კახა კუხიანიძის ანეკდოტები
კაცმა კუჭის ოპერაცია გაიკეთა და საავადმყოფიდან გამოწერის დღეს ეკითხება ექიმს:
– ექიმო, დალევა შეიძლება?
– რამდენიც გინდა!
– კი მაგრამ, არ მიკრძალავთ? – გაუკვირდა პაციენტს.
– მე რომ აგიკრძალო, გარეთ საძმაკაცო გელოდება და ისინი გეტყვიან – წამო დავლიოთო. შენ ეტყვი – ექიმმა ამიკრძალა დალევაო. მერე ისინი გეტყვიან – ექიმის დედაცო. ხოდა, წადი და დალიე, შენი დედაც და იმათიც!
***
ტიპი შედის მაღაზიაში და გამყიდველს ეკითხება:
– ლობიანი გაქვთ?
– არა.
– დაფიქრდით, ლობიანი არ გაქვთ?
– არა.
გავიდა ათი წუთი და ისევ ეკითხება:
– ლობიანი გაქვთ?
– არა, შვილო არ გვაქვს, ხომ გითხარი.
– ანუ, ლობიანი არ გაქვთ?
– აი, კიდევ ერთხელ თუ მკითხავ, ყელს გამოგჭრი!
ათი წუთის მერე ისევ კითხულობს:
– დანა გაქვთ?
– არა.
– და, ლობიანი?
***
გურულმა ყვავი დაიჭირა, გაუღო ნისკარტი და ჭაჭის არაყი ჩაასხა. ყვავმა ფეხები გაფშიკა. გურულმა ჩაილაპარაკა:
– ე, ესაა, დედას რომ გვტირობს, თვარა, ჩვენც ქე ვიცხოვრებდით 300 წელიწადს.
***
მეგრელი გურულს ესტუმრა. რომ შეთვრნენ, მეგრელმა ჰკითხა გურულს:
– ძაღლი თუ გყავს, ძამა?
– არა. რაია, რო?!
– ასეთი ლამაზი ცოლის პატრონს, კი უნდა გყავდეს, აუცილებელია.
ცოტა ხნის მერე გურული ესტუმრა მეგრელს. ხედავს, ეზოში უშველებელი ნაგაზია დაბმული. დიასახლისმა კარგი პურ-მარილი გაუწყო იქვე, ხის ჩრდილში. ცოტა რომ დათვრნენ, გურული ეუბნება მეგრელს:
– რავა გითხრა, ძამა, არ გეწყინოს, მარა, სულ ტყუილად არჩენ ამხელა ძაღლს.
ვახო ბიჭიკაშვილის ანეკდოტები
ბირჟაზე ტიპები საუბრობენ:
– ჩემი შეყვარებული, ნამდვილი ნაომი კემპბელია, მუქი ნამზეური აქვს, ფეხები კისრიდან ეწყება და საწოლში პანტერასავითაა.
– ჩემი კიდე, სუფთა ანჯელინა ჯოლია.
– ასეთი ლამაზია?
– არა, კაცო, მისგან ხეირი არ არის. მარტო ვუყურებ.
***
დიდ დიღმელს ეკითხებიან:
– გამოკითხვას ვატარებთ და აქ ყველაზე ბევრი ხალხი, სად იყრის თავს?
– საიდანაც ქარი დაუბერავს.
***
დედა არიგებს შვილს:
– შვილო, თუ ვინმე ქალის ჩანთაში ჩაყოფს ხელს, ეს დანაშაულია.
– და, თუ კაცის შარვლის ჯიბეში?
– ეს უკვე ოჯახური ცხოვრებაა.
***
ქუჩაში მამაკაცი ეცა ბიჭს და ცემა დაუწყო.
– რას მერჩი, ბიძია?
– აბა, რატომ კოცნიდი ჩემს ქალიშვილს გუშინ სადარბაზოში?
– აი, ზუსტად ეგ კითხვა დავუსვი ჩემს თავს, როცა სადარბაზოში უცბად შუქი აინთო.
***
ქალი ეკითხება მამაკაცს:
– უკაცრავად, ვერ მეტყვით კუკიაზე როგორ მოვხვდე?
– ჯერ თქვენთვის ადრეა, ქალბატონო.