კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იძია შური ლავრენტი ბერიამ სომეხი ეკომიგრანტების ლიდერსა და მის მხარდამჭერზე

ლავრენტი ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილ აბსურდულ ბრალდებებს შორის, ერთ-ერთია „დინამოს“ სტადიონის თემა, რომელიც, თურმე, მაშინდელი საქართველოს ცეკას პირველი მდივნის (ბერიას) „ულტრანაციონალისტური გამოვლინება“ იყო... (ციტატა ბრალდების ოქმიდან). პროფესორი ვარლამ ხარიტონოვი წერს: „1953 წლის დეკემბერში ნიკიტა ხრუშჩოვის ბერიასადმი სიძულვილმა აბსურდულ ზომებს მიაღწია და თბილისში „დინამოს“ სტადიონის აშენებისთვის მას ულტრანაციონალიზმში დასდეს ბრალი... ერთ-ერთ საბრალდებო ოქმში წერია: „1933-1935 წლებში თბილისში „დინამოს“ სტადიონის მშენებლობა, რომელიც მოღალატე ბერიას ინიციატივით განხორციელდა და 20 მილიონი მანეთი დაჯდა, იყო ულტრანაციონალიზმის მკაფიო გამოვლინება – სხვა ეროვნების ხალხის უგულვებელყოფა და მათი მიტოვება ბედის ანაბარად, რაც ჭეშმარიტი საბჭოთა კომუნისტისთვის შეუფერებელი საქციელია. ბერია არც ყოფილა ჭეშმარიტი კომუნისტი, ის იყო ულტრანაციონალისტი...“
მკითხველი რომ არ დაიბნეს, ერთ განმარტებას გავაკეთებ. 1933 წლის მიწურულს საქართველოს მოსაზღვრე, ერთ-ერთ სომხურ რეგიონში ძლიერი ქარიშხლის შედეგად, კომპაქტურად დასახლებულ მოსახლეობას, ზოგს სრულად, უმეტესს კი ნაწილობრივ, სახლ-კარი გაუნადგურდათ. იმის მაგივრად, რომ დაზარალებულებს თავიანთი, ადგილობრივი მთავრობისთვის ეთხოვათ დახმარება, ისინი საქართველოსკენ დაიძრნენ. მაშინდელი ადმინისტრაციული საზღვარი გადმოკვეთეს და ქართულ მოსახლეობას შეეკედლნენ. იქ ეკოლტოლვილებს ყოველგვარი დახმარება გაუწიეს და გამოაზამთრებინეს. თუმცა, ლტოლვილები არც თავიანთი მთავრობისთვის აპირებდნენ დახმარების თხოვნას და ახალი საცხოვრებელიც მოეწონათ. მეტიც, მათმა ეგრეთ წოდებულმა წინამძღოლმა, ვინმე ურო ვაგანიანმა მოსკოვში, იმჟამინდელი კვების მრეწველობის სახალხო კომისარს, თანამემამულე ანასტას მიქოიანს ჩაუტანა წერილობითი მოთხოვნა, რომ ლტოლვილი სომხებისთვის ნაყოფიერ ქართულ მიწებზე დასახლების ნებართვა მიეცათ და მათთვის ყოველგვარი დახმარება გაეწიათ... ეშმაკმა მიქოიანმა, რომელსაც უკვე საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი ბერიას ძალა და იცოდა მისი შესაძლებლობები, თანამემამულეებს ურჩია, სწორედ ბერიასთვის მიემართათ დახმარებისთვის. თუმცა, ვაგანიანი საკმაოდ ჯიუტი აღმოჩნდა. მან ფინანსთა სახალხო კომისარიატში ვინმე ართაშ უსუფიანს მიაგნო, რომელიც სააღრიცხვო განყოფილებას ხელმძღვანელობდა და მისი რჩევით, ფინანსთა სახალხო კომისარს წერილი მისწერა. წერილში ეწერა, რომ თბილისში მიმდინარე სტადიონის მშენებლობა შეეჩერებინათ, ხოლო გამოთავისუფლებული სახსრებით კი, 20 ათასი სომეხი ლტოლვილისთვის აეშენებინათ დასახლება საქართველოს ნებისმიერ თავისუფალ ტერიტორიაზე... საკავშირო ფინანსთა კომისარმა ეს მოთხოვნა პირდაპირ ბერიას გადაუგზავნა და ასე მოიშორა თავიდან აბეზარი ვაგანიანი... შემდგომი მოვლენები მძაფრსიუჟეტიანი რომანივით განვითარდა. 1934 წლის 19 მარტს ურო ვაგანიანი „ჩეკას“ „მოსკვიჩით“ თბილისში წაიყვანეს და ის უკვალოდ გაქრა... 21 მარტს კი, სომხეთის ცეკას პირველი მდივანი აგასი ხანჯიანი (2 წლის შემდეგ ის ბერიამ თავის კაბინეტში რევოლვერით მოკლა) პირადად ჩავიდა ეკოლტოლვილი სომხების ბანაკში და უკან დააბრუნა ისინი, თან ყოველმხრივ დახმარებას შეჰპირდა. როგორც შემდგომ გაირკვა, ბერიას ხანჯიანისთვის დაურეკავს და დამუქრებია, თუ სასწრაფოდ არ მოაშორებდა თავის თანამემამულეებს საქართველოდან, თავად მას არ დააყენებდა კარგ დღეს, რაც მართლაც აუსრულა ორი წლის შემდეგ... გენერალ სერგო გოგლიძის ჩვენებაში, რომელიც მან 1953 წლის 2 დეკემბერს მისცა სასამართლოს, ვკითხულობთ: „ურო ვაგანიანი 1934 წლის 19 მარტს ჩემმა ხელქვეითებმა თბილისში ჩამოიყვანეს და „ჩეკას“ შენობაში დაკითხეს. შემდეგ ის სოღანლუღის ველზე გაიყვანეს, დახვრიტეს და იქვე დამარხეს. მეორე დღეს კი, ლავრენტი ბერიამ ჩემი თანდასწრებით დაურეკა სომხეთის ცეკას პირველ მდივანს, აგასი ხანჯიანს და უთხრა:
– გაფრთხილებ, აგასი, რომ ჩემთან ეგ ოინები არ გაგივა. სასწრაფოდ ჩამოეთრიე და შენი ხალხი წაიყვანე. ხუთ დღეს გაძლევ საამისოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხრებზე თავი არ შეგრჩებაო...“
აგასი ხანჯიანმა ორ დღეში შეასრულა ბერიას ბრძანება და 20 ათასი თავისი თანამემამულე სასწრაფოდ დააბრუნა სამშობლოში. თუმცა, ბერიას რისხვას მაინც ვერ გადაურჩა და 1936 წელს ბერიამ ის მოკლა.  ბერიამ არც ართაშ უსუფიანი დაივიწყა, რომელიც საკავშირო ფინანსთა სახალხო კომისარიატში მუშაობდა და სწორედ მისი იდეა იყო, რომ, თბილისში „დინამოს“ სტადიონის სანაცვლოდ, საქართველოში სომხებისთვის დასახლება აეშენებინათ. უსუფიანი 1938 წელს დააპატიმრეს ბერიას ბრძანებით და სახელმწიფო საიდუმლოს გაცემის ბრალდების საფუძველზე დახვრიტეს.
თბილისის „დინამოს“ სტადიონის იდეა კი პირადად ლავრენტი ბერიას ეკუთვნოდა. მან დიდუბის მინდორი საგანგებოდ შეარჩია. შემდეგ ცნობილი არქიტექტორი არჩილ ქურდიანი თავის კაბინეტში დაიბარა და მსოფლიო სტანდარტების დონის საფეხბურთო სტადიონის დაპროექტება და აშენება დაავალა. როდესაც არქიტექტორმა ბერიას პროექტი და ხარჯთაღრიცხვა მიუტანა, ბერიას მისთვის უთქვამს:
– პროექტი მშვენიერია, თუმცა ცოტა ძვირი.
– ლავრენტი პავლოვიჩ, მაშინ თქვენ ბრძანეთ, რა თანხების გაღება შეგიძლიათ მშენებლობისთვის და პროექტსაც შესაბამისად შევცვლიო, – მიუგო „პირველს“ არჩილ ქურდიანმა.
ბერიას პაუზა გაუკეთებია. სტადიონის მაკეტისთვის კიდევ ერთხელ შეუვლია თვალი და არქიტექტორისთვის უთქვამს:
– არავითარ შემთხვევაში. ასეთ კოხტა ნაგებობას ვერ გაგაფუჭებინებ. თანხებს ვიშოვი. მხოლოდ შემპირდი, რომ ნამდვილი ნაგებობაც ასეთივე ლამაზი იქნებაო.
– გპირდებით, ლავრენტი პავლოვიჩ. ნამდვილი სტადიონიც ზუსტად ისეთივე ლამაზი იქნება, როგორიც ეს მაკეტია, – უთქვამს ბერიასთვის არჩილ ქურდიანს და სულ რაღაც 2 კვირაში, სტადიონის მშენებლობაც დაიწყო... 20 მილიონი მანეთი კი ლავრენტი ბერიამ საკავშირო ბიუჯეტიდან მიიღო, რაც იმ პერიოდში ურთულესი იყო. ბერიამ მთელი თავისი გავლენა და ეშმაკობა გამოიჩინა. სტალინს „დინამო“ სტადიონის მშენებლობა სტრატეგიულ ობიექტთა სიაში შეატანინა და მის ასაშენებლად 20 მილიონი მანეთიც მიიღო... „დინამოს“ სტადიონი სარეკორდოდ მოკლე დროში, 2 წელიწადში აშენდა და იმ პერიოდში საბჭოეთში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ძვირად ღირებულ ობიექტად ითვლებოდა. ბერია, რომელიც ფეხბურთის თავგამოდებული მოყვარული იყო, პირადად კურირებდა სტადიონის მშენებლობას.  თითქმის ყოველდღე აკითხავდა მშენებლებს და სამუშაოების მიმდინარეობას ეცნობოდა.
1935 წლის 12 ოქტოემბერს, თბილისის „დინამოს“ სტადიონი, რომელიც 23 ათას მაყურებელს იტევდა, პირადად ბერიამ გახსნა და გრძელი სიტყვაც წარმოთქვა ტრიბუნიდან, რომელიც შუა მინდორზე იყო აღმართული.
სტადიონის მშენებლობასთან ერთად, შეიქმნა თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდიც, რომელიც უშუალოდ ლავრენტი ბერიას ინიციატივით ჩამოყალიბდა და საკურატოროდ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს გადაეცა. ფეხბურთელებს აძლევდნენ სამხედრო წოდებებს. უხდიდნენ მაღალი რანგის ოფიცრის ხელფასებს. აძლევდნენ „პაიოკს“ (ულუფას) და აკმაყოფილებდნენ საცხოვრებელი პირობებით. ბერიასვე ძალისხმევით შეიქმნა საქართველოში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და ყველაფერი კეთდებოდა ფეხბურთის განვითარებისთვის. თავად ბერია კი „დინამოს“ არცერთ შინა თუ გარე თამაშს არ ტოვებდა, ყველას ესწრებოდა და გულმხურვალედ ქომაგობდა საყვარელ გუნდს სამთავრობო ლოჟიდან. საგულისხმო ფაქტია, რომ თბილისის „დინამო“ კარგა ხანს ერთადერთი გუნდი იყო მთელ საბჭოეთში, რომელსაც ორი, სპეცშეკვეთით დამზადებული ავტობუსი ჰყავდა. სხვა ქალაქებში სათამაშოდ კი თბილისის დინამოელები ბერიას პირადი თვითმფრინავით დაფრინავდნენ. ბერია, სიჭაბუკესა და ახალგაზრდობაში თავადაც საკმაოდ კარგად თამაშობდა ფეხბურთს და ზოგჯერ დინამოელებთან ერთადაც აგორებდა ბურთს. ბერიაც ძალიან უყვარდათ ფეხბურთელებს და ნაკლებად ცნობილი ფაქტია, მაგრამ თითქმის თბილისის „დინამოს“ პირველი პლეადის ყველა ფეხბურთელმა მოაწერა ხელი ხრუშჩოვისთვის გაგზავნილ წერილს 1953 წლის 8 სექტემბერს, რომელშიც ისინი ბერიასთვის მსუბუქი სასჯელის გამოტანას და პარტიაში დატოვებას ითხოვდნენ... თუმცა, რომელ პარტიაში დატოვებაზე იყო საუბარი, როდესაც ბერია უკვე მოკლული გახლდათ და პროცესი გაყალბებით მიმდინარეობდა.“

скачать dle 11.3