კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დერმატოლოგის რჩევები

მთელი წელი მოუთმენლად ველით ზაფხულს, რათა ზღვაზე ან მთაში წასულები ისე გავირუჯოთ, რომ „თვალი დავუყენოთ“ მამაკაცებს და თავი სრულყოფილ ქალად და პლაჟის (და არა მარტო პლაჟის) დედოფლად ვიგრძნოთ; მაგრამ ულტრაიისფერ სხივებს საკმაოდ სერიოზული უკუჩვენება გააჩნია, რომელთა შორის ერთ-ერთია პიგმენტური ლაქების გაჩენა.
ჰიპერპიგმენტაციის (პიგმენტური ლაქების) გაჩენის მიზეზებია: ჭარბი ინსოლაცია, ჰორმონული დარღვევები, ზოგიერთი კოსმეტოლოგიური პროცედურა (პილინგი მჟავებით, ლაზერული წმენდა, ფოტოგაახალგაზრდავება).
პიგმენტური ლაქების გაჩენისგან თავის დასაზღვევად, პირველ ყოვლისა, აუცილებელია, არ გახვიდეთ მზეზე დამცავი საშუალებების გამოყენების გარეშე. არ გეგონოთ, რომ პიგმენტური ლაქები მხოლოდ მზეზე დიდხანს ყოფნის შედეგად ჩნდება, ხშირად ამისთვის რამდენიმე წუთიც კი საკმარისია.
აუცილებელია, იცოდეთ, რომელი დამცავი საშუალების გამოყენებისას რამდენ ხანს შეგიძლიათ, დაყოთ მზეზე, მაგალითად: SPF 50 დამცავით მზეზე ყოფნა უვნებელია მაქსიმუმ 2 საათის, SPF 30-ით კი – 1,5 საათის განმავლობაში. თუ თქვენ დიდხანს იმყოფებით მზეზე, დამცავი საშუალებები წაისვით ყოველ 1,5-2 საათში ერთხელ.
აუცილებლად გაითვალისწინეთ ისიც, რომ ზოგიერთი ნივთიერება (ძირითადად, ეთერზეთები), რომლებიც ულტრაიისფერ სხივებთან ურთიერთობისას ახდენს პიგმენტური ლაქების გაჩენის პროვოცირებას, შეიძლება შედიოდეს სუნამოს ან რომელიმე კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში, ამიტომ, იყავით ფრთხილად! ასევე, ულტრაიისფერი სხივების მიმართ მგრძნობელობას ზრდის ზოგიერთი ანტიბიოტიკი და ამის შესახებ მითითებულია მათ ანოტაციებში.
თუ პიგმენტური ლაქები მაინც გაგიჩნდათ, ნუ ეცდებით მათ მოშორებას მეზობელ-ნათესავების რეცეპტებით. გახსოვდეთ, რომ ეს ლაქები შეიძლება იყოს როგორც ზედაპირული, ისე ღრმა და, შესაბამისად, მათი მოშორებაც განსხვავებული მეთოდებით ხდება. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და ამიტომ ნებისმიერი პროცედურა ჩაიტარეთ კოსმეტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ან მისი მითითების მკაცრად დაცვით.

скачать dle 11.3