იცით დროის ფასი?
ამ ტესტის შევსებისას აუცილებელია, იყოთ გულახდილი. შედეგი თვითშეფასების ამაღლების საშუალებას მოგცემთ. ვინც დროის ფასი არ იცის, ის ვერაფერს შექმნის და ვერც დასახულ მიზანს მიაღწევს.
უპასუხეთ „ჰო“ ან „არა“!
თითოეულ დადებით პასუხზე დაიწერეთ ერთი ქულა.
1. საუბრისას უსმენთ თანამოსაუბრეს, თუ ხშირად აწყვეტინებთ მას?
2. იშვიათად ახერხებთ გამოძინებას, იმიტომ რომ, საქმეს ვერ ასწრებთ?
3. არასოდეს გყოფნით დრო, თავი შეიქციოთ საყვარელი ჰობით, წახვიდეთ აუზზე, სალონში, მეგობრებთან?
4. როცა სტუმრად ვინმეს ელოდებით, ბევრს ნერვიულობთ?
5. ყოველთვის სწრაფად ჭამთ, სწრაფად იცვამთ, დადიხართ... იმიტომ რომ, დროის დეფიციტი გაქვთ?
6. როცა დასასვენებლად ხართ, სინდისი გაწუხებთ „ფუჭად გაფლანგული“ დროის გამო?
7. მოთმინება გყოფნით, 3-5 წუთის განმავლობაში აკეთოთ რუტინული საქმე?
8. გაქვთ ჩვევა, ყოველთვის, ყველგან დააგვიანოთ?
9. ყოველდღე საათობით ლაპარაკობთ ტელეფონზე?
10. გიჭირთ პრობლემებთან გამკლავება და სულ სტრესში ხართ?
11. ექვს თვეზე მეტია, რაც არ დაგისვენიათ?
12. გაღიზიანებთ ადამიანები, რომლებიც არაფერს აკეთებენ და უბრალოდ, ზარმაცობენ?
13. დიდი ხანია, არ ყოფილხართ ექიმთან კონსულტაციაზე და არც სტომატოლოგთან?
14. მზად ხართ, ბევრ საქმეს ერთად შეეჭიდოთ და ყველაფერს ერთად ეპოტინებით?
15. დიდი ხანია, არ ყოფილხართ კინოში, თეატრში, სტუმრად, სალაშქროდ, კონცერტზე?
ახლა ნახეთ შედეგები:
თუ დააგროვეთ 1-3 დადებითი პასუხი: ცაიტნოტი ჯერჯერობით არ გემუქრებათ. უფრო პირიქით – თავისუფალი დრო უამრავი გაქვთ. მაგრამ, მთავარია, სწორედ განკარგოთ ეს დრო. კარგი იქნება, თუ მეტ ყურადღებას მიაქცევთ ჯანმრთელობას... მეგობრებს...
თუ დაგიგროვდათ 4-7 დადებითი პასუხი: ადრე თუ გვიან დროის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდებით. ჯერჯერობით საქმეს და დასვენებას კარგად უთანხმებთ ერთმანეთს. შეეცადეთ, არ გადაუხვიოთ თქვენი „გრაფიკიდან“. სწორად განკარგავთ დროს. მთავარია, ბალანსი არ დაარღვიოთ და არ გადაიღალოთ.
თუ დაგიგროვდათ 8-15 დადებითი პასუხი: ქრონიკული ცაიტნოტის პირობებში ცხოვრობთ. ეს მიზნის მიღწევაშიც გიშლით ხელს და ჯანმრთელობასაც პრობლემებს შეუქმნით. თითქმის ძილის დროც კი არ გაქვთ. როგორ გგონიათ, დიდხანს „გაქაჩავთ“ ასეთ რეჟიმში?!