კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„დრო, დრო არ მაქვს მე ფიქრის“

ანუ დანაპირებს პოლიტიკოსი არ მოუკლავს

 რაკი წინასაარჩევნო მარათონია და ამ ჩვენს პოლიტიკოსებს ერთთავად სკამები ელანდებათ, ცხადია, მათი ენაც ამ ზმანებას მიჰყვება და ისეთებს გვპირდებიან, თვით ფანტასტიკური ჟანრის ფილმის სცენარისტსაც რომ შეშურდება (ფანტაზიის სიფართოვე და გაქანება მაქვს მხედველობაში).
თავადაც ისეთი სიფრიფანები არიან, გეგონება, საცაა ფრთებს გაშლიან და შხუილით გადაუფრენენ თავზე ისედაც გაოგნებულ ამომრჩევლებს. თუმცა, ჩემი სუბიექტური აზრით, ყველაზე შორს მაინც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტოდ შემზადებული კანდიდატები მიფრინავენ.
მაგალითად, ხსენებული პარტიის საარჩვენო სიის პირველ საპატიო ათეულში დავანებული, ოდესღაც თვით ომბუდსმენი გიორგი ტუღუში უბნობს, რომ ხალხს (ჯერჯერობით გარდაბანი ჰქონდა მხოლოდ მხედველობაში), ის დრო მოენატრა, როდესაც დაცული იყო თანასწორობის პრინციპი (ვითომ ბ-ნ ტუღუშს თავის მიერვე მომზადებული ანგარიშებიც კი გადაავიწყა სკამის ბრჭყვიალმა?!).
მეტიც, იგი (ანუ ბ-ნი ტუღუში) ბრძანებს, რომ (ციტატას მოვიშველიებ): „ამ ხალხს ძალიან კარგად ესმის ფასი იმისა, თუ რა მოუტანა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობამ წლების განმავლობაში.“
მეორე მხრივ, მას პათოსში არც თანამოაზრე ბ-ნი ბაქრაძე ჩამორჩა და რიტორიკულად ბრძანა: „ჩათვალეთ, არ მესმის პოლიტიკა, თუ ეს არჩევნები ვერ მოვიგეთ“, ნუ, იმას გარდა, რომ განახლებული ენერგიით, სულ წინ უნდა წავიყვანოთ ქვეყანაო.
სავსებით ბუნებრივია, დანაპირებს პოლიტიკოსი არ მოუკლავს, თუმცა, არ იქნებოდა ურიგო, თუკი ამომრჩეველს წარსულის დავიწყების საშუალებას მისცემდნენ, ვინაიდან, ბრძენნი ამბობენ, ახალი – კარგად დავიწყებული ძველია (და არა ისე რაო). –

скачать dle 11.3