კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანრი ბიბილეიშვილი: ერთი ქალის არჩევა გამიჭირდება

ანრი ბიბილეიშვილისა და მარიამ ახობაძის ურთიერთობა წლების წინ დაიწყო. ბევრი დაბრკოლებისა და სირთულის მიუხედავად, წყვილი დაქორწინდა, თუმცა მათმა ოჯახურმა ცხოვრებამ ერთ თვეს გასტანა. დაშორების მიზეზებზე არც მარიამი და არც ანრი დიდი ხნის განმავლობაში არ ლაპარაკობდნენ, არავინ იცოდა, რეალურად რა მოხდა, რამ გამოიწვია მათი ოჯახის ასე ნაადრევად დანგრევა... ამ თემის მიმართ ინტერესი დღესაც არ განელებულა, ამიტომ დავუკავშირდით თუმანიშვილის თეატრის მსახიობს, ანრი ბიბილეიშვილს, რომელიც თავისი პირადი ცხოვრების შესახებ გულწრფელად გვესაუბრა.
–  პირად ცხოვრებაში რა ხდება?
–  ვერთობი მაქსიმალურად. ძალიან ბევრი ქალია ჩემს ცხოვრებაში. კონკრეტულად ერთი არ არის და ღმერთო, ჯერ არ გამოჩნდეს. აღარ მინდა სიყვარული (იცინის). ახლანდელ თაობას სიყვარული ძალიან მარტივად ესმის. სიტყვა – „მიყვარხარ”, ამათთვის  ბაზარში ერთი კონა ქინძის ყიდვის მსგავსია. ანუ, გააუფასურეს ეს სიტყვა და მისი მნიშვნელობაც. თურმე, სასიყვარულო ურთიერთობა ოჯახს მიღმა მარტივია, ოჯახში – ძალიან რთული. ამ დროს იცვლება ბევრი რამ. ეს თემა  ჩემთვის მარტივი არაა.  ვიღაცეები შეიძლება, ამ კითხვაზე იოლად სცემენ პასუხს. მე პირიქით ვარ, რადგან არ მინდა შეცდომა დავუშვა. არ მინდა, ვიყო უბრალო. ჩემი პასუხი უნდა იყოს იმდენად ორიგინალური, რამდენადაც ჩემი სიყვარული იყო. ვიღაცეების გადმოსახედიდან თვესა და ექვს დღეში დანგრეული ოჯახი სასაცილო და არასერიოზულია, მაგრამ, სამწუხაროდ, არავის გასჩენია კითხვა, რატომ მოხდა ეს ყოველივე.
– ჰოდა, მოგვიყევი, რა მოხდა რეალურად?
– ძალიან ბევრი წინასწარ აკეთებდა ანონსს, რომ ჩვენი ოჯახი დაინგრეოდა. ვიღაცეებს გაუხარდათ კიდეც. საერთოდ, არ მესმის, სხვის ცხოვრებაში ასე უხეშად რატომ ერევიან. დავიწყებ იქიდან, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ ჩვენი სასიყვარულო  ურთიერთობა ოჯახში ისეთი ჰარმონიული არ აღმოჩნდა, როგორიც მანამდე იყო. ოჯახმა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა ჩემს ყოფილ ცოლს. იმიტომ მოხდა ეს ყოველივე, რომ თურმე, მატერიალურ მხარეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირადად მე, მატერიალისტი არასდროს ვყოფილვარ. წუწუნი არ მიყვარს, მაგრამ მოგეხსნებათ, რომ ხელოვანს საქართველოში იმდენი ფუფუნება არ აქვს, ოჯახი უზრუნველყოფილად არჩინოს. ეს იყო ერთ-ერთი პირველი და მთავარი მიზეზი იმისა, რამაც გამოიწვია ჩვენი ოჯახის დანგრევა. თუმცა, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ოჯახი შენარჩუნდება, თუკი წყვილს შორის ურყევი საყვარულია. მაინც მგონია, რომ ბოლომდე არ გვიყვარდა ერთმანეთი.
–  ვიდრე მარიამი შენი ცოლი გახდებოდა, ხომ იცოდა, რა მატერიალური მდგომარეობაც გქონდა?
–  მარიამმა ყველაფერი იცოდა ჩემ შესახებ. არ მინდა იმ ადამიანებზე საუბარი, რომლებიც ჩემთვის აღარაფერს წარმოადგენენ. მარიამს ჩემამდე ჰყავდა არაჩვეულებრივი ქმარი, მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი, რომელიც მატერიალურად ძლიერი იყო, როგორც ეს მარიამისგან ვიცი. მათ ჰყავთ საოცარი ბავშვი – ანდრეა. მარიამმა, როგორც ჩანს, არ იცის სიყვარული რა არის.
–  იმისთვის, რომ ერთად ყოფილიყავით, ბევრი დაბრკოლება გადალახეთ. დაქორწინების შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ ერთმანეთი არ გიყვარდათ?
–  იცით, რა არის, ამ ყოველივეს დავარქმევ მარიამის ჯერ კიდევ მოუმწიფებლობას. მიუხედავად იმისა, რომ მას ისეთი ცხოვრება აქვს გავლილი, როგორც ქალი, ის უნდა ყოფილიყო ცხოვრებისეულად გამოწვრთნილი. თან, დედაა და დედობა ძალიან ბევრს ნიშნავს. თუმცა, როგორც ჩანს, ის არ არის ისე მომწიფებული, როგორც ქალი უნდა იყოს ოჯახისთვის. მე დავანგრიე ოჯახი. მარიამს ვუთხარი, სახლიდან   წასულიყო, რადგან ასეთი დამოკიდებულებითა და ურთიერთობით დიდი ხნის თანაცხოვრება არ გვეწერა. იყო კამათი, დაძაბული ურთიერთობა, თუმცა მსგავსი რამ ყველა ოჯახშია. როცა კაცი აუცილებელ გადაწყვეტილებას იღებს, რომ თვესა და ექვს დღეში შექმნილი ოჯახი უნდა დაინგრეს, აქ მხოლოდ კამათზე არაა საუბარი. მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ უფრო მეტად არ მტკენოდა არც მე და არც მარიამს.
–  საწყის პერიოდში თანაცხოვრებას ხომ ახლავს სირთულეები. არ გიცდიათ ამ პრობლემების მოგვარება?
–  ჩვენ ქორწილამდე დიდი ხანი ვიყავით ერთად. სექტემბერში მოვაწერეთ ხელი და რეალურად, ქორწილი გადავიხადეთ ნოემბერში. ანუ,  სამი თვე ვცხოვრობდით ერთად. შესაბამისად ის, რომ შეგუების პროცესი გვქონოდა ან რაიმე მსგავსი, ეს არ ყოფილა.
–  შენმა ოჯახმა როგორ მიიღო ეს ყოველივე?
–  დედაჩემმა, მამაჩემმა და ზოგადად, ჩემმა სანათესაომ, მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში ცხოვრობენ და ძალიან ტრადიციულები არიან, ყველაფერი მიიღეს ისე, როგორც საჭირო იყო. დედაჩემი იყო პირველი ქალი, რომელმაც მითხრა: სადაც და როგორც ბედნიერი იქნები, ისე წარმართე შენი ცხოვრება.  ბედნიერი ვიყავი, როცა მოიყვანე ცოლად და ხელი შეგიწყვე. ბედნიერი ხარ, რომ დაშორდით? მაშინ ახლაც შეგიწყობთ ხელს. თუკი შენ იქნები ბედნიერი, მე ვიქნები ყოველთვის შენთანო. ეს იყო ჩემი ოჯახის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი პასუხი.
–  არ გწყდება გული ამ ურთიერთობის ასეთ დასასრულზე?
–  როცა ჩვენი შერიგება მოხდა და მას მოჰყვა ქორწილი, აი ამაზე უფრო მწყდება გული, ვიდრე დანგრევაზე.  ერთხელ ვთქვი, რომ ყველაზე დიდი შეცდომა ჩემს ცხოვრებაში 2015 წლის სექტემბერი იყო. მაშინ ყველაზე მეტად ვატკინე გული ჩემს ოჯახს. ვგულისხმობ იმას, რომ ისინი ჯერ გავახარე ჩემი დაოჯახებით და შემდეგ ძალიან ვატკინე გული. რომ არ შეერთებულიყო ჩვენი ურთიერთობა, არც დაინგრეოდა.
– მახსოვს, შერიგების კატეგორიული წინააღმდეგი იყავი, თუმცა მალევე დაქორწინდით. მაშინ რატომ შეიცვალე პოზიცია?
–  ჩვენ დიდი ხნის დაშორებულები ვიყავით. მაშინ მარიამი ჩემს ქვეცნობიერში იყო, თორემ რომ გითხრათ, მახსოვდა-მეთქი, არა. თან, ზაფხული იყო და გადართული ვიყავი ზაფხულზე, მზეზე, ზღვაზე, ოჯახზე, მეგობრებზე... ერთ დღესაც, გამთენიისას დამირეკა და მითხრა, რომ ბათუმში მოდიოდა. რა თქმა უნდა, ეს არასერიოზულად მივიღე და ხუმრობად აღვიქვი. ჩავთვალე, მარიამს გავახსენდი და მეტი არაფერი-მეთქი. თუმცა, დილით დამხვდა ჩემს სახლთან. პირველი, ჩვენი შეხვედრისას რაც მოხდა, მარიამმა ხმამაღლა დაიყვირა: „ანრი, მიყვარხარ!“ მერე მითხრა, რომ ის მზად იყო ოჯახის შესაქმნელად. ოღონდ ჩემთან და ჩემი ყოფილიყო და ყველაფერს გაუძლებდა, შეეგუებოდა. ძალიან სევდიანი და დათრგუნული იყო. ზუსტად ორი დღე ვიყავი ქორწინების წინააღმდეგი. ავუხსენი, რა იყო ჩემთვის მისაღები და რა არა, თუმცა ყველაზე მთავარი რაც არის, ვუთხარი, რომ დაოჯახების წინააღმდეგი ვიქნებოდი მანამდე, ვიდრე ის არ შევიდოდა დედაჩემთან და არ დაელაპარაკებოდა. თუ მარიამი დედაჩემს დააჯერებდა, რომ ნამდვილად ვუყვარდი, მაშინ მივცემდი თანხმობას. ეს იმიტომ მოვითხოვე, რომ დედაჩემმა კარგად იცოდა ჩვენი ურთიერთობა, თითოეული დეტალი – ის, როგორ ვიყავი მარიამისგან გულნატკენი და ასე შემდეგ. მან გააკეთა ეს, ესაუბრა დედაჩემს. ის კი გამოვიდა და მითხრა, უფლება არ გაქვს, ასე დათრგუნულ ქალს ზურგი შეაქციო, მით უმეტეს მაშინ, როცა ეს ქალი გიყვარსო. მეც ასე მოვიქეცი. მაშინ მარიამი ძალიან გულწრფელი და ჩამოყალიბებული იყო. მერე, შეიძლება, ვინმე ჩაერია ჩვენს ურთიერთობაში, ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი გამოჩნდა, რამაც გამოიწვია ეს შედეგი.
–  ანუ, მესამე პირი იყო თქვენს ურთიერთობაში?
–  არ გამოვრიცხავ, თუმცა ვგულისხმობ იმას, ვინც რჩევის სახით რაიმეს ეუბნებოდა. ეს შეიძლება იყო მეგობარი, ნათესავი ან სხვა. სახელების დასახელებისგან თავს შევიკავებ. არ მინდა, ვინმეს ცილი დავწამო. პრობლემები, რამაც ჩვენი დაოჯახების შემდეგ იჩინა თავი, მარიამისთვის არ უნდა ყოფილიყო პირველხარისხოვანი. დაოჯახებამდე მის თვალებში ისეთ დიდ სიყვარულს ვკითხულობდი, რომ მისი დაკარგვა არ შეიძლებოდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, მან დაკარგა ჩემი სიყვარული. ერთადერთი, რაშიც მე მისი ყოველთვის მადლიერი ვიქნები, ისაა, რომ ჩემთან ყოფნის დროს მას ჩემთვის ჩირქი არ მოუცხია. ამ მცირე პერიოდის განმავლობაში ამ მხრივ იყო შესანიშნავი მეუღლე. სიმართლე გითხრათ, ეს ურთიერთობა არის დიდი გაუგებრობა და ამომწურავი პასუხი არ მაქვს. მჯერა, რომ მას არაერთხელ გავახსენდი და მოენატრა ჩემთან ყოფნა, ჩემი ოჯახი. მაგრამ, როცა მიდიხარ, უკან დასაბრუნებელი პირი უნდა გქონდეს.
–  შერიგების შანსი არის? მცდელობა არ ყოფილა?
–  პირდაპირ რომ ვთქვა, ნული-მეთქი, ხალხი არ დაიჯერებს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ნულია. ჩემი მხრიდან არ ყოფილა მცდელობა. მარიამმა ერთხელ ჩამომაკითხა კახეთში. მგონია, რომ აღარ მიყვარს.
–  ოჯახის შექმნაზე აღარ იფიქრებ?
–  როგორ არა, ჯერ 27 წლის ვარ. ხალხს ვგონივარ 62-ის თორემ, 27 ვარ (იცინის). რას ჰქვია, არ ვიფიქრებ. მე კაცი ვარ, იკითხოს ქალმა. საერთოდ იმ ადამიანმა იდარდოს, რომელიც მე მტოვებს. ამ მხრივ ამბიციური ვარ, რადგან ჩემი სიყვარულის გამო, არაფრისგან შემიძლია შევქმნა ყველაფერი.

скачать dle 11.3