ბრძნული აზრები
შექსპირი: სადაც აზრი ძლიერია, იქ საქმე ღონიერია.
ციცერონი: სამართლიანობა უმაღლესი სათნოებაა.
უორდი: მრწამსი გონიერების სინდისია.
კანტი: მოვალეობა არის მოქმედების აუცილებლობა, კანონის პატივისცემით გამოწვეული.
იჰერანგი: მიზანი არის მთელი სამართლის შემქმნელი.
სპინოზა: ადამიანის წადილში გამოიხატება მისი არსება.
მირაბო: კარგი მეხსიერება სიცოცხლეს აორკეცებს.
რუსო: წინასწარი შეგონება ყველაზე სახიფათო და მავნე რამ არის მართლმსაჯულებისთვის.
მონტენი: სადაც არ არის მართლმსაჯულება, იქ ბუნაგია და არა მამული.
მანი: ლიტერატურა სოციალური მოვლენაა.
უელსი: ისტორია თავის არსებით ნაწილში იდეების ისტორიაა.
კულიჯი: ინფლაცია არის არცნობა.
ლესინგი: ყველაზე უმცირესი ნიჭი და მადლი სიმდიდრეა, ყველაზე უდიდესი – სიბრძნე.
ემერსონი: სიმართლე ყოფიერების მწვერვალია, სამართლიანობა – მისი გამოყენება პრაქტიკაში.
ბუასტი: ჭეშმარიტება სულელთათვის იგივეა, რაც ნისლში მაშხალა. მაშხალა ბრიალებს, ნისლს კი ვერ ფანტავს.
ოთარ ჭილაძე: მე მირჩევნია, უსაფუძვლოდ ვიმედოვნებდე, ვიდრე საფუძვლიანად გადამეწუროს ყოველგვარი იმედი.
მიდრაში: ადამიანის მსგავსად, ვის შეუძლია, ხან მგლად იქცეს, ხან ცხვრად და ამ გზით საარსებო წყარო გაიჩინოს.
ჰიპელი: პატარა საქმის დიდებულად გაკეთება ჯობია, დიდებული საქმის ცუდად გაკეთებას.
ჰერბსტი: სიტყვები საგანია, რომელთაც შეიძლება, შევეჯახოთ.
აინშტაინი: ცხოვრება მხოლოდ ორგვარად შეიძლება: ისე, თითქოს ამქვეყნად სასწაული საერთოდ არ არსებობს, ან ისე, თითქოს ამქვეყნად ყველაფერი სასწაულია.
სერვანტესი: სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე – სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები – მარგალიტებად.
შოუ: სიყვარული ემყარება იმ განსხვავების ძლიერ გაზვიადებას, რომელიც ერთ პიროვნებასა და ყველა დანარჩენს შორის არსებობს.
მიუსე: სიცოცხლე არის ძილი, ხოლო ცხადი – სიყვარული. თუ გყვარებია, მაშინ გიცოცხლია.