კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„წყალში ვდგავარ, ცეცხლი მიკიდია“

და თუ ეს სიყვარულია?!

 ამ ჩვენი მეზობელი თურქეთის პრეზიდენტმა ისე გაშალა ფრთები, რომ, ლამისაა, მისმა მარჯვენამ (ფრთამ, რასაკვირველია) არც კი იცის, რას აკეთებს მარცხენა: იმას გარდა, რომ პანტაპუნტით დაიჭირა სამხედროები და გაათავისუფლა სამსახურებიდან პროკურორ-მოსამართლე-პედაგოგ-პროფესორები, აწ უკვე 3 000-მდე პროკურორსა და მოსამართლეს ქონების ჩამორთმევასაც უპირებს.
ხოლო, მეორე მხრივ, ისეთ რევერანსებს უკეთებს მოსკოვს, გულუბრყვილო ადამიანი იფიქრებს, ვასლად ხომ არ უპირებს დადგომასო?!
ასეა თუ ისე, ბ-ნმა ერდოღანმა არც აცია, არც აცხელა და განაცხადა, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავი თურქმა პილოტმა თვითნებურად ჩამოაგდო, მაგრამ, ზუსტად მაშინ, საქმე რომ ბოლომდე გაჩარხული გვეგონა, თურქეთისვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დავუთოღლუმაც, არც აცია, არც აცხელა და განაცხადა, რომ თავად გასცა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება, ხოლო მისი ბრძანება კი გენერალური შტაბის ინსტრუქციას ემყარებოდა.
თუ გავიხსენებთ, რომ პრეზიდენტი ერდოღანი თავის რუს კოლეგას 9 აგვისტოს ხვდება, როგორც ჩანს, მთელი თავისი კრეატიულობის მოხმობა მოუწევს, რომ ყოფილი თანამოაზრის მიერ მისთვის ზურგში ჩაცემული აღიარება გაანეიტრალოს.
აქედან გამომდინარე, დიდად ვშიშობ, პრ. პუტინს სიყვარულში არ გამოუტყდეს (ვაითუ დაქორწინდნენ და მზითვად რომელიმეს ჩვენ გაგვატანონ)?! –

скачать dle 11.3