კითხვა-პასუხი
კითხვა: გთხოვთ, მომაწოდოთ ინფორმაცია გასარუჯი ვიტამინების შესახებ: კონკრეტულად რა დანიშნულება აქვთ მათ და სად შევიძინო?
პასუხი: ასეთი ვიტამინები იყიდება აფთიაქებში. ის უნდა მიიღოთ დღეში 2 კაპსულა – ზღვაზე წასვლამდე ორი კვირის განმავლობაში. ასე თქვენი ნამზეური გამოვა თანაბარი და, თანაც, იქნება გაცილებით უფრო ხანგრძლივი. ამასთან, ეს ვიტამინები იცავს კანს გამოშრობისა და პიგმენტური ლაქების გაჩენისგან. ექსპერტების განმარტებით, ასეთ კომპლექსებში შედის ვიტამინ-ანტიოქსიდანტები – C, E; ბეტა-კაროტინი და სხვა აქტიური კომპონენტები. ის ხელს უწყობს მელატონინის გამომუშავებას და, პარალელურად, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების აგრესიული ზემოქმედებისგან.
კითხვა: რატომღაც, ზაფხულობით ჩემი ნაოჭები თითქოს უფრო მკვეთრად ჩანს, ვიდრე ზამთარში და სახის კანიც უფრო გაუფერულებულია. კრემები არ მშველის. რა პროცედურები უნდა ჩამიტაროს კოსმეტოლოგმა?
პასუხი: ზაფხულში ულტრაიისფერი სხივების სიჭარბე იწვევს კანის ფოტოდაბერებას (უჯრედების ჭკნობას). ასეთ დროს რეკომენდებულია პროცედურები, რომლებიც მოახდენს ფიბროპლასტების – შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი უჯრედების გამომუშავებას, რომელიც პასუხს აგებს რეგენერაციაზე; მაგალითად, ასეთი პროცედურებია ფიბროსტრაიკი ან ბიორევიტალიზაცია.
ფიბროსტრაიკი ააქტიურებს კოლაგენის, ელასტინისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზს; ბიორევიტალიზაცია კი ასტიმულირებს ჰიალურონის მჟავის გამომუშავებას და, ამასთან, ღრმად ატენიანებს და კვებავს კანს.