კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ჩემმა წინაპარმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ამას ძალიან განვიცდი. გადადის თუ არა შთამომავლობაზე ასეთი მძიმე ცოდვა და რა შემიძლია, გავაკეთო წინაპრის სულისთვის სასიკეთო?
პასუხი: თუნდაც ისეთი მძიმე და მიუტევებელი ცოდვა, როგორიც თვითმკვლელობაა, არ გადადის შთამომავლობაზე. იყავით მშვიდად და იზრუნეთ საკუთარი სულის ცხონებისთვის. იცხოვრეთ ქრისტიანულად: ლოცვით, მარხვით, სიწმიდითა და ზიარებით. წინაპრისთვის კი მხოლოდ მოწყალების გაღება შეგიძლიათ. მას ლოცვებში ვერ მოიხსენიებთ.
კითხვა: ბოლო დროს ძალიან მოდაში შემოვიდა ტატუს გაკეთება. მომწონს და მინდა, მეც გავიკეთო. ამით ცოდვას ხომ არ ჩავიდენ?
პასუხი: ტატუ, იგივე სვირინგი, წინათ გავრცელებული იყო ველურ წარმართებში და მათ წეს-ჩვეულებებს უკავშირდებოდა. ქრისტიანობა კი მოსვირინგებას უარყოფითად უყურებს, რადგან ადამიანის სხეული ღვთიური ქმნილებაა და სულის ტაძარი. თუ გსურთ, ჭეშმარიტი მორწმუნე იყოთ და უფალს ესათნოებოდეთ, ნუ აჰყვებით მოდის ყოველგვარ სიახლეს და იცხოვრეთ მოკრძალებულად.
კითხვა: როდესაც რაიმე საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი და არ ვიცით, რომელი  გზაა უკეთესი, ღვთისთვის სასურველი, როგორ მოვიქცეთ?
პასუხი: ასეთ დროს რჩევა სასულიერო პირს უნდა ჰკითხოთ. თუ მოძღვართან შეკითხვის საშუალება არ გაქვთ, მაშინ აზრი დაეკითხეთ გამოცდილ, მორწმუნე ადამიანებს, რომელთაც შეეძლებათ კარგი რჩევის მოცემა.
კითხვა: დიდი ხნის წინ დავკარგე ნათლობის ჯვარი, რასაც ძალიან განვიცდიდი. ახლა კი რაღაც სასწაულებრივად ვიპოვე. ხომ არ დაკარგა ჯვარმა ძალა და ხელახლა ხომ არ ვაკურთხებინო მოძღვარს?
პასუხი: ჯვარი ძალას არ კარგავს ჟამთა ვითარებაში, მაგრამ თუ ის დაუდევრობით გაჭუჭყიანდება (მაგალითად, მიწით დაისვრება), უნდა გაიწმინდოს და თავიდან აკურთხებინოთ.
კითხვა: ჩემი შვილის ნათლობის ჯვარმა ფერი შეიცვალა. ხომ არ მოასწავებს ეს რამეს?
პასუხი: ეს ფაქტი არაფერზე მიანიშნებს – შეცვლილი ფერი თვითონ ლითონის ხარისხის ბრალი შეიძლება იყოს. შეგიძლიათ, შეინახოთ ნათლობის ჯვარი და სხვა შეიძინოთ სატარებლად.

скачать dle 11.3