრულს, მითხარი, რა სიახლეები გაქვს პირად ცხოვრებაში? 
– პირადში კარგი ამბები ხდება და მეც კარგად ვარ. სახელისა და გვარის თქმა არ მინდა, თუმცა, გეტყვით, რომ ცნობილი სახე არაა. ერთმანეთი მეგობრების წრეში გავიცანით და ჩვენი ურთიერთობა თავისთავად აეწყო. დაახლოებით, ხუთი თვის ისტორია გვაქვს. ის არის, პირველ ყოვლისა, ინტელექტუალი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაკავებულია თავის საქმით, რაც ძალიან მომწონს. ზოგადად, წარმატებული ქალები მიყვარს. როცა პირადი მოწესრიგებული გაქვს, ეს საქმეზეც აისახება. ამიტომ, კოლექცია დიდი შთაბეჭდილებებით გავაკეთე. თუ ადამიანი გიყვარს და მასთან ურთიერთობა გიღირს, რაც არ უნდა დაკავებული იყო, მისთვის ყოველთვის იპოვი დროს, თუნდაც ათ წუთს. ამას ცეკვების პერიოდშიც კი ვახერხებდი.
– ამდენ ლამაზ გოგოში რომ ტრიალებ, არ ეჭვიანობს? მის ჩაცმულობაზე თუ ზრუნავ?
– არა, ეჭვიანობა ჩემთვის ცოტა დაბალი დონის მაჩვენებელია, მით უმეტეს, ჩემი სფეროს წარმომადგენლებზე. ჩაცმას რაც შეეხება, მის სამოსზე ვზრუნავ-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაცეებს მეკითხება და მეც ვურჩევ ხოლმე.

скачать dle 11.3