კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მაფია შეკრა რუსეთში სექსსიმბოლო ანფისა ჩეხოვას წინააღმდეგ გურამ ბაბლიშვილმა და რატომ ჩამოდის ის საქართველოში ცოლის გარეშე

რუსეთში მოღვაწე მსახიობის, გურამ ბაბლიშვილის ცხოვრება, რუსეთში სექსიმბოლოდ აღიარებულ ანფისა ჩეხოვასთან დაქორწინების შემდეგ ზღაპრულად შეიცვალა. მართალია, კახელი ბიჭის მშობლებს რძლად ქართველი გოგონა უნდოდათ, მაგრამ ნათქვამია, სიყვარულის ბედი ზეცაში წყდებაო. გურამმა და ანფისამ მეორედ გადაიხადეს ქორწილი და, როგორც ამბობენ, კიდევ აპირებენ. მათ ჰყავთ 4 წლის სოლომონი და კიდევ ბევრი შვილის გაჩენა აქვთ გადაწყვეტილი. ისინი ახლახან დაბრუნდნენ საბერძნეთიდან. ჩვენ გურამს მოსკოვში დავუკავშირდით და ამბები გამოვკითხეთ.
გურამ ბაბლიშვილი: ახლახან დავბრუნდით საბერძნეთიდან, სადაც გემრიელად დავისვენეთ ოჯახმა – მე, ანფისამ და ჩვენმა 4 წლის შვილმა, სოლომონმა. კუნძულ როდოსზე პირველად გახლდით და ძალიან მოგვეწონა. როდოსზე წასვლა რომ დავგეგმეთ, კი გვითხრეს, ყველზე ცხელი კუნძულიაო, მაგრამ, ამას ხელი არ შეუშლია, მზეზე, ზღვის ნაპირზე გემრიელად გვენებივრა.
– მერე, არ გისაყვედურეს მონატრებულმა მშობლებმა, თუ ასე ძალიან გინდოდა პაპანაქება მზეზე ყოფნა, კახეთში ჩამოგეყვანა ცოლ-შვილი დასასვენებლადო?
– როგორ არ მითხრეს, მაგრამ კახეთში ზღვა არ არის (იცინის). ახლა ვაპირებ, სოლომონი ჩამოვიყვანო კახეთში და ბებოს და პაპას დავუტოვო მოსასიყვარულებლად. ანფისა და მე დაკავებულები ვართ ამ ზაფხულს, ამიტომ სოლომონი ჩვენ გარეშე, სანდო ხელში იქნება.
– საბერძნეთში ყოფნის დროს, ზღვის სანაპიროზე, დარწმუნებული ვარ, ანფისას ბევრი მამაკაცი აყოლებდა თვალს მისი გარეგნობიდან გამომდინარე. ამაზე რა რეაქცია გქონდა, არ ეჭვიანობდი?
– ეჭვიანი ვარ, მაგრამ, როცა ლამაზი ქალი გყავს ცოლად, იმასაც უნდა შეეგუო, რომ ბევრი მამაკაცი გააყოლებს მზერას. ვფიქრობ, მე საამაყოდ მაქვს ამ მხრივ საქმე, ანფისასნაირი გარეგნობის ქალი რომ მყავს გვერდით. ანფისას ყველა ცნობს რუსეთში, ყურადღებას აქცევენ, აჩერებენ, იღებენ მასთან სურათებს; ამიტომ, ვცდილობთ, ისეთ ადგილებში დავისვენოთ, სადაც ნაკლები რუსი ტურისტია. ცოლის თაყვანისმცემლების მოგერიება როდოსის პლაჟზე არ დამჭირვებია და ამაში ჩემი გარეგნობა და კახური გამოხედვა მშველოდა (იცინის). მგონი, დამეთნხმებით, რომ არც მე გამოვიყურები ცუდად და, თან, კახური გამოხედვა როდოსზეც ჭრიდა (იცინის). კახელები კი ვართ დინჯები, მაგრამ, თუ დაგვჭირდა, მეგრელებზე სწრაფად ვმოქმედებთ. ჰოდა, თუ წავუკახელე, ჩემთან დაპირისპირებას არავის ვურჩევ, მით უმეტეს – საყვარელი ქალის გამო – საშიშია (იცინის).
– როგორ ანებივრებს გურამ ბაბლიშვილი რუსეთში სექსსიმბოლოდ აღიარებულ ცოლს და ხშირად უხდება თუ არა მას ოჯახურ ურთიერთობებში წაკახელება?
– ის, რომ ანფისას სექსსიმბოლოს იმიჯი აქვს, თავად არ მოსწონს და ამბობს ხოლმე, რაღა დროს ჩემი სექსსიმბოლოობაა, ოჯახი მაქვსო. ანფისა ჩემთვის, როგორც ქმრისთვისაა სექსსიმბოლო და, სხვა რას ფიქრობს, ნაკლებად მაინტერესებს. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, არ ვუზღუდავთ თავისუფლებას, პატივს ვცემთ და გვიყვარს ერთმანეთი – მთავარი ესაა. რაც შეეხება განებივრებას, ანფისა ისეთი ცოლია, როგორიც ყველა ნორმალური დიასახლისი: ჩაიც მოაქვს საწოლში, ყავაც და ნაყინიც – გვანებივრებს მეც და ჩვენს ვაჟკაცსაც. ისე, სულ განებივრებაც არ მინდა, ოქროს შუალედიც ხომ უნდა არსებობდეს ცოლის მხრიდან?  ანფისასაც არ აქვს კანფეტი ხასიათი და მეც ცოტა ფეთქებადი ვარ, მაგრამ, რომ გადავხედავ, უკვე ხვდება, რაღაც „ნიტო პონტია“, რაღაც არ მსიამოვნებს და უკან იხევს. თავიდან, როცა ურთიერთობა დავიწყეთ, მაშინ კი გვქონდა ცოტა პრობლემები. მხიარული ვარ და პოზიტიური, მაგრამ, ხანდახან, თუ რამე არ მომეწონა, ან ჩემი ნათქვამი არ დაიჯერა და დაქალებთან გადაამოწმა, ვფეთქდები და ვუკახურებ კიდეც. მომწონს ანფისას დამოუკიდებელი და მებრძოლი ხასიათი, მაგრამ, როგორც ქმარს, უნდა დამითმოს – ამას თავად ხვდება და ჩემზე მაღლა არ დადგება.
– ბავშვი ვის ჰგავს ხასიათით?
– რომ გაბრაზდება, ისიც მე მგავს – ეგრევე ფეთქდება. ადრე სოლიკა ფიზიკურად მე მგავდა, ახლა კი დედას დაემსგავსა. გამიგია, ბიჭები დედას ემსგავსებიანო და სოლომონიც ეს შემთხვევაა. ახლა ანფისასნაირი ლამაზი გოგოც მინდა და გეგმაშია, ამაზე მალე ვიზრუნებთ. ზოგადად, ბევრი შვილის ყოლას ვაპირებთ, ჯერ სამი გვინდოდა, მერე მოვუმატეთ და, ვნახოთ. სხვათა შორის, უდედმამო ბავშვის აყვანასაც ვგეგმავთ – ამაზე გვისაუბრია და ორივეს გვინდა. უბრალოდ, ახლა ორივე ძალიან დაკავებულები ვართ და ბევრი შვილის მოვლას ვერ შევძლებთ, თორემ, რაც მეტი ბავშვია ოჯახში, ამას რა ჯობია?!
– წელს სეიშელის კუნძულებზე მეორედ იქორწინეთ. რატომ დაგეგმეთ მეორედ ქორწინება?
– არც მე და არც ანფისას არ გვიყვარს დაკანონებული წესები, ისე ვცხოვრობთ, როგორც ჩვენ გვინდა. რომანტიკულები ვართ და ლამაზ, რომანტიკულ დღეებსა და საღამოებზე არ ვამბობთ უარს.  ჩვენი ერთად ყოფნის ექვსი წლისთავზე დავგეგმეთ სეიშელის კუნძულებზე ქორწილი და, სოლომონი, როგორც პატარა ანგელოზი, ისე გვახლდა. ულამაზესი პროცესი გამოვიდა. რუსული ტელევიზიაც აშუქებდა ჩვენს მეორე ქორწილს. ჩვენთვის თაფლობის თვე – დასასვენებლად წასვლაა, ეს კი იყო პროცესი, როცა ჩვენი სურვილები და ემოციები ახლობლებსაც გავუზიარეთ. ქორწილი საქართველოში არ გადამიხდია და ამასაც, მე და ანფისა, ქართული ტრადიციით, გრანდიოზულად ვგეგმავთ. ზოგადად, რომელი ქვეყანაც გვიყვარს და მოგვწონს, ყველგან ვაპირებთ ქორწილის გადახდას და ამით დავამტკიცებთ, რომ მოსაწყენი არ არის ცხოვრება (იცინის). არ მესმის იმ ადამიანების, ერთხელ რომ  ჩაარტყამენ ქორწინების მოწმობაში ბეჭედს და ცხოვრობენ მერე მშვიდად. ერთხელ მოდიხარ ამქვეყნად და ცოტა ორიგინალური ხომ უნდა იყო? აი, მე და ანფისას, რამდენჯერაც მოგვეპრიანება, იმდენ ქორწილს გადავიხდით (იცინის). ჯერ არ დაგვიზუსტებია, რომელ ქვეყნებში გადავიხდით მომავალ ქორწილებს, მაგრამ, ჯერ რომ საქართველოში და მერე ჰავაის კუნძულებზე – ეს ზუსტად ვიცით. ანფისა ჩემი ოცნების ქალი და იდეალი არ არის, უბრალოდ, ის ქალია, რომელიც მე მინდა, მიყვარს და მყავს. მართალია, ჩემს ოჯახს უნდოდა, ქართველი ცოლი მყოლოდა, მაგრამ, მათი გადასაწყვეტი არ არის ჩემი პირადი ცხოვრება; მთავარია, დღეს კმაყოფილები არიან და მოსწონთ ჩემი არჩევანი. ანფისამ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, სოლომონი კი ჩემი ცხოვრების მთავარი აზრია.
– ვიცი, სოლომონი კარგად ლაპარაკობს ქართულად და ანფისაც აპირებდა ქართული ენის სწავლას. ისწავლა?
– დიახ, სოლომონი კარგად ლაპარაკობს ქართულად, ანფისაც აპირებდა, ესწავლა, მაგრამ, არ აქვს ენებისკენ მიდრეკილება, ვერ იმახსოვრებს სიტყვებს, ისე, კი ესმის რაღაც-რაღაცეები. თან, ანფისა ვერ იგებს სოლომონის ქართულს და ისიც ეშმაკობს – აბრაზებს, დედიკოს არ ესმისო და რაღაცეებს ეტიტყინება (იცინის). მამა-შვილი ქართულად რომ ვსაუბრობთ, ანფისა ბრაზდება: აჰა, მამაშვილური მაფია შეიკრაო (იცინის). ხშირად მიფიქრია, წარსულში რომ დავბრუნდე, რას შევცვლიდი-მეთქი და, პასუხი მაქვს: არც მარჯვნივ გადავუხვევდი და არც მარცხნივ, იმ გზას გავივლიდი პირდაპირ თვალდახუჭული, რომლითაც დღემდე მოვედი. მეშინია, ის დავკარგო, რაც დღეს გამაჩნია, ამიტომ, ვერაფერს შევცვლი და დავტოვებ ისე, როგორც არის. ბედნიერ ვარსკვლავზე დავიბადე და ამის მადლიერი უნდა ვიყო, საწუწუნო არაფერი მაქვს.

скачать dle 11.3