„დამცველები“
მესამე რომის ამპლუაში
გასულ კვირას რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვაცნობა, ჩვენ რა – სრულიად დედამიწას აუწყა, რომ შემოდგომაზე აპირებენ, ჩაატარონ მსოფლიოში ქრისტიანთა დაცვის მეორე კონფერენცია (ეგ ღვთისმოსავები, ეგენი).
სახელდობრ, ბ-ნმა ლავროვმა გვაუწყა, რომ: „დღესდღეობით ქრისტიანებს სერიოზულად დევნიან ახლო აღმოსავლეთში და, უპირველესად, სირიასა და ერაყში (და მერე რა, რომ ქართველი ქრისტანები სულ ახლახან თავიანთი სახლებიდან თავად დევნა?!)… ქრისტიანების განდევნა იმ რეგიონებიდან, სადაც დაიბადა ქრისტიანობა, იქნებოდა დარტყმა არა მხოლოდ წმიდა მიწის სულიერ ისტორიაზე, არამედ მთელი ახლო აღმოსავლეთის ისტორიაზე დარტყმა.“
შეგახსენებთ, უფრო ადრე რფ-ის პრ. პუტინმა განაცხადა, რომ აპირებს, გააგრძელოს ნიკოლოზ მეფის გზა და არა მხოლოდ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები გაათავისუფლოს, არამედ კონსტანტინოპოლიც დაუბრუნოს ქრისტიანებს.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ რუსეთის იმპერია ათწლეულობით ეომებოდა ოსმალეთის იმპერიას, ისევე, როგორც სპარსეთისას, თითქოს ქრისტიანების დაცვის მოტივით, რეალურად კი იმპერიის გასაფართოებლად, როგორც ჩანს, სოციალიზმის იდეების დაცვა ახლა ისევ ქრისტიანთა დაცვამ ჩაანაცვლა.
მეორე მხრივ კი, ჩვენზე უკეთ არც არავინ იცის, როგორ იცავს რუსეთი ქრისტიანებს: ქრისტიანული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით დაწყებული და ქრისტიანული ტაძრების შეთეთრება-ძარცვით დამთავრებული. –