კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გოგონამ გარდაცვლილი მამის მეგობარი დედის გაუპატიურების გამო მოკლა

49 წლის შალვა ჩ-ძე, ცეცხლსასროლი იარაღით  მიყენებული ორი ჭრილობით, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობა  რესტორნის ავტოსადგომზე გვიან ღამით  მოხდა. იმის მიუხედავად, რომ  ავტოსადგომზე  მკვლელობის დროს რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, მხოლოდ ერთმა თვითმხილველმა შეძლო სავარაუდო  მკვლელის დანახვა – ადამიანი, რომელმაც 49 წლის მამაკაცს ესროლა, სიბნელეში ისე გაუჩინარდა, მისი კვალის მიგნება ვერც თვითმხილველებმა შეძლეს, ვერც შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა.  მკვლელობას ჰყავდა  ერთადერთი მოწმე, რომელიც ამბობდა, რომ, მაშინ, როდესაც ორი გასროლის ხმა გაიგონა, სიბნელეში დაინახა ახალგაზრდა გოგონას ლანდი, რომელიც მასთან დაახლოებით 30-35 მეტრის დაშორებით იყო და უცებ გაუჩინარდა სიბნელეში.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.  გარდაცვლილი მამაკაცი კერძო ბიზნესით იყო დაკავებული, შესაბამისად,  გამოძიებამ პირველ ყოვლისა, მისი ბიზნესკავშირების დადგენა დაიწყო სავარაუდო მკვლელის  ვინაობის დასადგენად. შალვა ჩ-ძე სამი შვილის მამა იყო: ორი შვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავდა,  მესამე მცირეწლოვანი შვილი კი – მეორე ქორწინებიდან.   გამოძიებისთვის პირველივე საათებში  გახდა ცნობილი, რომ მამაკაცს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ყოფილ ცოლთან, რომელთანაც ქონებრივ საკითხებზე დავობდა სასამართლოში. რით იყო დაკავშირებული ქალი ყოფილი ქმრის მკვლელობასთან, რომელიც რესტორანში მეგობრის დაბადების დღეზე იყო მისული – გამოძიებისთვის მთავარი სამუშაო ვერსია   გახდა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა,  რომ გარდაცვლილის ყოფილი მეუღლე სკოლის მასწავლებელი  იყო, ის კარგი რეპუტაციით სარგებლობდა და, იმის მიუხედავად, რომ ქმართან სასამართლო პროცესს აწარმოებდა, მისი მკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა. გამოძიება ეძებდა ახალგაზრდა გოგონას, რომელიც მოწმე კახა შ-შვილმა შემთხვევის ადგილზე დაინახა: „ღამის თორმეტი საათი სრულდებოდა, როდესაც რესტორნიდან გამოვედი – მეუღლის დაბადების დღეს აღვნიშნავდით. გარდაცვლილს არ ვიცნობდი, ის სხვა სუფრაზე იყო.  რესტორნიდან გარეთ დასარეკად გამოვედი. ორი-სამი კაცი შევნიშნე ავტოსადგომზე. ავტოსადგომზე ბნელოდა, ტელეფონით ვსაუბრობდი, როცა ჩემგან ძალიან ახლოს იარაღის გასროლის ხმა გავიგონე. მკვლელობა, ასე, 30-35 მეტრის დაშორებით მოხდა. ნასვამი ვიყავი და, სანამ გონზე მოვედი, უცებ ყველაფერი დასრულდა – დავინახე, როგორ დაეცა მანქანასთან მამაკაცი, ახალგაზრდა, უცნაური და განსხვავებული გარეგნობის  გოგონა კი სიბნელეში გაუჩინარდა.  იმის მიუხედავად, რომ ცხელოდა, მას თავზე ქუდი ეხურა. არ ვიცი, ჰქონდა თუ არა მას კავშირი მკვლელობასთან, მაგრამ, მკვლელობის დროს, გარდაცვლილთან 3-4 მეტრის მოშორებით, ის აშკარად დავინახე.”
გამოძიებამ საეჭვო გოგონას ძებნა დაიწყო.  ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, რომ   მკვლელობამდე  5 წუთით ადრე,  შალვა ჩ-ძის  პირად ტელეფონზე  დაფიქსირდა სატელეფონო ზარი, რომელიც განახორციელა 22 წლის ხათუნა ა-ძემ და ზარის ხანგრძლივობა იყო 30 წამი. გამოძიებამ დაადგინა ისიც, რომ ამ ნომრიდან გარდაცვლილის ტელეფონზე ბოლო სატელეფონო ზარი განხორციელებული იყო სამი თვით ადრე. გვიან ღამით შესული ზარი გამოძიებამ საეჭვოდ მიიჩნია და ხათუნა ა-ძის შესახებ ინფორმაციის მოპოვება დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ის იყო   შალვა ჩ-ძის გარდაცვლილი მეგობრის შვილი.  შალვა ჩ-ძეს მის ოჯახთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი,  გოგონას ოჯახში ინახებოდა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მის მამას შალვა ჩ-ძემ  წლების წინ დაბადების დღეზე აჩუქა. გამოძიებამ დაკითხა ხათუნა ა-ძე, რომელმაც  ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცა: ჯერ განაცხადა, რომ შალვა  ჩ-ძეს ავტომანქანა სთხოვა; შემდეგ  თქვა, რომ 50 ლარი ესაჭიროებოდა და  შალვა ჩ-ძე ფულის მიცემაზე დათანხმდა, მაგრამ გოგონამ მისვლა გადაიფიქრა და რესტორანთან საერთოდ არ მისულა. გამოძიებამ დაკითხა ხათუნა ა-ძის დედაც, რომლის ჩვენების მიხედვით გაირკვა, რომ შალვა ჩ-ძე მათი ოჯახის ახლობელი იყო და მეგობრის გარდაცვალების შემდეგ მის ცოლ-შვილს ზრუნვას არ აკლებდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ქალმა განაცხადა, რომ მას შალვა ჩ-ძის მიმართ კარგი  განწყობა არ ჰქონდა, რაც გამოძიებას საეჭვოდ მოეჩვენა. ცხადი იყო, რომ ქალი, რომელსაც ორი წლის წინ ქმარი გარდაეცვალა, შალვა ჩ-ძესთან  დაკავშირებით რაღაცას მალავდა. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ ხათუნა ა-ძე უცნაური ხასაითის გოგონა იყო: მეგობრობდა ვაჟებთან,  თანატოლი გოგონების მიმართ კი აგრესიით გამოირჩეოდა და ხშირად ხვდებოდა კონფლიქტების ეპიცენტრში. მისი ნაცნობების ჩვენებების მიხედვით, გოგონა რაღაც სექტების წევრი იყო და დედასთანაც ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა; გარდა ამისა, ხშირად ეტანებოდა ალკოჰოლს და, ამის გამო რამდენიმე არასასიამოვნო ისტორიაშიც გაეხვია.  გამოძიებისთვის საეჭვო გახდა სახლიდან ცეცხლსასროლი აირაღის გაუჩინარება, რაზეც, დედამ და შვილმა განაცხადეს, რომ ინფორმაცია არ ჰქონდათ. 
საქმის მასალების მიხედვით, ხათუნა ა-ძემ შალვა ჩ-ძე შურისძიების ნიადაგზე მოკლა. მას შემდეგ, რაც მან გაიგო, რომ შალვა ჩ-ძემ მისი დედა, მანანა დ-შვილი, გააუპატიურა და მასთან ინტიმური კავშირის დამყარებას კვლავ  ცდილობდა (გოგონასთვის ეს დედის სატელეფონო საუბრით გახდა ცნობილი), მან მამის მეგობრის მოკვლა განიზრახა. მეგობარი ვაჟის დახმარებით, მან შალვა ჩ-ძის მიერ ნაჩუქარი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ისწავლა, რაც დადასტურდა კიდეც მისი მეგობრის მიერ. მკვლელობის  წინა დღეს, ხათუნა ა-მ შეიტყო, რომ შალვა ჩ-მ მეორე დღეს მეგობრის დაბადების დღეზე რესტორანში მიდიოდა და გოგონამ  გადაწყვიტა, რომ სწორედ ამ  დღეს განეხორციელებინა დაგეგმილი მკვლელობა.  მან  გვიან ღამით დაურეკა შალვა ჩ-ძეს და სთხოვა,  50 ლარი ესესხებინა მისთვის. მამაკაცმა მას უთხრა, სადაც იმყოფებოდა. გოგონამ უპასუხა, რომ ის უკვე ახლოს იყო იმ რესტორანთან და ხუთ წუთში გამოსულიყო გარეთ. ამის შემდეგ მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: საკუთარ ავტომობილთან ახლოს მივიდა, ტელეფონი ამოიღო, რათა გოგონასთვის დაერეკა და სწორედ ამ დროს ესროლა მას სიბნელიდან ხათუნა ა-ძემ ორჯერ, შემდეგ კი  შემთხვევის ადგილი ფეხით დატოვა. ხათუნა ა-ძემ მტკვარში გადააგდო დანაშაულის იარაღი და სახლში მკვლელობის ჩადენიდან ნახევარ საათში დაბრუნდა.   
სასამართლომ ხათუნა ა-ძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. გოგონამ ჩადენილი დანაშაული აღიარა, მაგრამ თავი დამნაშავედ არ ცნო.  სასამართლო პროცესზე, ბრალდებულის სიტყვაში, მან ჩადენილი დანაშაულისთვის შენდობა გარდაცვლილ მამას სთხოვა. სასამართლომ  ხათუნა ა-ძეს  10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

скачать dle 11.3