კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მეთოდს იყენებდა პატარა, საზრიანი და-ძმა გადამალული ნოუთბუქის მოსაძებნად

ბავშვების, მით უმეტეს დღევანდელი თაობის პატარების ეშმაკობასა და საზრიანობას რომ საზღვარი არ აქვს, ჩემი მეგობრის შვილების მაგალითზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. საქმე კი შემდეგშია: ომარ გოგუაძის პატარა ქალ-ვაჟი – 8 წლის ელენე და 10 წლის ირაკლი, როგორც ყველა თანამედროვე ბავშვი, კომპიუტერულ თამაშებზე იყვნენ ჩაციკლულები და ამის გამო გარეთაც კი არ გადიოდნენ. ომარი და მისი მეუღლე გვიანობამდე მუშაობდნენ და სახლში რომ ბრუნდებოდნენ, პატარები კვლავ ნოთუბუქებთან მსხდომნი, თამაშში გართულები ხვდებოდათ. ამის გამო ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, ნოუთბუქი საიმედოდ დაემალათ, რათა ბავშვები ამ სენისგან განეკურნათ. თუმცა, არც ამ ხერხმა გაჭრა და სახლში დაბრუნებულ ცოლ-ქმარს ბავშვები კვლავ ნოუთბუქთან ხვდებოდნენ. ანუ, ისინი მაინც ახერხებდნენ საიმედოდ გადამალული კომპიუტერის პოვნას... როგორ არ ეცადა ცოლ-ქმარი  ბავშვებისთვის ეთქმევინებინა, თუ როგორ აგნებდნენ გადამალულ ნივთს, მაგრამ პატარები ცოცხალი თავით არ ტყდებოდნენ... მაშინ ცოლ-ქმარმა ასეთ ხერხს მიმართა: ბინაში ვიდეოკამერა დააყენეს და აი, რა გაირკვა – თურმე, პატარა და-ძმა სკოლაში წასვლამდე მაგიდაზე დადებულ ნოუთბუქს ვალერიანის ორ-სამ წვეთს აწვეთებდნენ ეკრანზე და ხურავდნენ. ხოლო სკოლიდან რომ ბრუნდებოდნენ, მეზობლის კატა მოჰყავდათ სახლში, რომელიც ადამიანისთვის შეუმჩნეველ სუნს უმალვე იყნოსებდა. მოგეხსენებათ, კატებს ძალიან უყვართ ვალერიანი, მანამდე ეძებდა ვალერიანწასმულ ნოუთბუქს, სანამ არ იპოვიდა... სამძებრო სამუშაოებისთვის კატა ძეხვს იღებდა, ბავშვები კი – სანუკვარ ნოუთბუქს. ასეთი საზრიანობა ალბათ ბევრ გამოცდილ მაძებარსაც კი შეშურდებოდა.

скачать dle 11.3