კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააკეთა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე „ქელვინ კლაინის“ შოუ დიმიტრი ჩხეიძემ და როდის აპირებს ის „დოლჩე გაბანას“ ახალი კოლექციისთვის ფოტოების გადაღებას

„ყველა თავად ქმნის თავის ცხოვრებას. ყველანი ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა, რომ გავაკეთოთ. თუმცა, მიზნის მიღწევა ძალიან რთულია – ბედიც უნდა, გამოცდილებაც, მონდომებაც და რაც მთავარია, საჭირო დროს საჭირო ადგილას, საჭირო ადამიანებთან მოხვედრა. დღეს მე მიხარია, რომ ასეთი საინტერესო ცხოვრება მაქვს. ვაკეთებ საყვარელ საქმეს, ვარ წარმატებული, ვეხმარები ქართველებს ამერიკაში. თუმცა, ყველაზე დიდ ტკვივილს ჩემი ქვეყნის, დედისა და ახლობლების მონატრებით განვიცდი,“ – ეს სიტყვები ეკუთვნის დიმიტრი ჩხეიძეს, რომელიც ნიუ-იორკში ოთხი ცნობილი მოდის კვირეულის არტდირექტორია და ესენია:  New York Fashion Week, Couture Fashion Week, Style Fashion Week, World Fashion Parade. დღეს ის ნიუ-იორკის მოდის სფეროში განსაკუთრებული პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლები, დიზაინერები საკუთარი შოუების ორგანიზებას ანდობენ.
დიმიტრი ჩხეიძე: სექტემბერში ნიუ-იორკში „ფეშენ-ვიქები” ტარდება და აქ რომ ჩამოვედი, გადავწყვიტე, წავსულიყავი და მენახა, რა ხდებოდა. „ნიუ-იორკის ფეშენ-ვიქის“ თითქმის ყველა შოუზე ვიყავი. იმ დროს ფატუნა ბუშიჰედს Couture Fashion Week-ზე ჰქონდა ჩვენება და რა თქმა უნდა, მასაც დავესწარი. ამერიკაში ჩამოსვლისას ჩემი მიზანი იყო, საქმიანობა ჩემი პროფესიით გამეგრძელებინა. 14 წელია, „ფეშენ-თივისთან“ ვთანამშრომლობ და ამერიკაშიც განვაგრძე მათთან თანამშრომლობა. თუ რაიმე ფეშენებელური ივენთი ტარდება, ჩვენი „ფეშენ-თივის“ ჯგუფი ნიუ-იორკში იღებს და შემდეგ მასალას ევროპაში ვაგზავნით, რომ ევროპის „ფეშენ-თივიზე“ გაშუქედეს. ამერიკაში „ფეშენ-თივი – ევროპისთვის“ გადაღებული 100 მასალიდან 70 ჩემია. „ფეშენ-ვიქებმა” რომ ჩაიარა, დაველაპარაკე, გავიცანი მოდის კვირეულების ხელმძღვანელები, ვაჩვენე ჩემი რეზიუმე და ძალიან მოეწონათ. თავიდან აქ, სამუშაოს უფლების გარეშე მუშაობის დაწყება ძალიან რთულია. თუმცა, „კუტიურ ფეშენ-ვიქის“ მეპატრონემ გამოხატა სურვილი, რომ მასთან მემუშავა, ოღონდ არა ხელფასზე, არამედ პროცენტებზე. დავიწყე მუშაობა, რადგან სხვა პროფილით წასვლა არ მინდოდა – ამდენი წელია, ფეშენ-ინდუსტრიაში ვმუშაობ. თავიდან შემოსავალი დიდი არ იყო, მაგრამ აქ, მე ჩემი გარკვეული თანხით ჩამოვედი – მეგობრები ძალიან დამიდგნენ გვერდში. წელიწადი და 5 თვე დასჭირდა ჩემი საბუთების გაკეთებას.
– როგორ განვითარდა მოდის კვირეულებზე შენი კარიერა?
– ჯერ ვმუშაობდი „ფეშენ-ვიქებზე” ქასთინგ-მენეჯერად და ახლა უკვე ოთხი წამყვანი მოდის კვირეულის არტდირექტორი ვარ, კონტრაქტიც გავაფორმე. ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე უკვე გავაკეთე „ქელვინ კლაინისა“ და „ბრენდონ მაქსველის“ შოუები, ისევე, როგორც სხვა ბევრი წამყვანი დიზაინერის შოუ. დღეს ძალიან  ბედნიერი ვარ, რადგან მყავს არაჩვეულებრივი სანაცნობო წრე, ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და თავს წარმატებულად მივიჩნევ. ნიუ-იორკში ჩამოხვიდე და ორ წელიწადში ამდენი რამ გააკეთო, გამოცდილება დააგროვო და ასეთ ადგილას იმუშაო – ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ვფიქრობ, ქართველებმაც უნდა იამაყონ, რომ ნიუ-იორკის მოდის კვირეულის არტდირექტორი ქართველი, დიმიტრი ჩძეიძეა. რაც მთავარია, მე ხელს ვუმართავ ქართველ მოდელებს, დიზაინერებს. ვცდილობ, ისინი სხვადასხვა შოუებში ჩავრთო, მიყვარს საქართველო, ქართველი  ერი და როგორც შემიძლია, ვეხმარები.
– მომიყევი, როგორია იყო „ქელვინ კლაინის“ შოუზე მუშაობის პერიოდი.
– „ქელვინ კლაინის“ მთელი ჯგუფი იყო ჩამოსული. მე არა მხოლოდ არტმენეჯერი, არამედ ქასთინგ და სტეიჯ-მენეჯერიც  ვარ. „ქელვინ კლაინის“ შოუზე მომიწია მთელი ბექსტეიჯისა და სტეიჯის ორგანიზება. ჩამოტანილი ჰქონდათ ორი კოლექცია. შოუმ ძალიან წარმატებულად ჩაიარა. წელსაც ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქზე” მე ვაკეთებ „ქელვინ კლაინის“ შოუს, 25 ივლისს კი „დოლჩე გაბანას” ახალი კოლექციის ფოტოსესია გვექნება. 10 ქერა და ცისფერთვალება მოდელი გოგონა შევარჩიეთ გადაღებისთვის. „ბრენდონ მაქსველის“ შოუ გავაკეთე 2015-ში და ახლაც ვაკეთებ. იმანაც ძალიან წარმატებულად ჩაიარა. ის ძალიან წარმატებული დიზაინერია, ლედი გაგას პირადი სტილისტი.
– როგორ ვიცი, ლედი გაგა გაიცანი და მის პენთჰაუზშიც იყავი სტუმრად.
– კი. ჩვენი შეხვედრა ძალიან სასაცილო იყო. „ქელვინ კლაინის“ ჩვენების შემდეგ მქონდა „ბრენდონ მაქსველის“ შოუ. მე ვაკეთებდი კულისებისა და სცენის ორგანიზებას. თავის ბაერებისთვის – 150 კაცისთვის გააკეთეს უმაღლესი კლასის ჩვენება „ნიუ-იორკის ფეშენ-ვიქის“ ფარგლებში. სანამ შოუ დაიწყებოდა, კულისებიდან გამოვედი და ამ დროს ლედი გაგა კიბეზე ჩამოდიოდა – 45 წუთით ადრე მოვიდა. რომ შევხედე, უცებ ხელები გაშალა, წამოვიდა და ჩამეხუტა. ერთმანეთს არ ვიცნობდით, პირველად ვნახე. არ ვიცი, რა ენერგია იგრძნო, რა მოხდა – წამოვიდა ჩამეხუტა, ჩამკოცნა. მეც ვიდექი ასე, ჩახუტებული რამდენიმე წუთი. ყელში მაკოცა, მეც მის სურნელს შევიგრძნობდი. ძალიან სასაცილი იყო. უცებ მოვარდნენ მისი გუნდის წევრები: „ქამან, ლედი“ და ამაგლიჯეს ხელებიდან. მერე მენეჯერებმა ფოტოგრაფებს ფოტოები წააშლევინეს – წაიშალა ჩვენი ჩახუტების კადრები. ტელევიზიები დამდევდნენ: საიდან იცნობ ლედი გაგასო, მაგრამ არავისთვის მიმიცია ინტერვიუ. არ ვიცნობდი მაშინ ლედი გაგას და რა უნდა მეთქვა. მერე ავთერ-ფართიზე ვიყავი მასთან პენთაუზში, დილის 10 საათამდე გავერთეთ ყველანი. კარგად გავიცანი, დავმეგობრდით. სამომავლოდ, ერთად რაღაც კარგი გეგმა გვაქვს და მერე მოგაწვდით მაგ ინფორმაციას. ჩემზე ყველაფერი იცის, საქართველოც გავაცანი. მოეწონა ქართველი ბიჭები – ძალიან სიმპათიურები და სექსუალურები ხართო. თან, თავის საქმროს, ტეილორ კინს მიმამსგავსა.
– როგორი შეფასებები დაიმსახურა შენი ორგანიზებით გაკეთებულმა შოუებმა?
– თავიდან მეგონა, ნიუ-იორკში ვერაფერს მივაღწევდი, მაგრამ ახლა წარმატებული ვარ და მოდის ინდუსტრიაში უკვე ყველა მიცნობს. საოცრებაა ის ფაქტი, რომ „ფეშენ-ვიქებზე” ყველგან ვიაიპი ვარ, ვიცნობ მსახიობებს, მომღერლებს... უცებ „გაბაზრდა“ ჩემი სახელი. მონდომებით ვაკეთებ ყველაფერს და ამას აფასებენ. რომ ჩამოვედი, უკვე მიზანი დასახული მქონდა –  ასე შორს მოვდიოდი, თან მე უფრო ევროპისთვის ვარ, ამერიკა ჩემი  არ არის... უბრალოდ, მეუღლეს რომ დავშორდი, ვიფიქრე: წავალ ამერიკაში, ნულიდან დავიწყებ ცხოვრებას-მეთქი... და მართლაც ასე მოხდა, ახლა მეტი მოტივაცია მაქვს და უფრო გავახალგაზრდავდი. ახალი სამსახური, სამეგობრო წრე მყავს. მიხარია, რომ მაფასებენ, პატივს მცემენ. გარდა ნიუ-იორკის მოდის კვირეულებისა, სექტემბერში  ვაკეთებ World Fashion Parade-ს, სადაც მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები მიიღებენ მონაწილეობას. ოთხ ყველაზე წამყვან მოდის კვირეულზე ვმუშაობ, როგორც არტდირექტორი, ქასთინგ-დირექტორი და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ჩემი სამუშაო სეზონურია, რადგან წელიწადში ორჯერ ტარდება მოდის კვირეულები. დანარჩენ დროს „ფეშენ-თივისთვის“ ვმუშაობ. პლუს ამას – ჩემს მეგობრებთან, ლადო და ანი ჯორჯიანებთან ერთად, ჟურნალს ვაკეთებ ქართველი ემიგრაციისთვის, რომელიც მოიცავს საქართველოში არსებულ ფეშენებელურ სასტუმროებს, კლუბებს, ასევე ინფორმაციებს ევროპასა და ამერიკაში წარმატებულ მომღერლებზე, დიზაინერებზე, პროდიუსერებზე, მსახიობებზე, ბიზნესემენებზე, ტურისტულ ადგილებზე და ასე შემდეგ. რვა წელია, რაც ჩვენი კომპანია  „ნიუ-იორკ ფეშენ ლაიფ თივი“ გავაკეთეთ და მისი სახეა ცნობილი ევროპელი მოდელი, სტეფანო სუარესი.
– როგორც ვიცი, ბევრი გამოცემა, ტელევიზია ინტერესდება ქართველი არტდირექტორით.
– ხშირად მიწვევენ  სხვადასხვა გადაცემაში. რამდენჯერმე ვიყავი გადაცემაში „გუდ მორნინგ ამერიკა“, ჩემს შესახებ ნიუსები გაუშვეს. ასევე, „ბიბი მეგაზინმა“გარეკანზე დაბეჭდა ჩემი ფოტო ლედი გაგასთან ერთად. მთელი ამბები მოჰყვა ამას. ასევე, „ელლ მეგეზინში“ გავიდა ჩემი ინტერვიუ – ამერიკაში საქართველოს პოპულარიზაციას ძალიან კარგად ვეწევი. „ფეშენ-ვიქებზეც” ქართველებს პირველ ადგილებზე ვსვამ. მიხარია, რომ ჩემით ამაყობენ და ცდილობენ, დამეხმარონ. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო „ოდა ჰაუზის“ მეპატრონეს – მაიას, მთელ პერსონალს და კიდევ „მაკა სალონ სპას“. ეს ორი ადამიანი – მაია და მაკა დებივით მიდგანან გვერდში.
– როგორც ვიცი, სერიალშიც გიღებენ ჰოლივუდის ცნობილ მსახიობთან ერთად.
– ერთ-ერთია კიუბა გუდინგი, ძალიან ცნობილი მსახიობი, ჰოლივუდის ვარსკვლავი. მასთან ერთად ვთამაშობ სერიალში და პლუს ამას, ვმეგობრობთ. მომავალშიც ძალიან ბევრი საინტერესო გეგმა მაქვს, თუმცა მათზე სხვა დროს ვისაუბრებ.

скачать dle 11.3