სასაჩუქრე მთა
ანუ ძუნწი მეზობლები?!
მაშინ, როდესაც ერთ ჩვენს მეზობელს (სახელდობრ, სომხეთს) თვით თავის სახელმწიფო გერბზე აქვს გამოსახული ტერიტორია (კერძოდ, არარატის მთა), რომელიც ამჟამად ჩვენი მეორეე მეზობლის (სახელდობრ, თურქეთის) შემადგენლობაშია, შევიტყვეთ, რომ ევროპის ტერიტორიაზე ამ ტიპის საკითხები სულ სხვა ჭრილშია გადაწყვეტილი.
ასე, მაგალითად, გავრცელებული ინფორმაციით, ნორვეგიის მთავრობამ შესაძლოა, ფინეთს მოსაზღვრე მთა აჩუქოს, თუმცა მიზეზიც საპატიო და დიადია – ფინეთის დამოუკიდებლობის ასი წლისთავი.
ცხადია, ჟურნალისტები დაინტერესდნენ ამ ინფოს საფუძვლიანობით და მიჩხრიკ-მოჩხრიკეს, ჰოდა, გაარკვიეს, რომ ნორვეგიის მთავრობას ეს ამბავი მართლაც ჰქონია გუმანში.
თვით ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს უბრძანებია (მომყავს ციტატა): „დარჩენილია რამდენიმე ფორმალური საკითხის გადაწყვეტა და მალე ჩამოვყალიბდებით საბოლოოდ.“
სასაჩუქრე მთა 1 365 მეტრი სიმაღლისაა და ფინეთის საზღვრიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს (ნეტავ, შეუფუთავენ კიდეც?!).
ცხადია, სხვა რა დაგვრჩენია იმას გარდა, რომ დავტკბეთ ევროპელი პარტნიორ-მეგობრების ხელგაშლილობით, თუმცა, ის კი მაინც გულდასაწყვეტია, რომ, საკუთრივ ჩვენ მეტად ძუნწი მეზობლები გვყავს, ჩუქებას ვინ ჩივის, სულ წართმევაზე არიან?! –