კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ნაწლავური დაავადებები ვრცელდება ზაფხულში და რატომ არის ზღვაზე დასვენება საშიში

ზაფხულის დადგომასთან ერთად, თავს იჩენს მრავალი ინფექციური დაავადება, მაგალითად, სხვადასხვა ნაწლავური ინფექცია, რომლებიც დასვენების ტკბილ დღეებს გვაშხამებს. ზოგადად, ამ სეზონზე ადამიანის დაინფიცირების რისკი დიდია, რადგან სითბო და წყალი ბაქტერიების გავრცელებას უწყობს ხელს. რა უნდა ვიცოდეთ ზაფხულის დაავადებების შესახებ და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფექციონისტი გია დეისაძე გვესაუბრა.
– რომელი ინფექციური დაავადებებით შეიძლება დაინფიცირდეს ადამიანი ზაფხულში?
– ზაფხული კარგი დროა ნაწლავური ინფექციების გავრცელებისთვის. ამ სეზონზე აქტუალურია ზღვა, აუზები, რომლებშიც სხვადასხვა ბაქტერია ბინადრობს.  ადამიანები ბევრს მოძრაობენ, მოგზაურობენ, მიირთმევენ ხილს, რომელიც არ არის კარგად გარეცხილი და დამუშავებული. სვამენ წყალს გაურკვეველი წყლის რეზერვუარებიდან. ეს ყოველივე და კიდევ ბევრი სხვა რამ, ინფექციების გადამტანია. ყველაზე ხშირი ამ სეზონზე კი, ნაწლავური ინფექციებია, თუმცა ვირუსული ინფექციებისგანაც არ ვართ დაზღვეულები – ენტეროვირუსული ინფექციების მთელი ჯგუფია, რომელებიც გვაძლევს ნაწლავურ ინფექციებს. ეს ყველაფერი გამოხატულია ერთი სიმპტომით, ნაწლავთა აშლილობით, ანუ კუჭის გახშირებული მოქმედებით, სამედიცინო ენაზე ამას დიარეა ჰქვია. მას შეიძლება, ახლდეს ცხელება და ღებინება ან საერთოდ არ გამოიხატოს დამატებითი სიმპტომებით. დაავადება, შეიძლება გაგრძელდეს ერთი ან რამდენიმე დღე. თუ გახშირებული კუჭის მოქმედება გაგიგრძელდათ 5-6 დღე, თვითმკურნალობას არ დასჯერდეთ და მიმართეთ ექიმს. თვითმკურნალობას შედეგი აქვს მაშინ, როცა ზემოთ ნახსენები ყველა სიმპტომი ერთ ან ორ დღეში გაივლის, ადამიანი კი ერთხელ ან ორჯერ გადის დღეში კუჭში. გართულებულ სიტუაციებში, თუ ექიმი დროულად არ ჩაერია, მოხდება ძალიან ცუდი რამ – გაუწყლოება და შოკი. ადამიანს შეუძლია  იმდენი სითხე დაკარგოს, რა წონაც აქვს. თუ მის წონაზე მეტი სითხე იკარგება, ორგანიზმი კი ვერ იღებს სითხეს, მაშინ ვითარდება დეჰიდრადაციული შოკი. ამიტომ, ეს არ ჩათვალოთ მარტივად გადასაჭრელ პრობლემად. ნაწლავური ინფექცია ზაფხულის ერთ–ერთი ვერაგი დაავადებაა. მისგან გამოწვეული მიზეზებით შეიძლება ადამიანი დაიღუპოს კიდეც.
– რომელი ასაკობრივი ჯგუფი შედის დაავადების რისკის ქვეშ?
– ასეთ სიტუაციებში განსაკუთრებით საყურადღებო და მისახედია ბავშვები, რომლებსაც ასაკთან შედარებით, მეტი წონა აქვთ.  თუ მოზრდილი ადამიანისთვის დღეში 2–3 ლიტრი სითხის მიღება პრობლემა არ არის, ბავშვისთვის შეიძლება პრობლემატური ოყოს. მსგავს მდგომარეობაში არიან მოხუცები. მათ უფრო ხშირად აქვთ ასეთი მომენტები, რაც დაკავშირებულია მათ ფსიქო-სოციალურ მდომარეობასთან, თან, თუ ეს მდგომარეობა არ არის სრულყოფილი.  მათი კუჭ-ნაწლავი არასტაბილური და არამდგრადია, სხვადასხვა მიზეზის გამო, დაზიანებული და დარღვეულია, რაც კიდევ ცალკე პრობლემას ქმნის. ამიტომ, ყურადღება უნდა მიაქციოთ ამ ინფექციებს. ვიმეორებ, თუ პრობლემა გაღრმავდა, ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს.
– რა შეიძლება გავაკეთოთ სახლის პირობებში, ვიდრე ექიმთან მივალთ?
– საერთოდ, თვითმკურნალობას არ გირჩევთ. მაგრამ, აუცილებლად უნდა მიიღოთ სითხე, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა ნაწლავური სინდრომი და გაჩნდა თუ არა მსგავსი პრობლემა. ზაფხულში, როცა ცხელა, ადამიანი ისედაც კარგავს სითხეს ოფლის სახით, რომლის შევსებაც აუცილებელია. სითხეებში არ იგულისხმება გაზიანი სასმელები. მიიღეთ წყალი და ნატურალური წვენები.
– ზღვაზე რომელი დაავადებები იჩენს თავს?
– ენტეროვირუსებია ყველაზე ხშირად, რომელიც ზღვაში ხვდება ფეკალიების სახით. თან, ზღვაში ამ სეზონზე ტემპერატურა მაღალია და ეს იწვევს მათ გამრავლებას. ამას გარდა, წყალში ხვდება ორგანული პროდუქტები, რომლებშიც შეიძლება იყოს ვირუსი. მაგალითად, პირის ღრუს ლორწო, ცხვირის ღრუს ლორწო და ასე შემდეგ. რისგანაც არსებობს დაინფიცირების რისკები. უცხოეთში, აუზებზე აქვთ დამონტაჟებული მოწყობილობა, რომელიც, როცა ადამიანი ჩადის წყალში და ინელებს საკუთარ ფეკალურ მასებს, ირთვება სიგნალიზაცია. ამის გაკონტროლება ზღვაზე რთულია, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი აუზები მსგავსი შემთხვევებისგან ვერ გვიცავს.  თან, ზღვაში ჩაედინება უამრავი ფეკალური მასა, კანალიზაციის შენაერთები, სხვადასხვა მდინარეები, რაც იწვევს ვირუსების გავრცელებას.
– კონკრეტული დაავადება არსებობს, რომლითაც ამ სეზონზე შეიძლება დაავადდეს ადამიანი?
– კონკრეტული დაავადება არ არსებობს. ნაწლავური ინფექციების ჯგუფია, რომელიც შეიძლება იყოს: დაწყებული ენტეროვირუსით, დამთავრებული სალმონელოზითა და ქოლერითაც კი, გააჩნია ტერიტორიულად სად ხართ. მაგალითად, ინდოეთში ქოლერა შეიძლება დაგემართოთ.  ენტეროვირუსული ინფექციები გადადის წვეთოვანი გზით და ვერბალური კონტაქტით, რომელიც შეიძლება თქვენს ხელზე მოხვდეს. შემდეგ მოისვათ პირზე, თვალზე და დაინფიცირდეთ. ცოტა ხნის წინ იყო ვირუსული აფეთქება, გამოხატული მენინგიტის სახით. იმისთვის, რომ ეს არ გადაგედოთ, სახლში შესვლისას საჭიროა ხელების დაბანა. არ უნდა იხმაროთ სხვისი ჭიქა და ასე შემდეგ. ჯერ ეგონათ, ეს ვირუსი მარტო ბავშვებს ჰქონდათ და მარტო ბავშვები არ იბანდნენ ხელებს. მერე აღმოჩნდა, რომ  უფროსებსაც სჭირდათ იგივე.
– თვეების მიხედვით თუ არის კრიტიკული მდგომარეობა ამ მხრივ?
–  ჩვეულებრივ ყველაზე ცხელ პერიოდში იმატებს დაავადებები. შემდეგი ეტაპია, როცა კურორტებიდან ბრუნდებით სახლებში. ივნისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე ეს დაავადებები აქტუალურია. რაც შეეხება რეგიონებს, ბათუმი არის პიკი და ხშირია ნაწლავური ინფექციები, რადგან მოსახლეობის ძირითადი ნაწილი იქ ჩადის დასასვენებლად.
– იმუნიტეტზეა ეს ყოველივე დამოკიდებული?
– იმუნიტეტი სხვა დაავადებების დროს უფრო მნიშვნელოვანია, ეს უფრო ჰიგიენასთანაა დაკავშირებული. ქუჩიდან სახლში რომ შეხვალთ, აუცილებლად გადაიბანეთ ხელები. ადრე რატომ ემართებოდათ ხშირად ქოლერა და მსგავსი რამ, არავინ იცავდა ჰიგიენის წესებს. დღესაც არის ეს დაავადება შემორჩენილი ინდოეთის ზოგიერთ ადგილებში.
– არის ამ სეზონზე სხვა რომელიმე დაავადების გავრცელების რისკი?
– რისკები სულ არსებობს, მოგეხსენებათ ახლა ზიკა ვირუსია გავრცელებული. მანამდე ღორის, ფრინველის ვირუსი იყო, თუმცა  გაიარა. წელს, გაცილებით მეტი პრობლემა შექმნა ენტეროვირუსმა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ იყო. თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ, ერთი პაციენტიც არ დაღუპულა, პრობლემა ის იყო, რომ მასშტაბურად დაავადდა ხალხი.

скачать dle 11.3